სამარხვო ბლოგი

ჩვეულებრივი ვიქტორი

3 Comments

-სიკვდილის გეშინია?
-იცი რატომ მიყავთ საომრად ახალგაზრდები?
-ისინი ჯანმრთელები, ღონიერები, ენერგიულები არიან…
– არა, მათ ჯერ საკმარისი არ უცხოვრიათ რომ სიცოცხლე შეყვარებოდათ… სულელები არიან და სიკვდილის არ ეშინიათ.

ეს არის გეოგრაფიის მასწავლებლის და მისი მოსწავლის დიალოგი ახალი რუსული ფილმიდან “გეოგრაფს გლობუსი შემოახარჯა”. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე სამწუხაროდ ამ ფილმმა პრიზი ვერ აიღო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული ფილმია.

Geograf_Habenskyმთავარი გმირი ვიქტორ სერგეევიჩი ყველაზე ჩვეულებრივი რუსია, ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივ ადამიანთა შორის. არაფრით გამორჩეული სხვებისგან, სვამს, ეწევა, იცინის, უყვარს, იცის – რაც უნდა იცოდეს, ბრაზდება როცა საჭიროა, პატიობს, გაგებით ეკიდება, ეშინია… ერთი შეხედვით, მის ნაირ კაცზე რომანის დაწერა, მითუმეტეს ფილმის გადაღება, სრული სისულელეა. აბა ვის უნდა მოუნდეს, თავისი ძვრიფასი დროის დახარჯვა იმ კაცზე, ვინც თავის დროს არ უფრთხილდება.

თუმცა, ისეთებიც არსებობენ ვინც ამ ჩვუელბრივ ვიქტორში თავის თავს დაინახავს, ისინი ვისაც არც ბერლინის კედელი დაგვინგრევია, ვისაც უფალი არასდროს გამოგვცხადებია, ვისაც რაიხსტაგზე დროშა არ აღგვიმართავს, ვისაც რატომღაც არ მოგვეცა საშუალება საყვარელი ქალისთვის მაინც გვეჩხუბა და ამით ვინმესთვის ჩვენი სიყვარული ან და სიმამაცე დაგვემტკიცებინა. დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ჩვენნაირი პატარა ვიქტორებისგან შედგება, ვინც ჩუმად მუშაობს, ჩუმად სუნთქავს და ჩუმად მიდის.

geog 1არსებობენ ადამიანები ვისაც უბრალოდ უყვართ, არ ეძებენ თავიანთ არსებობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არამედ ანა კორძაია-სამადაშვილის შუშანიკის შვილების მსგავსად შეუმჩნევლად ცხოვრობენ ჩვენს შორის. “შუშანიკის შვილები ადვილად საცნობი ხალხია. მათ იოლად მიატოვებენ ხოლმე, მაგრამ ძნელად ივიწყებენ. მათ დაბადებას და გარდაცვალებას არავინ ამჩნევს. შუშანიკის შვილები სიხარული არიან, უაზრო, მაგრამ სიხარული. რომ გაიფიქრებ, ნეტა, რა მიხარიაო, იცოდე – შუშანიკის შვილმა გვერდით ჩაგიარა”.

მთელი ფილმის განმავლობაში მღრღნიდა მოგონება, რომ ეს პერსონაჟი ძალიან ახლობელი იყო, მის შესახებ სადღაც წამიკითხავს, ვიღაცას მახსენებდა. თუმცა, ალბათ, არა მხოლოდ “შუშანიკის შვილების” გამო. ვიქტორი კრებითი სახეა და შეუძლებელია რომელიმე კონკრეტულ ფიგურაში მისი ზუსტი ასლი იპოვო, ის უნიკალურია ზუსტად იმდენადვე რამდენადაც თითოეული ჩვენგანი.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი გვიყვება ამბავს ყველაზე ჩვეულბრივი ვიქტორის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელსაც შეუძლია ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა, მაყურებლის გაცინება ხალასი იუმორით და სულისშემძვრელი ემოციის მოცემა ადამიანური ტრაგედიის 100 წუთიანი დოზით.

Advertisements

3 thoughts on “ჩვეულებრივი ვიქტორი

  1. ეს ფილმი ინტერნეტში თუ დევს უკვე ნებისმიერი სახით გთხოვთ დამილინკეთ ვინაც იცით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s