სამარხვო ბლოგი

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და სიმინდის კუნძული

3 Comments

“თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან”!..

ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, ალბათ, ჯერ გახსნის ფილმზე უნდა დამეწერა. მაგრამ, რადგანაც გახსნის ფილმი ფარაჯანოვის “სურამის ციხე” იყო, მე კი ფარაჯანოვის შესახებ წერის უფlებას არ ვაძლევ თავს, შესაბამისად ჯერ-ჯერობოთ მხოლოდ ჩვეულებრივ, მოკვდავ რეჟისორებზე ვწერ. იქამდე, მაინც სანამ ისინიც არ დაამტკიცებენ რომ თავადაც ზე კაცნი არიან, კინემატოგრაფის დემიურგები.

წლების განმავლობაში აფხაზეთზე და წამალდამოკიდებულ ადამიანებზე ფილმების გადაღების დაუღალავი მცდელობის შემდეგ ნელ-ნელა ქართველი რეჟისორები და დრამატურგები ახალი კვლების გავლებას ცდილობენ ამ ათასჯერ გადამუშავებულ ნიადაგზე. ნიადაგის მომზადება “სიმინდის კუნძულის” შესაქმნელად წლების წინ დაიწყო. ხოლო რაც დაახლოებით ორი კვირის წინ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშარისო ფესტივალზე ვნახეთ ყამირ მიწაზე 4 წლიანი მუშაობის ნაყოფი იყო.

ცუდად ნამდვილად არ ჩაუვლია ამ განწირულ სულისკვეთებას, მიუხედავად იმისა რომ უვალი გზის გათელვა ნამდვილად არ დასჭირვებია ოვაშვილის მერანს.

ხედვა ნამდვილად ახლებურია, ეს ერთგვარად შესაძლოა დავაბრალოთ დრამატურგებისა და რეჟისორის განსხვავებულ ხედვას, ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც რომ აფხაზეთის თემატიკამ ერთგვარად ამოწურა თავისი თავი, ან სულ მცირე ის ფორმა მაინც, როგორც აქამდე იქმნებოდა ფილმები მის შესახებ.

봄,봄 - 공간전경

“გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული”. კიმ კი დუკი

ნამდვილად არ ვიცი ოვაშვილს ან ფილმის მხატვარს სამხრეთ კორეელი რეჟისორი კიმ კი დუკი რამდენად უყვართ, ან რამდენად განიცდიან მისი ფილმების ესთეტიკის გავლენას, თუმცა “სიმინდის კუნძული” ნამდვილად იწვევს ასოციაციაციებს ზემოთ ხსენებული რეჟისორის 2003 წლის ფილმზე “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული”.”სიმინდის კუნძული” მართლაც კარგი მცდელობაა იმისათვის, რომ უფრო მრავალფეროვან პრიზმაში დავინახოთ პრობლემა. აქ არ არიან ბოროტი ოკუპანტი რუსები და პირსისხლიანი აბხაზი სეპარატისტები.

IMG_133

“სიმინდის კუნძული”. გიორგი ოვაშვილი

აქ არც მიწაა აფხაზის ან ქართველის, მიწა მისივე შემქმნელისაა. ოვაშვილის და კიმ კი დუკისა რა გითხრათ და არც ის ვიცი, ამ ფილმის მთავარ გმირს, მოხუც აბხაზ მამაკაცს ბარათაშვილი თუ უყვარს. ფილმი, ალბათ, უფრო იმის გამო მომეწონა, რომ შორს არის ყოველგვარი განზოგადებისგან, შესაძლებლობას გვაძლევს განყენებულად განვიხილოთ მოვლენები და ადამიანები. ცდილობს გათავისფლდეს მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი კლიშეებისგან და ვაჟას შემდეგ თავიდან ცდილობს უთხრას კაცობრიობას რომ ეთნიკური კუთვნილების გამო არ შეიძლება ვინმე იყოს ერთმნიშვნელოვნად – “მტერი”.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზანი სულაც არ ყოფილა სხვადასხვა დიდი შემოქმედების და მოაზროვნეების კვალის ძიება ამ ფილმში და შესაძლოა, მათ შემოქმედებას არც არანაირი წვლილი არ მიუძღოდეს ამ ამბის ასეთ ხატოვან ინტერპრეტაციაში, მაინც მგონია რომ ზემოთ ხსენებულ სამ დიდ შემოქმედს, ბარათაშვილსაც, ვაჟასაც და კიმ კი დუკსაც ეს ფილმი მოეწონებოდათ და შესაძლოა არც მეოთხე ფარაჯანოვს დაეწუნებინა ის.

დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ “სიმინდის კუნძული” მსოფლიო კინოკლასიკის სიაში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს-მეთქი, მაგრამ ოსკარზე ნამდვილად არის წარდგენილი და ასევე, ნამდვილად მეამაყება ეს ნამუშევარი, რომელიც წარადგენს საქართველოს. მითუმეტეს, ბოლო დროს ნანახი იმ ქართული ფილმების შემდეგ, რომლის ნახვასაც მეც არ ვისურვებდი, არათუ იმას, რომ ვინმეს ისინი როგორც ქართული კინემატოგრაფის ნიმუშები ისე ენახა. “სიმინდის კუნძული” განსაკუთრებულად პოეტური ფილმია, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგი და რეჟისორი ცდილობს კინოგამომხატველობის ენით მოგვითხროს ამბავი. ფინალური სცენა კი ნამდვილად ღვთაებრივი ნიჭის მქონე ნოველისტის შედევრია, რომელიც ქრონომეტრაჟის მდინარებაში ჩინებულ კუნძულად გვამახსოვრებს თავს.

Advertisements

3 thoughts on “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და სიმინდის კუნძული

  1. ვახ, დავინტერესდი, ანუ ღირს ნახვად. ვნახავ.”გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ისევ გაზაფხული” -ეს არაჩვეულებრივი ფილმია, ულამაზესი და ერთდროულად მძიმეც და მსუბუქიც. მიყვარს მე.

    • ჰო, აი, როგორც კი იწყებ ყურებას პირველი ეგ გახსენდება. ვერაფრით მიხვდები რომ ქართული ფილმია

      • ეგ მაინცდამაინც ვერაა კარგი, როცა სხვა ფილმი გახსენდება, მაგრამ ვნახოთ. კარგი ქართული კინო ყოველთვის იყო მსოფლიო სიმაღლეზე, კარგი იქნება, თუ გაცოცხლდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s