სამარხვო ბლოგი

This man likes cock

დატოვე კომენტარი

tumblr_m4apul073u1r9xykxპირველად ჩვენს ტელევიზორებში სერიალები ჩემ ბავშვობაში გამოჩნდა. ერთი იყო ასეთი “დინასტია”. მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ტელესერიალმა თოთოეული ჩვენგანის გული დაიპყრო, დღეს გამოჩენილ თურქულ სერიალებს არც კი დაესიზმრებათ ისეთი პატივი და დიდება, როგორიც “დინასტიას” ჰქონდა. ზუსტად მახსოვს მოქმედება დენვერში მიმდინარეობდა და ქელინქთონების ოჯახის ამბავს გვიყვებოდა. ეს იყო ამერიკული ოჯახი, დიდი საქმეებით, ოჯახური კონფლიქტებით, სკანდალებით და ა შ. როგორც ამერიკული ყველა დიდი ოჯახი, ესეც მრავლფეროვნებით გამოირჩეოდა და შესაბამისად ოჯახში ერთი ჰომოსექსუალი წევრიც ჰყავდათ – სტივენი. ალბათ, ბევრს ემახსოვრება ეს პერსონაჟი. სწორედ ამ სერიალის და კონკრეტულად ამ პერსონაჟის წყალობით გავიგეთ 90-იანების ბავშვებმა რომ არსებობდნენ ისეთი “უცნაური არსებები” როგორებიც ცისფერები არიან. მაშინ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ არავის ჰქონდა, არც პოლიტიკოსები და არც ეკლესია მათზე არ საუბრობდა, არავის აინტერესებდა ეს თემა. ეს უფრო სანტაკლაუსის ამბავს გავდა, ამბობენ რომ არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს. ბავშვებისთვის კი არა, უფროსების 99 პროცენტისთვისაც პირველი ცოცხალი გეი სტივენი იყო.

მოგვიანებით ჰომოსექსუალობა უფრო აქტუალური თემა გახდა. მას შემდეგ რაც “ათეიზმის წყვდიადიდან ” გამოვედით და ერი ჭეშმარიტებას ეზიარა, ჩავთვალეთ რომ ვინ-ვინ და ქრისტეს ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები არ უყვარს, ისინი ჩვენს მეზობელ სომხებზე მეტადაც კი სძულს უფალს, თუმცა სომხებეთან, ალბათ, მაინც არაფერი გამოგვიდოდა. ამიტომაც მთელი ძალისხმევა ჰომოსექსუალებისაკენ მივმართეთ.

გადაჭარბებული იქნება იმისი თქმა, რომ მთელ ქართულ საზოგადოებას ჰიმოსექსუალობასთან ბრძოლის მეტი საქმე არ აქვსო. ყველასაც არ სძულს ისინი. თუმცა, ჰეტერომეტრიული საზგოდაოებისთვის მაინც ძნელია განსხვავებულობის მიღება. ალბათ, ბევრს მოუსმენია ანეკდოტები ამის შესახებ, ისინი მარტო ქართული ფენომენი სულაც არ არის, მაგრამ ჩვენთან მაინც განსაკუთრებულ this_man_likes_cock_-_snd_mens_cu_4_1მწვერვალებს მიაღწია. ჩემ ერთ მეგობარს მაისური ჰქონდა სასაცილო  წარწერით – This man likes cock. მაისურზე ასევე გამოსახული იყო მარცხნივ მიმართული თითი, რომელიც Cock-ის მოყვარული კაცისკენ მიანიშნებდა. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ როცა ეს მაიკა ეცვა, ჩემ მეგობარს მარჯვნივ არავინ უდგებოდა. ჰომოსექსუალური ქცევა სასაცილოა საზოგადოებისათვის.  ეს რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის ყველაზე მსუბუქი ფორმაა, მაგრამ მაინც საშიშ ტენდენციას ქმნის, რომ არაფერი შეიცვლება.

სიმართლე რომ ვთქვა, ამის მესმის. მეც ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ვარ, ჰეტერომეტრიულ-პატრიარქალურ საზოგადოებაში გაზრდილი და ჩემთვისაც პირველი გეი სტივენი იყო. ისე გავიზარდე, ისე გამოვიარე თინეიჯერობა რომ ერთი გეიც არ მინახავს. ნუუ, შესაძლოა მენახოს მაგრამ არ ვიცოდი. შემდეგ რამდენიმე ადამიანი გავიცანი, ვისაც დავუმეგობრდი და ვიცოდი რომ ისინი “ასეთები” იყვნენ. ჰომოფობი არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ორი მამაკაცის სასიყვარულო ისტორიების მოსმენა მაინც ნამეტანი იყო. ამაზე თავიდან მეც მეცინებოდა. მე ვყოფილვარ შეყვარებული, ფანატიზმამდე შეყვარებული. წლების განმავლობაში და უპერსპექტივოდ. ზრდასრულ ასაკში მეექვსე კლასელი ბიჭივით. როცა მას ვხედავდი ბავშვივით ვიბნეოდი და ხმის ამოღებას ძლივს ვახერხებდი. ამას ვაცნობიერებდი, თუმცა გამკლავება არ შემეძლო. ეს რაღაც განსაკუთრებული რამ იყო, სიყვარული მთელი თავისი კომპლექტით, მუცელში პეპლებით, ძილის წინ მასზე ფიქრით და ა შ. ამის პარალელურად კი ერთი ჩემი მეგობარი მიყვება თავის ჰომოსექსუალურ  სასიყვარულო ისტორიას და თანაც 6589145619_1f108633a8_zზუსტად იმავე სიტყვებით, როგორც მე ჩემ სიყვარუსლ აღვწერდი. რაციონალური განსჯის შედეგად, რა თქმა უნდა, ადვილი გასაგებია რომ მასაც შეიძლება ისევე უყვარდეს როგორც მე, თუმცა მაინც ძნელია ადამიანმა ეს გაითავისო. მაგრამ არც შეუძლებელი, ისევე როგორც ჩემ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ მე გავიჩემე რომ მის მუცელშიც შეიძლება ისევე ფუთფუთებდნენ პეპლები როგორც ჩემსაში.

ის ადამიანებიც კი რომლებიც აგრესიულად არ არიან განწყობილნი ჰომოსექსალების მიმართ ხშირად კამათობენ არის თუ არა ეს ნორმალური. ჩვენ ვიცით რომ დედამიწაზე თითოეულ არსებას აქვს უმთავრესი კოდი – გამრავლება. ჩვენ მოვდივართ, ვასრულებთ რეპროდუქციულ მისიას, ევოლუციის საქმეში ჩვენს პატარა სპერმატოზოიდს ან და კვერცხუჯრედს ვდებთ და მივდივართ. ჩვენი ღვაწლი რა მოსატანია ობობების იმ უცნაურ სახეობასთან, რომელიც ფაქტობრივად მსხვერპლად ეწირება ამ პროცესს. ამ სახეობის მამრი ობობა ზომით ბევრად ჩამორჩება მდედრს, მდედრი ძალიან დიდი და აგრესიულია. ამიტომ მამრი ობობა როგორმე უნდა მიეპაროს მას, სწრაფად გაანაყოფიეროს და სანამ მდედრი შეჭამს უნდა გაიქცეს. ბევრი ვერ ასწრებს. თუმცა, რამდენად მართებულია ობობების მსგავსად ჩვენც ასე მიჯაჭვულები ვიყოთ განაყოფიერების იდეაზე? პირველი არგუმენტი რომელიც ჰომოფობს მოყავთ ხოლმე ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ, სწორედ ეს არის რომ ისინი მიდიან ბუნების წინააღმდეგ, ანუ არიან გადახრილები. არავინ დავობს იმის შესახებ ჰეტეროსექსუალობა ნორმალურია თუ არა. ეს ისედაც ნათელია და ამასთანავე სტატისკური ნორმაა. თუმცა, ამის პარალელურად რატომ არ შეიძლება რომ ჰომოსექსუალობაც იყოს ნორმალური?  ვინ თქვა რომ ერთი გამორიცხავს მეორეს?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s