სამარხვო ბლოგი

და იქმნა ნათელი

2 Comments

• დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყენაჲ

• ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

• და თქუა ღმერთმან: იქმენიან ნათელი და იქმნა ნათელი.

ღმერთმა შექმნა 6 დღეში ყველაფერი ის, რაც პირველმა ადამიანმა დაინახა თავის გარშემო. ტყეები, მდინარეები, მთები, ცხოველები, დღის და ღამის, წელიწადის სეზონების მონაცვლეობა და ა შ. თუმცა, ადამიანს ასეთი სამყარო მაინცდამაინც არ მოეწონა და კიდევ ბევრი რამის შექმნა გადაწვიტა, მაგრამ ამისათვის ჯერ სათანადოდ უნდა შეეცნო სამყარო. დაიწყო დაკვირვება ციურ სხეულებზე, რომლებიც ღამის ცას უნათებდნენ მას და აღმოაჩინა, რომ ისინი უბრალოდ კი არ ანათებენ, არამედ ერთგვარ სახელმძვანელოდაც კი შეიძლება გამომდგარიყო მათი განლაგება. ამიტომ, ჩემი აზრით პირველი მცენიერება რომელიც დედამიწაზე შეიქმნებოდა, აუცილებლად ასტრომიის, ასტროლოგიის და კოსმოლოგიის ნაზავი იქნებოდა, რომელიც შემდეგ უკვე ბერძნული კულტურის განვითარების ხანაში მეგა მეცნიერება – ფილოსოფიაში გაერთიანდებოდა.creation-of-the-universe

ამის შემდეგ მან სულიერ განსწავლულობაზეც დაიწყო ფიქრი, შექმნა ურიცხვი ღმერთები და რელიგიები, რასაკვირველია, გაჩნდნენ ქურუმებიც, რომლებსაც ყველაზე მეტად მოეწონათ ეს სიახლე. როგორც თითოელი რელიგია თუ მითოლოგია გვასწავლის ღმერთ(ებ)ი ცაში, ან სადმე მასთან ახლოს მაინც, მაგალითად ოლიმპოს მთაზე, ცხოვრობენ. ისინი ბევრად უკეთეს საკვებს მიირთმევენ ვიდრე მოკვდავნი, ამბროსს და ნექტარს. უფრო შემდგომი, იუდაიზმზე დაფუძნებული მონოთეისტური რელიგიები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ასეთ სიამ-ტკბილობებს ჩვენც დაგვიპრდნენ. ქრისტიანობა ზუსტად არ აკონკრეტებს რა სიურპრიზს გვიმზადებს.

virgins-86020025358

აი, ისლამი კი უფრო გულღიაა და გვიმხელს რომ ყველას ექნება სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან მოჭედილი თვალუწდენელი სასახლეები, ფუფუნება, ყველა ოჯახი იცხოვრებს ერთად (იქნებ დაუქორწინებლესაც „გაეხსნათ ბედი“, ხოლო მათთვის, ვინც ყველაზე დამჯერი იქნება, გადაეცემა 72 ქალწული, სავსე მკერდით, ვნებისაღმძვრელი ვაგინით, თეთრი კანით, ზედმეტი თმების გარეშე  და რაც მთავარია, ისინი არასდროს დაბერდებიან (ალბათ არც PMS ექნებათ) და მუდამ ღვთის მოშიში მამაკაცების განკარგულების ქვეშ იქნებიან.

თუმცა, აქ დედამიწა, არც ისე იდეალურია. მთვარის ფაზების ცვლილება, ზღვის ადიდება და ქაოსი, ვულკანების ამოფრქვევები, მიწისძვრები მუდმივად ურღვევს სიმყუდროვეს ღვთის ხატად და სახედ შექმნილ მიწიერ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ მამასავით ზევით, ყველა მიწიერ პრობლემაზე მაღლა ცხოვრობდეს და ნელ-ნელა დაიწყო თავისი სამყაროს შექმნა.

ყველაფერი, ალბათ მაინც გუტენბერგით დაიწყო. ადამიანით, რომელმაც ტექსტის ასაკრეფი დაზგა შექმნა და ამით კაცობრიობას თავისი ნაფიქრ-ნააზრევის და დავიწყებისთვის ან და დროთა განმავლობაში დამახინჯებისგან თავის დაცვის საშუალება მისცა. მან მისცა კაცობრიობას შესაძლებლობა აღარ დაეკარდა და საგულდაგულოდ სქელყდიან წიგნებში შეენახა მთელი თავისი მონაპოვარი, რაც კი იმ დროისთვის ჰქონდა. გარკვეული გაგებით ჩემი SAMSUNG-ის CORE i3 პროცესორის ლეპტოპიც მისი შორეული შთამომავალია და არსებობას იმ დიდი ხნის გარდაცვლილი კაცის ნაშიერს უნდა უმადლოდეს.

Newton_wide

თუმცა, გუტენბერგის დაბადებიდან – XIV საუკუნიდან ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, ადამიანმა დაიწყო სინათლის სისწრაფის გაზომვა, არაბებმა საოცარად გამოიჩინეს თავი მედიცინაში და მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა ორი მოუსვენარი ბიჭი – თომას ედისონი და ნიკოლა ტესლა. ეს ორი ბიჭი დიდხანს ჩხუბობდა ცვლადი თუ მუდმივი დენის შესახებ, სადაც ბოლოს და ბოლოს მუდმივმა დენმა გაიმარჯვა. ამ ბრძოლის საგანს თითოეული მოკვდავი კარგად ვერ ჩავწვდებით (შეუცნობელ არს გზანი ფიზიკოსთა), ამიტომ ჯობს, მხოლოდ მათი გონიერების ნაყოფით დავტკბეთ.

სამყარო თანდათან უკეთესი ხდებოდა. ადამიანმა გამოიკვლია თავისი მშობლიური პლანეტის თითოეული კუთხე-კუნჭული. ზოგი კვლევებით მდიდრდებოდა, ზოგო აბორიგენების ვახშმად იქცეოდა, საბოლოო ჯამში კი მივიღეთ შედარებით მოწესრიგებული სამყარო. სადაც თორს რამდენიც უნდოდა იმდენი ერახუნებინდა თავისი ლითონის ურო, წვიმა მაინც მაშინ მოვიდოდა, როდესაც ბუნების კანონები ინებდნენ. ის კანონები, რომლებიც არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება და მილიარდობით წლის განმავლობაში შეუცდომლად მუშაობენ. შესაბამისად, ადამიანმა ქურუმები მიივიწყა და ამ კანონების ახსნა ზუსტი მეცნიერებების სპეციალისტებს მიანდო, მაგრამ ის მაინც არ იყო ბედნიერი.

… და დადგა ჟამი როდესაც ადამიანმა შექმნა Facebook-ი. დღეს ჩემი მეგობარი მესაუბრებოდა ზომბი აპოკალიფსის შესახებ, რაოდენ საინტერესო თავგადასავალი იქნება ეს. მაგრამ რად გინდა თავგადასავალი, რომელსაც ვერ დააშეარებ?! მოკლედ, რაიმე მიკრო აპოკალიფსზე ნამდვილად თანახმა ვარ, თუ მექნება ულიმიტო ინტერნეტი და სოციალური ქსელები.

zombie_apocalypse_southampton_by_devil_glonk-d477ivo

მაჩვენე შენი ფრენდ ლისტი და გეტყვი ვინ ხარ შენო. © ქართული ანდაზა

სამყაროს შექმნიდან გუტენბერგამდე და გუტენბერგიდან ცუკერგამდე კიდევ ბევრი რამე შეიცვალა. რა შეცვალა ცუკერბერგმა, ანუ Facebook-მა. პირველ რიგში, სოციალურმა ქსელებმა შეძლო სამყაროს ის კანონზომიერება დაეყენებინა თავდაყირა, სადაც ნათესავებს, მეზობლებს და ურთიერთობისთვის საჭირო სხვა ობიქტებს არ ირჩევენ. აქ არა თუ შეგიძლია აირჩიო ვისთან გქონდეს კომუნიკაცია, არამედ შეგიძლია ამ კომუნიკაციას მისცე შენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმა, განსაზღვრო რა ტიპის ინფორმაცია გასცე მათ რომელ სეგმენტთან და ა შ.  სოციალური მედიის ოპერატიულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. Facebook-ის ეს უნიკალური შესაძლებლობა პირველად, მგონი 2009 წელს გავაცნობიერე როდესაც კანადაში ზამთრის ოლიმპიადის დროს ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. მართალია ეს იყო ტრაგიკული ინფორმაცია და საუკეთესო მაგალითად არ გამოდგება, მაგრამ მაინც ეს ინფორმაცია მქონდა ფაქტის მოხდენის მომენტშივე, ღამის 2-3 საათზე, როდესაც სატელევიზიო საინფორმაციო საშუალბებიც, რადიოც და მითუმეტეს ბეჭდური მედიაც სავსებით უძლური იყო. იმისათვის რომ Facebook-მა ეფექტურად შეასრულოს თავისი ფუნქცია საჭიროა მხოლოდ ერთადერთი – Friend list-ის სწორად შერჩევა და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ნებისმიერი სოციალური ქსელი არის ისეთი, როგორი ინფორმაციის მომწოდებლებიც – Friend-ებიც გვყავს ჩვენ.

ინფირმაციული საკვები (მგონი ახალ ტერმინს ვამკვიდრებ, ისტორიული მომენტია) არის ის, რაც ქმნის ჩვენს ახალ რეალურ სამყაროს. ჩემი აზრით, Facebook-ის შექმნა, სოციალური მედიისთვის საძირკვლის ჩაყრა, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, ვიდრე თავის დროზე ბორბლის გამოგონება იყო. ამ დღიდან კაცობრიობა გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც წერტილი დაესვა ადამიანის დამოკიდებულებას ისეთ ფაქტორებზე, რომლის წინაშეც მანამდე უძლური იყო და განაცხადა რომ თავად შეეძლო ყველაფრის მართვა. ახალი სოციალური არსების ცხოვრება ბევრად არის დამოკიდებული ჯანსაღ და დროულად მოწოდებულ ინფორმაციაზე, ვიდრე საკვებზე და სხვა საარსებო საშუალებებზე, რომლებიც მანამდე წინა პლანზე იყო წამოწეული. თუ კი მანამდე მართვის სადავეები ჰქონდა მას, ვინც ფლობდა ძვირფასი ლოთონის მაღაროებს ან და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, დღეს ძლიერი არის ის, ვისაც პირველს აქვს ინფორმაცია, ვისაც შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის დამუშავება, მიწოდება და მართვა. აქედან გამომდინარე ვიღებთ სრულიად ახალი ტიპის ადამიანს, რომელმაც თავად გამოძერწა თავისი თავიც და საარსებო გარემოც, რომელიც ზუსტად მოარგო ამ ახალი ტიპის ადამიანის საჭიროებებს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში. Good luck, Mr. Gorsky!

Advertisements

2 thoughts on “და იქმნა ნათელი

  1. ნიკოლო, ნიკოლო, რა ხანია, არაფერი დაგიწერია :ს ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s