სამარხვო ბლოგი

როგორ გავემგზავროთ ევროპაში ყველაზე იაფად და უსაფრთხოდ

2 Comments

აერბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი შეიძლება იყოს ავიაკომპანია wizzair-ის შემოსვლა, რომელიც ფრენას ქუთაისიდან ახორციელებს. რასაკვირველია, ასეთი ინტენსიური ინფორმაციული ნაკადის ფონზე, რომელსაც ჩემი მეგობრებისგან ვიღებდი, მაინტერესებდა ამ აეროპორტის ნახვა და რამდენიმე დღის წინ დავათვალიერე ის.

პირველი შთაბეჭდილება, რაც პირადად მე შემექმნა, განაპირობა აეროპორტის შენობის ფართობმა და დიზაინმა. ეს არის პატარა და ძალიან მყუდრო სივრცე, სადაც შეგიძლია მოხვიდე ფრენამდე თუნდაც რამდენიმე საათით ადრე, მოაწესრიგო ბარგი, დაისვენო  და დაიძინო კიდევაც როგორც ამას უამრავი ტურისტი აკეთებს, რომელიც მე ვნახე. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქუთაისის აეროპორტის მომსახურებით უსარგებლია, მის შესახებ პირველ რიგში მეგობრულ სტაფს იხსენებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქუთაისიდან გაფრენას ამჯობინებენ, ალბათ სწორედ ის არის, რომ აქაურობა თავისუფალია ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან, აკრძალვების კასკადისაგან და არაადეკვატური წესებისაგან, რასაც ძალიან ხშირად ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ საქართველოში შემომსვლელთა 80-90% ტურისტები არიან. აქ მათ ხვდებათ ევროპული სტანდარტის მომსახურება და უსაფრთხოება. გარდა ამისა, ვიზეარის ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ახოეციელებს ფრენებს ევროპის მიმართულებით. ამ ავიაკომპანიას აევროპაში უკვე წლებია იცნობენ და ენდობიან. მათ შორის დიდი ნაწილი არის ჰაიკერები, რომებიც საქართველოში ფეხით მოგზაურობენ და ასევე ველომოყვარულები.

თუმცა, ამ ავაიკოპანიის და აეროპორტის მომსახურებით ასევე ხშირად სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები. მარკეტოლოგმა თემო ბარათაშვილმა ვიზეარის მომსახურებით ერთი წლის წინ ისარგებლო ქუთაისი – დონეცკი, კიევი – ქუთაისის მიმათულებით. მისი თქმით ვიზეარი ყველაზე იაფი ავიკომპანიაა, რომელიც ახორციელებს ფრენას უკრაინის მიმართულებით. თემო ბარათაშვილი,- “ძალიან ბევრის დაზოგვა შეიძლება, დაახლოებით 100-150$ დამიჯდა ორივე ფრენა. ვისურვებდი რომ დაამატონ უფრო მეტი მიმართულება”.

მწერალმა ანინა ტეფნაძემ ქუთაისიდან იანვარში იმგზავრა ვარშავის მიმართულებით. ანინა ტეფნაძე მომსახურე პერსონალის მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აეროპორტის უპირატესობებზე ამახვილებს ყურადღებას,- “უფრო მყუდროა, ვიდრე თბილისის აეროპორტი და რამდენადაც მე შევამჩნიე,  სტაფიც უფრო მეგობრულია”.

ხათო კვახაძე თებერვალში გაემგზავრა კიევში. მისი თქმით ის ასევე მომავალი წლის მარტში მიფრინავს ბუდაპეშტში ქუთაისის აეროპორტიდან. ხათო კვახაძემ ვიზეარი დაბალი ფასის გამო აირჩია, ასევე მისი თქმით ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მსოფლიოს მასშტაბით.

ვიზეარის გარდა ქუთაისის საერთაშორუსო აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას ასევე ახორციელებს რამდენიმე სხვა ავიაკომპანიაც, მათ შორის: S7,  URAL, BELAVIA და GEORGIAN AIRWAYS-ი. მათი მეშვეობით ქუთაისის აეროპორტიდან მსოფლიოს ათამდე სხვადასხვა ქალაქში შეიძლება გამგზავრება, მათ შორის ვარშავაში, ბუდაპეშტში, ვილნიუსში, მინსკში, კიევში, მოსკოვში და სხვა.

ასაფ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების მიყვანას უზრუნველყოფს სატრანსპორტო კომპანია GEORGIANBUS . კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ქუთაისის აეროპორტამდე და პირიქით კომფორტულ და იაფ მგზავრობას. მაგალითად თბილისიდან, პუშკინის სკვერიდან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტში მოსახვედრად სულ 20 ლარი დაგჭირდებათ, ხოლო თუ უკანა გზაზეც ამავე კომპანიას აირჩევთ, მხოლოდ 16 ლარის გადახდა მოგიწევთ, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე დროის მენეჯმენტოსთვისაც. თბილისის გარდა კომპანიას ასეთივე ლოკაციები აქვს ბათუმსა და ქუთაისშიც. ხოლო თუ თქვენ იმყოფებით მესტიაში, გუდაურში ან ყაზბეგში კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება პირდაპირ სასტუმროსთან მოგაკითხავთ და უზრუნველყოფს თქვენს გადაყვანას აეროპორტში. კომპანია ფლობს უახლესი მოდელის მიკროავტუბუსებს, რომლებიც აღჭურვილია გაგრილებისა და გათბობის სისტემებით, კომფორტული სავარძლებით და რაც მთავარია კომპანიას ყავს სანდო და პროფესიონალი მძღოლები. ბევრისთვის მნიშვნელოვანია რომ სატრანსპორტო საშუალებაში არ იყოს სიგარეტის სუნი და არასსიამოვნო მუსიკა. კომპანია ამასაც უზრუნველყოფს, ყველა მძღოლი არამწეველია და არც თავიანთ მუსიკალურ გემოვნებას მოგახვევენ თავს. გარდა ამისა მძღოლებს ეკრძალებათ გზაში დამატებითი მგზავრების აყვანა. “GEORGIANBUS” ორიენტირებულია თითოეული მგზავრის კომფორტულ და საიმედო მგზავრობაზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ ხშირად ხდება როდესაც მგზავრები ვერ ახერხებენ მიკროვტუბუსთან დროულად მისვლას და აგვიანდებათ. კომპანია ამ შემთხვევაში გამოყოფს მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებიც დაგეხმარებიან გზაში დაეწიოთ ქუთაისისკენ მიმავალ მიკროავტობუსს.

რაც შეეხება აეროპორტის უსაფრთოების ნორმებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.  აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი. აეროპორტში მგზავრების რაოდენობის მატება ძირითადად ავიაკომპანია ვიზეარის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. 2013 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 188 682 მგზავრს. წლევანდელი მონაცემებით კი ქუთაისიდან უკვე იმგზავრა 51 453 სტუმარმა და  საქართველოს მოქალაქემ.

Advertisements

2 thoughts on “როგორ გავემგზავროთ ევროპაში ყველაზე იაფად და უსაფრთხოდ

  1. მე მაინც ვერ ვენდობოდი ქუთაისურ აეროპორტს :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s