სამარხვო ბლოგი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

%(count)s კომენტარი

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს.

საერთოდ საავტორო კინოს შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღებით არ ვეკიდები ხოლმე პეიზაჟებს, მაგრამ ამ ფილმის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, დრამატურგიულ იდეასთან ერთად, ნამდვილად არის შუა აზიის პირქუში, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მაგიური სილამაზის ხედები. ვიზუალური თვალსაზრისით ეს ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი ფილმია და სავარაუდოდ როგორც მხატვარმა, ასევე რეჟისორმა საკმაოდ ბარზგულმოდგინედ იმუშავა ამ მიმართულებით. თუმცა, ხედებზე ლამაზი აქ ალბათ ავღანელი ქალებია და ამას არ ვამბობ მხოლოდ აზიური ეგზოტიკურობის გამო, სულაც არ ვფიქრობ რომ ბურკა ან ჰიჯაბი რაიმე სილამაზეს სძენს ადამიანს, ასეთი ფიქრის უფლებას ჩემ თავს ნამდვილად არ მივცემდი.

ძალიან დიდი გმირობაა, ალბათ, როდესაც საყოველთაო საომარი ეიფორიის დროს ახერხებ შეინარჩუნო ჰუმანურობა, ადამიანი შენთვის იყოს უბრალოდ ადამიანი და არა ირანელი, ამერიკელი ან თალიბი. საფრთხის ქვეშ დააყენო შენი, შენი ოჯახის სიცოცხლე თუ უსაფრთოება და დაეხმარო ადამიანს, ვინც მარტო დარჩა მტრულ გარემოში. ეს ფილმი ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობის და გმირობის უთვალსაჩინოესი მაგალითია, რომლის ნახვაც არაერთხელ დაგეხმარებით კრიზისულ სიტუაციაში, რათა მასობროვმა აღტკინებამ არ დაგაბრმავოთ და შეინარჩუნოთ თქვენ თავში ის ნაპერწკალი, რომელიც ყველასაგან გამოგარჩევთ და თქვენს ინდივიდუალიზმს განაპირობებს. ფილმის ბოლოს კი განგაშის ზარივით რეკს ავღანელი ქალის სასოწარკვეთილი მუდარა,- „ღმერთო, დაუბრუნე ადამიანებს ადამიანობა”!

Advertisements

One thought on “ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s