სამარხვო ბლოგი

პროზაკის ერი

2 Comments

…”ჩვენ პროზაკის ნაცია ვართ – დეპრესიის შეერთებულ შტატებში

.ეს ყველაფერი, ნარკოტიკები, თეარაპიის კურსები, ბრძოლა, სიძულვილი, დანაშაულის გრძნობა, ზიზღი, სუიციდური აზრები, იყო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილი. რამდენადაც ვეშვებოდი დაბლა, ისეთივე ტემპით „ამოვძვერი“ უკან თანდათანობით,  შემდეგ კი უცებედად.

2003 წლის მონაცემებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში სამას მილიონზე მეტ რეცეპტს უწერენ პროზაკსა და სხვა ანტიდეპრესანტებზე”.
“Prozak nation”  [2001]

prozac-nation17 წლის როცა ვიყავი, მეგონა სამყაროს შევცვლიდი, ახლა ჩემი ძილის რეჟიმის შეცვლაც აღარ შემიძლია. თუნდაც, ჩემი ცხოვრების შეცვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როცა გავიზარდე ყველაფერი გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად თანდათან რწმუნდებიან თავის უსუსურობაში, გამუდმებით ებრძვიან ამას და ბოლოს კვდებიან.

დღეს პირველად შევამჩნიე ჩემ ფოტოზე ნაოჭი. კარგია რომ ამ პოსტს ვწერ და ეს დღე აღარ დამავიწყდება. ოდესღაც პირველად მოვწიე სიგარეტი, პირველად დავჯექი ველოსიპედზე, პირველად დავლიე ლუდი, პირველად შევეხე ტუჩებით საყვარელი ადამიანის კისერს, პირველად გავათენე ღამე, პირველად დამჭირდა საძილე საშუალებები ჩასაძინებლად… მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ვიცნობ, ვინთ თავისით იძინებს და ვისაც ამაში სხვადასხვა აბების დახმარება სჭირდება. პირველი კატეგორისს ადამიანების რიცხვი სულ უფრო მცირდება.

თანამედროვე ადამიანს ზოგჯერ მეცნიერების მიღწევები დათვურ სამსახურს უწევს, კიდევ უფრო უსუსურს ხდიან მას ვიდრე ის დაბადების მომენტში იყო. ჩვენ ყველაფრისთვის ტექნოლოგიებს ვიყენებთ, ვიტამინებს იმუნიტეტისთვის, საძილე საშუალებებს მშვიდი ძილისთვის, WI FI-ს იმისვის რომ მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი, უზარმაზარ ავტომობილებს რათა გზის რელიეფი არ ვიგრძნოთ, ლუდს და მარიხუანას უკეთესი განწყობისთვის, ყველაფერს იმისათვის რათა სამყარო მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღები გავხადოთ.

საბოლოო ჯამში ჩვენს გრძნობებს ვხდით გლუვს, ვკარგავთ ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრების უნარს. არ ვიცი სამყარო ასეთი როდის გახდა, ამის შესახებ მას ჩანაწერი არ გაუკეთებია. როგორც დღეს ჩემი ნაოჭის შემთხვევაში, კაცობრიობისთვისაც იქნებოდა, ალბათ, ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მან თავის ბუნებრივ სახეზე თქვა უარი და თავისი არსებობა კომფორტის საშუალებებს მიანდო.

Colonization_of_Marsინტერნეტში სტივენ ჰოუკინგის მოსაზრება გამოჩნდა, რომ 50 წელიწადში ადამიანები მთვარეს სრულად აითვისებენ, 100 წელიწადში კი მარსის კოლონიზაცია მოხდება. თუნდაც ვიცოცხლო იქამდე, რა უნდა ვაკეთო მე მარსზე? დაფიქრებულხართ როდისმე როგორი იქნება თქვენი ქუჩა 50 წლის შემდეგ? 1800 წელს დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდს შეადგენდა – დღეს 7 მილიარდია, 2045 წლისთვის კი 9 მილიარდს მიაღწევს. დედამიწას, რა თქმდა უნდა, ამ რაოდენობის ადამიანის რჩენა ძალიან გაუჭირდება და დადგება რესურსების კრიზისი. რას იზამს ადამიანი, თუ ვერ მოახერხებს სხვა პლანეტების კოლონიზაციას?

science-graphროგორი იქნება ადამიანი, რომლის გვერდითაც 9 მილიარდი მისნაირი იცხოვრებს, რა დასჭირდება მას კომფორტისათვის და რა საშუალებები ექნება მის მისაღწევად? მე ვფიქრობ, ადამიანის სულიერი კრიზისი კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მას შეიძლება შეექმნას.

ჩვენი სასიცოცხლო გარემო თანდათან უფრო და უფრო მეტად სტერილური ხდება, ყველაფერი რაც ჩვენამდე მოდის ათასჯერ დამუშავებულია. ჰაერიც კი, რომელიც სანამ ჩვენს ფილტვებამდე გაივლის გზას კონდინციონერების თუ გამათბობელი საშუალებების დახმარებით იცვლის ტემპერატურას. ყველაფერს აძლევენ მისთვის დამახასიათებელ სუნს და ფერს. ჩვენ აღარ გვიწევს ყოველდღიურად ცოცხალ ორგანიზმებთან შეხება, როგორც ამას 2 საუკუნის წინ აკეთებდა ადამიანი.  ჩვენ ყველაფრისგან ვიცავთ თავს და ვცდილობთ სამყაროსაგან იზოლოაციას. რაც უფრო იზრდება ჩვენი რაოდენობა, რაც უფრო მჭიდროდ დასეხლებული ხდება ჩვენი სასიცოცხლო გარემო, მიტ უფრო მეტად დისტანციურები ვხდებით ერთმანეთის მიმართ. თუმცა, სადამდე გაგრძელდება ეს, ამისი თქმა ძნელია.  ნათელი მხოლოდ ის არის, რომ 50 წლის შემდეგ, აღარაფერი აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის. აღარ იარსებებს აღარაფერი ის, რითიც ჩვენ ვიცნობთ სამყაროს. მისი განვითარების და შეცვლის ტემპები კი ყოველ დღე გაიზრდება.

Advertisements

2 thoughts on “პროზაკის ერი

  1. გამოხმაურება: პროზაკის ერი - ქართული ბლოგები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s