სამარხვო ბლოგი

მოხუცი სააჯანის სევდიანი ამბავი

%(count)s კომენტარი

 

სამწუხაროდ ვერ შევამჩნიე როდის გავიზარდე, ალბათ, სწორედ მაშინ როდესაც პირველად ტრანსპორტში ადგილი არ დამითმეს. თუმცა, ეს დღე თვალთახედვიდან გამომრჩა. შესაძლოა, იმ დღეს ტრანსპორტით საერთოდ არ მისარგებლია. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცი, 57როდის დავბერდები: იმავე დღეს, როდესაც ტრანსპორტში ისევ დამითმობენ ადგილს. ეს არ იქნება ისეთივე საზეიმო დღე, როდესაც გაზრდის აღმნიშვნელი წუთია და ალბათ ჩემი ასაკისადმი პროტესტის ნიშნად არც ვისარგებლებ ამ შემთხვევით. თუმცა, ზევით აღნიშნული გაზრდის დღე, ალბათ გარეგან ფაქტორებზეა დამოკიდებული, სინამდვილეში კი ეს წუთი სწორედ მაშინ დგება, როდესაც პირველად აღარ წითლდები, როდესაც ლამაზი გოგო გაგიღიმებს. ან როდესაც, პირველად თოვლში აღარ გესვრის უცნობი ბავშვი თოვლის გუნდას. შემდეგ კი იზრდები, გბეზრდება და თვალებით ეხვეწები ეზოში მოყიყინე უცნობ ბავშვებს,- მესროლეთ, მესროლეთ გუნდა, ერთხელაც, ბოლოჯერ! რასაკვირველია უშედეგოდ.

“ლანჩ ბოქსი” [The lunchbox 2013] ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ ვნახე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია, რომელიც კი ოდესმე მინახავს. რეჟისორის განსხვავებული, ინდივიადუალური ხელწერით და შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობით. სხვათაშორის, ამ ფილმმა BIAFF-ზე აიღო ჯილდო სწორედ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

“ლანჩ ბოქსი” სახელის  მიუხედავად სიყვარულის ამბავს მოგვითრობს, მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ფილმის the-lunchboxშემქმნელები ცდილობდნენ გაცვეთილი ფრაზის,- “გზა მამაკაცის გულისკენ კუჭზე გადისო” კონსტანტირებას. თუმცა, საკვები, თანაც ინდური, გემრიელი და ნაირ-ნაირი სუნელებით შეკმაზული, რასაკვირველია, მაინც მონაწილეობს გულისკენ მიმავალი გზის გაკვავლაში.

სააჯან ფერნანდესი ძალზედ მოსაწყენ დაწესებულებაში, ასევე ძალზედ რუტინულ სამუშაოს ასრულებს. ყოველდღიურად ერთს და იმავე დროს რესტორნიდან მისთვის გამზადებული ლანჩი მოაქვთ. სავარაუდოდ, ისიც  ისეთივე უგემური და ერთფეროვანი, როგორიც სააჯანის ცხოვრება და სამუშაოა. ყველაფერს ის ფაქტი ცვლის რომ კურიერს ლანჩ ბოქსები აერევა და ილას მიერ გამზადებული საკვების მიტანას მისი ქმრის ნაცვლად სააჯანისთვის იწყებს. ასე გაიცნეს მათ ერთმანეთი. გემრიელი ცხარე საკვებით, ვირტუალურად, საკვების ყუთში ჩადებული წერილებით. მათი მიმოწერა დიდხანს გრძელდება, სულ უფრო ახლობელნი ხდებიან ერთმანეთისთვის. თუმცა, აქ ყველაფერი სხვა ინდური ფილმების მსგავსად ჰეფი ენდით სულაც არ მთავრდება. მოხუცი სააჯანი პენსიაზე გასვლას და სხვა ქალაქში გადასახლებას გეგმავს.

მე შევეცადე აქ ერთგვარი სინოფსისივით ჩამომეწერა ფილმის ძირითადი შტრიხები, ისე რომ ზედმეტადაც არ “დამესპოილერებინა” Lunch_Box_21_3286_7702სიუჟეტი. მერწმუნეთ, ამ ფილმში ბევრად მეტის დანახვა შეიძლება. აქ მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ მხნე სააჯანის თვალები გვიამბობენ სიცოცხლის ამბავს. როგორ მიუყვება ადამიანი სიცოცხლის ხანმოკლე ქრონომეტრაჟს და როგორ სწრაფად გადის დრო, ისევე როგორც საინტერესო ფილმის ყურებისას გაგვეპარება ხოლმე ის. როგორ ვერ ვამჩნევთ ყოველდღიურობის რუტინაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს. ხოლო როდესაც საქმეებს და ყოველდღიურ სიძნელეებს თვალს მოვარიდებთ და მშვენიერებას მივაპყრობთ მზერას, უცებ ჩვენს აბაზანაში შევამჩნევთ მოხუცი კაცის სპეციფიკურ სუნს, როგორსაც ერთ დროს ვგრძნობდით, როდესაც ჩვენი ბაბუა გამოდიოდა აბაზანიდან.

Advertisements

One thought on “მოხუცი სააჯანის სევდიანი ამბავი

  1. ვაიმე, რამდენი მომენტის გახსენება შეიძლება. რომ ჩამოვყვეთ და გავარჩიოთ, ბევრი იქნება. განსაკუთრებით ის მომხვდა თვალში, ჩემს ცოლს ჰორიზონტალური საფლავი შეხვდა და მე ვერტიკალურიო, სიცოცხლეში ავტობუსში ფეხზე დამდგარი ვმგზავრობდი და როგორც ჩანს სიკვდილშიც ფეხზე დამდგარი უნდა ვიყოო :დდდ
    ვაჰ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s