სამარხვო ბლოგი

რატომ არ ვარ ევროპელი

7 Comments

ამ პოსტის ინსპირაცია არის კობა ლიკლიკაძის ბლოგ-პოსტი თავისუფლების ბლოგზე, კონკრეტულად კი შემდეგი ფრაზა,-  “ბევრი ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს, იწოდებოდეს ევროპული ფასეულობების მატარებლად, ისეთი კატეგორიულობით ლაპარაკობს ახალ რეგულაციებზე, რომ ჩანს, წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა ხდება ევროკავშირში”.

0_d099c_a5909f4c_xlპატივცემულო მეგობრებო, არ არსებობს გამზადებული წესი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ევროპელი. არ არსებობს უნივერსალური იდეოლოგიები; კანონები, რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში იქნება მართებული. გეუბნებით თქვენ, არ არსებობს ევროპელი და რუსი, – არსებობს ადამიანი. ეს არის ერთადერთი ურყევი ჭეშმარიტება, რომელიც უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მსჯელობისას. არ არსებობს უნივერსალურად სასარგებლო ევროპელისთვის ან და ამერიკელისთვის, ნუ მოგვცემთ გამზადებულ წესებს როგორ ვიცხოვროთ.

ჩემო მეგობრებო, ნუ დაუჯერებთ ინტელექტუალებს, რომლებიც გთავაზობენ გახდეთ კარგი ევროპელები. ნუ მოატყუებინებთ თავს პოლიტიკოსებს, რომლებიც გიჩიჩინებენ გახდეთ კარგი ქართველები. ნუ ენდობით მღვდლებს, რომლებიც  გასწავლიან როგორ გახდეთ კარგი ქრისტიანები. ერთადერთი ურყევი ღირებულება ხარ შენ – ინდივიდი, ადამიანი. მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტი. არ არსებობს ევროპელი, ქართველი, ქრისტიანი, ხარ მხოლოდ შენ!

შენ გაქვს უფლება იაზროვნო, იმსჯელო, გქონდეს სწრაფვა განვითარებისაკენ. ვერავინ ვერ გასწავლის როგორ გახდე უკეთესი. არც ქებასა და არც კრიტიკას არ აქვს უცდომელი საზომი, რადგან არც კარგისა და ცუდის საზომი შეუქმნია აქამდე ვინმეს. ყოველთვის ასე იყო, ჩემ ბებიას ასწავლიდნენ როგორ ყოფილიყო კარგი კომუნისტი, ახლა ცდილობენ მე აღმზარდონ, მასწავლონ ევროპელობა. მის თაობას გაზეთი “კომუნისტი” ასწავლიდა ამას. დღეს “თავისუფლების” ბლოგიდან მასწავლიან. რა არსებითი განსხვავებაა ლიბერალსა და კომუნისტს შორის, თუ მე არჩევანს არ მიტოვებს? არა, ბატონებო, თქვენ არ იცით როგორი უნდა გავხდე. თქვენ არ ფლობთ არც დაფარულ და არც განცხადებულ ჭეშმარიტებას, რომელიც მე გამაკეთილშობილებს. თქვენ არ გაქვთ უფლება პირზე ხელი ამაფაროთ, დამტუქსოთ და მითხრათ რომ ჩემი აზრები არაევროპულია. მხოლოდ მე მაქვს უფლება ჩემი ბედი თავად განვკარგო, შევცდე თუ უკეთ აზროვნება არ შემიძლია. მე მაქვს უფლება ვიმსჯელო, ვისწავლო შეცდომებზე, განვვითარდე. არავინ იცის არც ევროკავშირში და არც სხვაგან რა მაქცევს მე ბედნიერად. ეს მე უნდა მოვიპოვო. მე, ოღონდ არა ქართველმა, არა კავკასიელმა, თეთრკანიანმა ან და ჰეტეროსექსუალმა, მე – ნიკა უხურგუნაშვილმა.

Advertisements

7 thoughts on “რატომ არ ვარ ევროპელი

  1. შენ ნიკამ
    და ზოგადად ადამიანმა
    გეთანხმები ყველაფერში!
    პ,ს ბიაფზე მეც მოვდივარ :3

  2. ზუსტად! და მე მგონია, სწორედ ეგ მიდგომაა ნამდვილი ევროპელობა. ანუ ტურაშვილის არ იყოს, შენც ევროპაში ხარ უკვე. მეც, თან დიდი ხანია 🙂

    • ტურაშვილის სფიჩი მახსოვს მაგაზე. უბრალოდ ის ჩემზე მეტად იყო ეტყობა მაშინ გაბრაზებული და ცოტა არასწირად დასვა აქცენტები რაღაცებზე.

      • მე ფრაზა მომწონს და ხშირად ვიმეორებ ხოლმე. მე ჩემი ევროპა კაი ხანია ნაპოვნი მაქვს

  3. +1111111111111111111ერთიერთიერთი!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s