სამარხვო ბლოგი

ვალენსა – იმედის კაცი

დატოვე კომენტარი

valეს არის ფილმი ჭეშმარიტად ოპტიმისტი, მოუსვენარი, უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანის შესახებ. ფილმი რომელიც ვალენსას ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას ასახავს სასიამოვნოდ გააოცებს ნებისმიერი ტიპის მაყურებელს. ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკური თემატიკის ფილმები ჩემ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდეს, თუმცა ეს არ არის გადაჭრით პოლიტიკური ფილმი. ანჟეი ვაიდა პოლონეთის მომავალ ლიდერს წარმოგვიდგენს როგორც მეოჯახე კაცს, მოსიყვარულე მეუღლეს, 6 შვილის მამას, რომელსაც გარემოებები აიძულებენ უსამართლობასთან სახიფათო ბრძოლა აწარმოოს.

ამ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი. ჩემთვის კინემატოგრაფის სიყვარული პირველ რიგში ანჟეი ვაიდათი იწყება, ის ჩემი ბავშვობის სიყვარულია. ახლა კი მეძლეოდა საშუალება მისი ახალი ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველს მენახა. იქამდეც კი, სანამ დიდი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მის სამშობლოში შეაფასებდნენ. ვაიდამაც ამის გამო ვერ მოახერხა ბათუმის კინოფესტივალზე ჩამოსვლა, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობდა მზადება “ველენსას” პოლონური პრემიერისთვის. სამაგიეროდ რეჟისორმა ფესტივალს და საქართველოს გულთბილი და ამაღელვებელი მიმართვა გამოუგზავნა.

val 1ფილმის ნახვამდე ვალენსას შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ამიტომ პოლონეთის ლიდერის შესახებ კინემატოგრაფის ამ შესანიშნავ ნიმუშს უნდა შეექმნა პირველი წარმოდგენა. თუმცა, ვალენსა აქ უფრო მეტად წარმოდგენილია, არა როგორც, თავდაჯერებული პოლიტიკოსი რომელიც გამიზნულად მიყვება გეგმას და იღვწის პოლიტიკური კარიერისთვის, არამედ როგორც დაპირისპირებების ადამიანი. ის აქ არის, უბრალო მოკვდავი, თავისი სულიერი განცდებით, პრობლემებით, კონფლიქტებით და ბრძოლით, რომელიც საუცხოო იუმორით ცდილობს არსებულ მდგომარეობაზე ამაღლდეს და სიტუაციის სიმძიმე მცირედით მაინც გაანეიტრალოს. ვერც პოლონეთში და, მითუმეტეს ვერც დანარჩენ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა თუ ეს უწიგნური ელექტრიკოსი თავისი სამშობლოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების შეტანას შეძლებდა.

ვალესა იყო შემთხვევითი კაცი მსოფლიოს ისტორიაში, რომელსაც არ ჰქონია აკადემიური განათლება, რომელსაც არავინ ამზადებდა პოლიტიკოსობისთვის, რომლის საარჩევნო კამოანიაზეც არ მუშაობდნენ გამოცდილი კადრები. ეს იყო კაცი, რომელსაც დაუღალავმა ბრძოლამ სამართლოანობისა და ხალხის  კეთილდღეობისათვის, სამშობლოს სიყვარულმა შეაძლებინა შეეცვალა მთელი მსოფლიოს ბედი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s