სამარხვო ბლოგი

დრო რომელიც გვასწავლის

2 Comments

Lifetitle

ამ ბლოგ პოსტს ვწერ დიდი, ზრდასრული ადამიანის სახელით. ეს მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმას რომ ვიზრდებით ან ვბერდებით, გააჩნია ამ სიტყვის თქმის დროს რა ასაკის ვართ. ყველას, როცა 12-13 წლისები ვიყავით 26 წლის ადამიანები ძალიან დიდები გვეგონა, ეგ კი არა და, მეთერთმეტე კლასელებიც დიდები გვეგონა. 26 წლის ადამიანებისთვის ცხოვრება დამთავრებული იყო, ისინი ხომ ამხელები არიან, ამდენი იციან. აღმოჩნდა რომ საკმარისი არასდროს ვიცით. ცხოვრების ხილბლიც, ალბათ, სწორედ ეს არის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში რაღაც ახალს ვსწავლობთ. ცხოვრება ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ჩვენ კი იძულებულნი ვხდებით ფლექსიურობა, მოქნილობა გამოვიჩინოთ, ახალი უნარები შევიძინოთ და ახალი სირთულეები დავძლიოთ. მითუმეტეს ჩვენს დროში, როცა სამყარო ასე სწრაფად იცვლება. თუმცა, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით. ყველასთვის ნათელია, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, ცხოვრების ტემპი კიდევ უფრო აჩქარდება, ზოგი ააყოლებს ფეხს, ზოგს კი ცხოვრება თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს.

ყველა ტექსტს, ადამიანური შრომის ნებისმიერ ნაყოფს თავისი მიზნები აქვს. ყველაფერი იმისთვის იქმნება რომ რაღაცა გითხრას. თუ დეტექტივური ნაწარმოების დასაწყისში ავტორმა სადმე “უმიზეზოდ” ახსენა მაგიდაზე დადებული სათვალე, ესე იგი, ის ტექსტში კიდევ ერთხელ შეგვხვდება

. რატომ ვწერ მე ამ ტექსტს. ჩამოყალიბებული მიზეზი, გულწრფელად რომ ვთქვა, არც მე მაქვს. ჩემ ასაკზე წუწუნი და ვინმესთვის ამ ფირმით გულის გადაშლა ნამდვილად არ არის ეს. ალბათ, უბრალოდ მინდა შევაჯამო ის ცოდნა, რაც წლების განმავლობაში მომცა დრომ.

urban jungleდრო, პირველ რიგში, იმას გვასწავლის რომ ის უქმად არ უნდა დავკარგოთ. ალბათ, ყველას გახსოვთ სკოლის ასაკიდან (თუ ზოგიერთი თქვენგანი ახლაც სკოლის მოსწავლე არ არის), რომ ყოველი შემდეგი სასწავლო წელი უფრო და უფრო მალე გადიოდა. ზუსტად არ მახსოვს ამას რომელ კლასში მივხვდი, მაგრამ მაშინ ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი აღმოჩენით და თვითონ ეს ფაქტიც, დროის სწრაფად გასვლა, ძალიან მომეწონა. ალბათ იმიტომ, რომ სკოლა არ მიყვარდა და გამიხარდა რომ ის წელი წინაზე მალე დამთავრდა. ამასთანავე, ალბათ, იმიტომაც, რომ ბავშვობაში გაზრდა გვეჩქარება ხოლმე და დიდების ცხოვრება ძალზედ გვიზიდავს. მოგვიანებით კი ვხვდებით, რომ დროის სწრაფად გასვლა არც ისე სასიხარულოა. ეს ძალიან გავს იმ შეგრძნებას, როდესაც საყვარელ სერიალს უყურებ, აჩერებ მომენტს და კურსორი ქრონომეტრაჟის მაჩვენებულ ზოლთან მიგაქვს. თუ ბედმა გაგიღიმა და სერიის ნახევარი კიდევ წინ გაქვს სახეზე ბედნიერი ღიმილით აგრძელებ ყურებას. თუ არც ისე ბევრი დარჩა, ცდილობ მაქსიმალურად კომფორტული პოზა მოირგო, ნეტარება წამით შეიგრძნო და ისე განაგრძო ყურება. დიდობაში სწორედ ასეა. ჯერ-ჯერობით “ჩემი ქრონომეტრაჟი” საშუალო სტატიტიკური მონაცემებით პირველ მესამედშია და ზევიდან ღმერთს – ქვევიდან კი ჩემ კატას კიდევ ბევრი აქვს სანახავი.

მაგრამ რა იქნება მერე? როდესაც ქრონომეტრაჟი ნახევარს გაცდება.  ალბათ, უფრო მეტად დამწყდება გული, ვიდრე “ვიკინგების” მეორე სეზონის დამთავრების შემდეგ, თუმცა ზუსტად სად ვიქნები ამ დროს, როცა ამას გავაცნობოერებ, რა რეაქცია მექნება და რა სამომავლო გეგმები ეს რთული სათქმელია, ისევე როგორც ზოგადად მომავლის პროგნოზირება. ერთი ნათელია, თავს მაგ დროს ნამდვილად არ მოვიკლავ თავს. თვითმკვლელობა ძირითადად ახალგაზრდებს ახასიათებთ, ვნებებ მოძალებულ ახალგაზრდა ვერტერებს. უფროს ასაკში უფრო კარგად იცნობენ ცხოვრებას, უფრო კარგად იციან რა საინტერესოა ის, რამდენ სურპრიზს უმზადებს კიდევ მომავალში, რომ ეს სურპრიზები არასდროს დამთავრდება და უფრო მეტად აფასებენ ცხოვრებას. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ეს ის არის იმის უმთავრესი მიზეზი, რომ მოწიფული ადამიანები არ მიყავთ საომრად, ისინი შტერი პოლიტიკოსების უაზრო ვნებებს აღარ შესწირავენ თავიანთ ხანმოკლე მომავალს.

თუმცა, ცუდი ის არის, რომ ამას ცოტა გვიან ხვდები, ყველაზე საინტერესო რაღაცები ხომ მაშინ ხდება როცა ბრიყვი და ახალგაზრდა ხარ, როდესაც ჯერ კიდევ არ აფასებ ამას, მერე კი ცდილობ ახალგაზრდობის დროს გასროლილი დიდი ფეერვერვერკების უკანასლნელი ნაპერწკლებით დატკბე. თუმცა, ეს ნაპერწკლები უფრო მეტ სითბოს ასხივებს, როგორც საყვარელი სერიალის ბოლო სეზონის ბოლო სერიის ბოლო წუთები.

Advertisements

2 thoughts on “დრო რომელიც გვასწავლის

  1. შეჯამება ანუ ბოლო აბზაცი იყო ყოვლისმომცველი და “ზე” ძლიერი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s