სამარხვო ბლოგი

ვის ეშინია ეიზენშტეინის

დატოვე კომენტარი

image-20150602-7000-d345aa

სექტემბრის ბოლოს მომხდარი ერთი მოვლენა რომ არა, ალბათ სავსებით განსხვავებული შინაარსი ექნებოდა ფილმზე „ეიზენშტეინი გუანახუატოში” დაწერილ ბლოგ-პოსტს. BIAFF-ის მიმდინარეობისას თამარა მირიანაშვილმა დაწერა პოსტი ამ ფილმზე, რომელიც  Facebook მომხმარებლებმა დაარეპორტეს და შედეგად დაიბლოკა არამხოლოდ თამარას FB ექაუნთი, არამედ ბიაფის Facebook გვერდის ყველა ადმინისაც. შეიძლება შემდეგი წინადადება დამეწყო ასე,-„ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა”… მაგრამ როგორ შეიძლება განსაკუთრებული და სასაცილო არ იყოს, როდესაც ვინმე არეპორტებს პიტერ გრინუეის ფილმის შესახებ დაწერილ ბლოგ-პოსტს?! ვერ ვიტყვით, რომ სერგეი ეიზნეშტეინი ყველაზე გარყვნილი კაცი იყოვო, უბიწობა ისეთ ასაკში დაკარგა რომ ქართველების უმრავლესობას ამ დროს ლამის შვილისშვილებიც ყავთ ხოლმე უკვე. ქართველების შიში ეიზენშტეინის მიმართ, ალბათ, უფრო მისი სექსუალური იდენტობით არის განპირობებული. რადგან ყველასთვის ცნობილია რომ ქართველებს თვით სომხებიც კი არ სძულთ ისე, როგორც ეს „უკუღმართები”. ამ მხრივ, რასაკვირველია, სხვა სერგოს ორმაგად არ გაუმართლა და ალბათ, ამიტომაც ვერ დაიმსახურა ამ თბილისში დაბადებულმა კაცმა ჩვენი თანამემულეების სიყვარული.

eisenstein-in-guanajuatoისევ ეიზენშტეინს დავუბრუნდეთ, გუშინ გოგი გვახარიამ მოაწყო ლექცია სახელწოდებით,- „შეხების ეროტიკა და მონტაჟური კინოს კრიტიკა”, რომელიც ნაწილობრივ პიტერ გრინუეის ამ ფილმსაც ეხებოდა. ლექციის მიმდინარეობისას გოგიმ ახსენა, რომ ქართულ კინემატოგრაფში არსად არ არის სექსი, ეს კი არა და სხეულის სიყვარულიც კი არსად ჩანსო. მართლაც დავფიქრდი ამაზე და გამახსენდა ერთი საინტერესო შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ ისევ BIAFF-ზე ვნახე ფილმი „ჩემი საბნის ნაკეცი”. ეს არ არის ყველაზე ცუდი ფილმი რაც მინახავს. უბრალოდ, დარბაზიდან გამოსვლისას ვფიქრობდი რომ ფილმი ცოტა ცარიელი იყო, დიდს არაფერს გაძლევდა, ემოციები აკლდა. მაგრამ, რაღაც სცენები მომეწონა კიდევაც. გავიდა დრო, ერთი წლის შემდეგ ამავე კინოს ჩვენება თბილისშიც შედგა და მას „გეი ფილმი” უწოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე რომ თურმე ბათუმში „გეი ფილმი” მინახავს, სადაც ორი მთავარი გმირი ჰომოსექსუალია და ფილმიც არა თუ ირიბად, პირდაპირაც კი ყოფილა დაკავშირებული სექსუალობასთან. მოკლედ, ამ კინოს თავიდან ბოლომდე ვუყურე გულდასმით, თანაც დიდ ეკრანზე, როგორც ზევით აღვნიშნე ზოგიერთი სცენაც მომეწონა და ერთი წლის მერე შემთხვევით ვიგებ რომ ფილმი არ არის არც მეკლდეურობაზე, არც თაობებს შორის გაუცხოებაზე, არც რაიმე სხვაზე, არამედ არც მეტი, არც ნაკლები სექსუალურ იდენტობაზე ყოფილა.

არა და თითქოს ყველაზე უმანკო ერი არ უნდა ვიყოთ, ბოლოს და ბოლოს გინების ასეთი მრავალფეროვნება გვაქვს და ანეკდოტებიც საკმაოდ გარყვნილი. მოკლედ, ზეპირსიტყვიერებაში საკმაოდ თამამად გამოვხატავთ სექსუალურ მისწრაფებებს, აი, ხელოვნების დარგებს კი „ბავშვის გულობიზაც” ვერ ვაკადრებთ ამას. საინტერესო იქნებოდა ამაზე ეიზენშტეინის აზრიც.

06_EISENSTEIN_In_GUANAJUATO_by_Peter_Greenaway_produced_by_Submarine_Fu_Works_and_Paloma_Negra©Submarine_2015თავად ეიზენშტეინს სულაც არ სცხვენოდა თავისი სექსუალორობის წარმოჩენის, მართალია პრაქტიკაში გვიან ეზიარა ამ ხელოვნებას, თუმცა როგორც ფილმშიც არის აღწერილი ლამის შეეწირა მისი მექსიკური ოდისეა სექსუალური შინაარსის ნახატებს. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები სექსუალურად გამომწვევ ფილმად მიიჩნევენ და ეროტიკულობასაც ერთხმად აბრალებენ, მე პირადად განსაკუთრებულად გარყვნილი ვერაფერი ვნახე, შესაძლოა ეს გრინუეის ზედმიწევნით დახვეწილი ესთეტიზმის დამსახურებაც იყოს. ვერ ვიტყვი ბიოგრაფიული ფილმები განსაკუთრებულად მიყვარს-მეთქი, ჩემი აზრით ეს უფრო დოკუმენტალისტიკის საქმეა, მხატვრული კინემატოგრაფი კი უმჯობესია უფრო მეტად მიენდოს „ფანტაზიას და მარჯვე ხელებს”, მაგრამ „ეიზენშტეინის” ნახვა ნამდვილად ღირს. ეს არის ერთი დიდი კინერეჟისორის თვალით დანახული სხვა ასევე დიდი კინოხელოვანის ცხოვრება, მისი პრობლემები, გარემომცველი სამყარო და წინაღმდეგობებით სავსე ბუნება. მოკლედ, ბევრი რამეა, რასაც დოკუმენტალისტიკა ვერ შეძლებდა და უფრო ღრმა, ესთეტიკური ანალიზი სჭირდებოდა. ამასთანავე, აქ შეიძლებდა უშუალოდ ეიზენშტეინშიც არ იყოს საქმე მხოლოდ და იმ პრობლემების განსაზოგადებლად გამოგვადგეს, რაც ამ ფილმშია დასმული.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s