სამარხვო ბლოგი

მატყუარები

დატოვე კომენტარი

1დიდი ხანია ვგეგმავ ამ სპექტაკლზე პოსტის დაწერას, თუმცა ვერა და ვერ მოვაბი თავი. “მატყუარები” რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლია, რომელიც ილიაუნის თეატრში დაიდგა. მაგრამ, სანამ სპექტაკლის შესახებ მოგითხრობდეთ, ჩემ პატარა სიხარულს გაგიზიარებთ. მე არასდროს ვამაყობდი ჩემი ოპტიმიზმით, არც ვარ ოპტიმისტი. პირიქით, საშინლად ბუზღუნა ადამიანი ვარ და იშვიათად აღვფრთოვანდები რამით. არც ფარულ ნიშნებს ვეძებ ხოლმე სადმე, არც ვინმეს ვაქებ როდესმე. მითუმეტეს არც სამშობლოს ნათელ მომავალზე და ივერიის გაბრწყინებაზე არ ვსაუბრობ არასდროს. მაგრამ ზოგჯერ, რასაკვირველია, მეც მიხარია რაღაცები, თუმცა ჩემთვის, ჩუმად. ასეთი პატარა სიხარული იყო ეს სპექტაკლიც, თანაც ორი სხვადასხვა წყაროსაგან შემდგარი. რასაკვირველია პირველი თავად სპექტაკლია. თუმცა, მეორეს უფრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის დარბაზი, კარგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, დარბაზი სადაც არ არის არც ერთი ცარიელი სავარძელი. სულ სტუდენტები სხედან და უყურებენ ჩინებულ სახაობას, ძალიან ღრმა ამბავს, რომელიც სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს არხევს. თუ ადამიანის ბუნება ცვლილებებს განიცდის და მისი სული სტატიკური არ არის, მაშინ მსგავსი სპექტაკლები აუცილებლად შეცვლიან მასში რაღაც დიდს. არა, მე არ ვამბობ რომ ვინმე სულის ინჟინერი უნდა იყოს. რასაკვირველია შორს ვარ მსგავსი აზრებისგან, მაგრამ რაღაც დანიშნულება მაინც ხომ აქვს ხელოვნებას. ჰო და აბა ამაზე კარგს რას გააკეთებს.

თავად სპექტაკლს რაც შეეხება, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ესთეტიკურად დახვეწილი სპექტაკლი რაც კი მინახავს. თითოეული მოძრაობა, მსახიობის თითოეული ნაბიჯი ფაქტობრივად ცალკეული ფოტოკადრია. თავად სპექტაკლიც ძალიან ჰგავს ფოტოფილმს.

მოქმედების დიდი ნაწილი ბარში ხდება, სახელად “პარადისი”. ეს არის პარიზელი ახალგაზრდების ამბავი, თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ამბავი მაინცდამაინც პარიზულია და ვთქვათ თბილისში, სტამბულში, ან და რიოში არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველა ახალგაზრდა მიისწრაფვის გართობისკენ, რაც თავის თავში თავაშვებულ სექსს, ნარკოტიკებით გატაცებას და სხვა უამრავ სიამოვნების მომგვრელ წვრილმანს შეიცავს. ეს პარიზელი ახალგაზრდებიც არაფრით გამოირჩევიან სხვა ახალგაზრდებისგან და მათაც, რასაკვირველია სხვების მსგავსად უნდათ იყვნენ განსხვავებულები, მეინსტრიმისგან შორს დაიჭირონ თავი და იჰიპსტერონ.

სპექტაკლის შესახებ პოსტის წერისას ყოველთვის ბეწვის ხიდზე მიწევს გავლა, ისე რომ არც ტექსტის შინაარსს დავაკლო რამე და არც პიესა დავუსპოილერო მკითხველს. ამიტომ, ჯობს აქ შევჩერდე და უბრალოდ გირჩიოთ ამ ჩინებული სანახაობის ნახვა. ასევე იხილოთ ჩემი გადაღბული ფოტოები, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ იმდენი ვაჩხაკუნე ე.წ. “ვსპიშკა”, რომ არ დავდო არ გამოვა, ტყუილად ხომ არ უნდა ჩაიაროს ამ განწირულმა სულისკვეთებამ 🙂

ქართული ტექსტი შექმნილია ვახტანგ ჭელიძის თარგმანისა და მიხეილ თუმანიშვილის ინსცენირების მიხედვით.
რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი
მხატვარი: თამარ კობიაშვილი
მუსიკალური გაფორმება: მაია გოგსაძე
ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი
ტექნიკური რეჟისორი: ელენე გაბისონია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
მფარველი ანგელოზი – ლაშა ამბიძე, გიორგი მახარაძე
ალენ – გიორგი ჭუმბურიძე
ბერნარ –  დავით დავითულიანი
ბობ –  თემურ კვარაცხელია
კლო – ანა თალაკვაძე
მიშელ – სალომე მიქაძე
ნადინ – მარეხ კვიჟინაძე
პიტერ ელიზბარ ჩხეიძე
როჟე – ზურაბ გაბუნია
ბატონი ფელიქს / ბარმენი – ანდრია ვაჭრიძე
ფრანსუაზ – გვანცა ესართია
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s