სამარხვო ბლოგი


%(count)s კომენტარი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს. Continue reading


%(count)s კომენტარი

კრედიტის ლიმიტი

maxresdefaultხშირად უმნიშველოვანესი რაღაცები შეუმჩნევლად ხდება ცხოვრებაში. საბანკო ვალების ზღვრულ ნორმასაც შეუმჩნევლად აღწევ და სრული ბანკროტი ხდები. ჯერ ცოტა გჭირდება, შემდეგ მეტი, რათა წინა ვალის პროცენტი დაფარო და ცოტა ფულიც დაგრჩეს. შემდეგ უფრო მეტი, რათა წინა ორი ვალის პროცენტი დაფარო და ისევ დაგრჩეს ცოტა ფული და ასე უსასრულოდ. თუმცა, უსასრულო არაფერია. მსგავსი სიტუაციები მხოლოდ ფულს არ უკავშირდება. ასეა წამალდამოკიდებული ადამიანების შემთხვევაშიც. თავიდან ცოტა, შემდეგ აღკვეთის მდგომარეობის (ლომკის) მოსახსნელად და ცოტა კაიფის განსაცდელად, შემდეგ მეტი და მეტი. ასეა აზარტული თამაშების შემთხვევაშიც. მოკლედ, ცხოვრები ანალოგიებითაა სავსე, თუმცა დასასრული ყოველთვის ერთნაირია. შედეგის წინასწარ გათვლა რასაკვირველია შესაძლებელია, თუმცა, როცა საქმე ფულს ეხება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს, თვითგადარჩენის ინსტიქტი ირთვება და ცდილობ ცოტა კიდევ გაიხანგრძლივო სიცოცხლე. თუნდაც შეიქმნა სიცოცხლის და კმაყოფილების ილუზია. ასე იქცევა „კრედიტის ლიმიტის” მთავარი გმირიც ნინო. Continue reading


დატოვე კომენტარი

იულია

იულია ჩემი შეყვარებულია.  ჩემ გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და სკოლაშიც ერთად დავდივართ. დილაობით ვურეკავ იულიას და ვაღვიძებ, ყოველთვის მასზე ადრე ვდგები. ზამთარში მეც მეზარება ხოლმე ადგომა, მაგრამ იულიას გამო მაინც ვიღვიძებ. სკოლას ძალიან იშვიათად ვაცდენ. დაახლოებით ერთი თვის წინ რამდენიმე დღე სიცხე მქონდა, სანამ არ გამოვჯანმრთელდი, დედა სკოლაში არ მიშვებდა. მერე კიდევ რამდენიმე დღე დავრჩი სახლში, თერმომეტრს ჩაიდნის ორთქლზე ვაცხელებდი, იულია კი ჩემ სანახავად მოდიოდა ყოველ დღე, სკოლიდან ამომივლიდა და ცხელ შოკოლადს ვსვამდით ერთად.

როცა გავიზრდები, მინდა რომ, ვარსკვლავთმფრენი მყავდეს, ვიმოგზაურებ სხვადასხვა პლანეტაზე,  სადაც ყველაფერი სხვანაირი იქნება. უზარმაზარ, წყლით დაფარულ პლანეტებზე დავსვამ ჩემ ვარსკვლავთმფრენს, ტალღებზე ვიტივტივებ და მილიონი გალაკტიკით დაშორებულ მანძილზე დავწერ იულიასთვის წერილს.

მე და იულიას, ორივეს გვჯერა უცხოპლანეტელების არსებობის. შარშან ერთ ახალმთვარეობაზე იულიას აივანზეold_hands1 ვიდექით, დედამისმა გვითხრა რომ თუ ახალმთვარეობაზე სურვილს ჩავიფიქრებდით – აუცილებლად აგვისრულდებოდა. ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელები და ჩავიფიქრეთ რომ ოდესმე უცხოპლანეტელები ვნახოთ. იულიამ სამი სურვილი ჩაიფიქრა. უცხოპლანეტელების ნახვის გარდა, უნდოდა რომ მისი ბაბუა გამოჯანმრთელებულიყო და ახალი  ბატინკები ჰქონოდა. ბაბაუამისს  ხის ფეხი აქვს და ოპერაციის შემდეგ მეორე ფეხსაც ხის ჯოხით შეუცვლიან.  მე და იულიას გვეშინია მის ოთახში შესვლის, მაგრამ ერთხელ დედამისმა იულიას სთხოვა ჩაი შეეტანა ბაბუისთვის. იულიამ კი მე მთხოვა. ოთახი ცივი იყო და ცარიელი. საწოლზე მოკრუნჩხული ბაბუამისი იწვა. საწოლის გვერდით ტუმბოზე დავუდგი ფინჯანი და როცა საბნიდან თავისი გრძელი, დამჭკნარი ხელები ამოყო, სასწაფოდ გამოვვარდი იქიდან.

761291f4f273262240716cf32201f411იულიას ნუშის ნამცხვარი უყვარს. ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან მაღაზიაში მე ვყიდულობ ხოლმე მისთვის ნამცხვრებს ყოველთვის, როცა ჩემთვის ფუნთუშების ყიდვის შემდეგ საკმარისი ხურდა მრჩება. რამდენჯერმე ფუნთუშების სანაცვლოდაც კი ვუყიდე ნამცხვარი, ისე რომ ჩემთვის ფული აღარ დამრჩა, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვიზამ.

მე და იულია, ორივე ბუზანტარიანელები ვართ, ანუ ბუზების უფლებებს ვიცავთ. როცა ჩემი ან მისი ოჯახის წევრები ოთახში შემოფრენილი ბუზის მოკვლას დააპირებენ, ჭიქით ვიჭერთ ბუზებს და აივნიდან ვუშვებთ. ეზოში, ცაცხვის ხესთან, ჩვენი ბუზები გვყავს. ზაფხულობით სახლიდან შაქარს ვიპარავთ და  ბუზების გამოსაკვებად ჩაგვაქვს. ოღონდ, მარტო ჩვენს ბუზებს ვუყრით, იულია მეუბნება რომ ჩვენი ბუზების გარჩევა შეუძლია სხვებისგან, თუმცა მე აქამდე ვერ ვისწავლე.

რამდენიმე დღის წინ დედამისი იყო მოსული დედაჩემთან ფულის სასესხებლად. როცა თოვლიან ამინდში სკოლაში მივდივართ, იულიას ბატინკებში წყალი შესდის. ამ დროს იულიას სახე საშინლად ემანჭება და ტირილს იწყებს.  დედაჩემმა ფული მისცა იულიას დედას. მეორე დღეს იულია ახალი წითელი ბატინკებით მოვიდა და სკოლის შემდეგ მასთან ავედით სახლში. როცა შევედით ბაბუის ოთახის კარი ღია დაგვხვდა, ოთახში კი არავინ იყო. იულიას  დედა სამზარელოში ტიროდა, იულიას მამა კი ეუბნებოდა რომ  წამლები ზუსტად ერთი წყვილი ბატინკი ღირდა. მე და იულია ისევ ეზოში ჩავბრუნდით, იულიას აღარ სციოდა.


2 Comments

და იქმნა ნათელი

• დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყენაჲ

• ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

• და თქუა ღმერთმან: იქმენიან ნათელი და იქმნა ნათელი.

ღმერთმა შექმნა 6 დღეში ყველაფერი ის, რაც პირველმა ადამიანმა დაინახა თავის გარშემო. ტყეები, მდინარეები, მთები, ცხოველები, დღის და ღამის, წელიწადის სეზონების მონაცვლეობა და ა შ. თუმცა, ადამიანს ასეთი სამყარო მაინცდამაინც არ მოეწონა და კიდევ ბევრი რამის შექმნა გადაწვიტა, მაგრამ ამისათვის ჯერ სათანადოდ უნდა შეეცნო სამყარო. დაიწყო დაკვირვება ციურ სხეულებზე, რომლებიც ღამის ცას უნათებდნენ მას და აღმოაჩინა, რომ ისინი უბრალოდ კი არ ანათებენ, არამედ ერთგვარ სახელმძვანელოდაც კი შეიძლება გამომდგარიყო მათი განლაგება. ამიტომ, ჩემი აზრით პირველი მცენიერება რომელიც დედამიწაზე შეიქმნებოდა, აუცილებლად ასტრომიის, ასტროლოგიის და კოსმოლოგიის ნაზავი იქნებოდა, რომელიც შემდეგ უკვე ბერძნული კულტურის განვითარების ხანაში მეგა მეცნიერება – ფილოსოფიაში გაერთიანდებოდა.creation-of-the-universe

ამის შემდეგ მან სულიერ განსწავლულობაზეც დაიწყო ფიქრი, შექმნა ურიცხვი ღმერთები და რელიგიები, რასაკვირველია, გაჩნდნენ ქურუმებიც, რომლებსაც ყველაზე მეტად მოეწონათ ეს სიახლე. როგორც თითოელი რელიგია თუ მითოლოგია გვასწავლის ღმერთ(ებ)ი ცაში, ან სადმე მასთან ახლოს მაინც, მაგალითად ოლიმპოს მთაზე, ცხოვრობენ. ისინი ბევრად უკეთეს საკვებს მიირთმევენ ვიდრე მოკვდავნი, ამბროსს და ნექტარს. უფრო შემდგომი, იუდაიზმზე დაფუძნებული მონოთეისტური რელიგიები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ასეთ სიამ-ტკბილობებს ჩვენც დაგვიპრდნენ. ქრისტიანობა ზუსტად არ აკონკრეტებს რა სიურპრიზს გვიმზადებს.

virgins-86020025358

აი, ისლამი კი უფრო გულღიაა და გვიმხელს რომ ყველას ექნება სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან მოჭედილი თვალუწდენელი სასახლეები, ფუფუნება, ყველა ოჯახი იცხოვრებს ერთად (იქნებ დაუქორწინებლესაც „გაეხსნათ ბედი“, ხოლო მათთვის, ვინც ყველაზე დამჯერი იქნება, გადაეცემა 72 ქალწული, სავსე მკერდით, ვნებისაღმძვრელი ვაგინით, თეთრი კანით, ზედმეტი თმების გარეშე  და რაც მთავარია, ისინი არასდროს დაბერდებიან (ალბათ არც PMS ექნებათ) და მუდამ ღვთის მოშიში მამაკაცების განკარგულების ქვეშ იქნებიან. Continue reading


დატოვე კომენტარი

Не везет в картах — повезет в любви

1002918_3699096171249_1555390590_nპოკერის თამაშის სწავლა ბევჯერ ვცადე, თუმცა თეორიულ დონეზეც კი ვერ ვხვდებოდი რა პრინციპით თამაშობდნენ. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის პოკერის თამაში, მე კი ასე დებილივით ვუყურებდი. რამდენიმე დღის წინ აჭარაბეთმა პოკერის ტურნირი მოაწყო ბლოგერებისათვის, სადაც  RPT-ს (Russian poker Tour) ბილეთები თამაშდებოდა. ბოლო დროს მეტად მოსაწყენი ცხოვრებით ვცხოვრობ, ამიტომ გადავწვიტე მიმეღო ბლოგერების ტურნირში მონაწილეობა. მეგობარს ვთხოვე ესწავლებინა თამში. წინა დღეს “ჩავუჯექი” პოკერს და ზოგადი წარმოდგენა შემექმნა თამაშის შეახებ.

ბლოგერების ტურნირის დაწყებამდე აჭარაბეთში პოკერის გაკვეთილი უნდა გამართულიყო ჩემნაირი “ჩაინიკებისთვის”. თუმცა, რა თქმა უნდა ჩამეძინა, თამაშის სწავლა ვერ მოვასწარი და პირდაპირ სათამაშო მაგიდასთან აღმოვჩდნდი.

სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე რთული აღმოჩნდა. ტერმინები ცოტა ძნელი დასამახსოვრებელია. მაგალითად “ჩექ” რაც საერთო კარტის ნახვის მოთხოვნას ნიშნავს. ამიტომ ამ სიტყვის ნაცვლად ყველა სხვა სიტყვა გამოვიყენე ფლუგენგეგეხოლენის ჩათვლით.  თამაშის დაწყებამდე უმთავრეს მიზნად დავისახე პირველი არ გამოვვარდნილიყავი ტურნირიდან. მართალია, გამარჯობის თქმა ძლივს მოვასწარი ისე მალევ გამოვვარდი, მაგრამ მაინც მიზანი შევასრულე. ჩემამდე სხვა მონაწილემ “მოახერხა” მაგიდა დაეტოვებინა.

streetუცოდინრობის გამო ბევრი მომგებიანი შემთხვევა გავუშვი ხელიდან. მაგალითად სტრიტ ფლეშის კარტი დავყარე. სტრიტ ფლეში სტრიტისგან იმით განსხვავდება, რომ აქ არამხოლოდ თანმიმდევრობით კი არ არის კარტები დალაგებული სიდისის  მიხედვით, არამედ ყველა მათგანი ერთი მასტისაა. მისი მოსვლის ალბათობა პოკერში 3 500 შემთხვევიდან ერთია და ყველაზე მაღალი კომბინაციაა როიალ ფლეშის შემდეგ.

როგორც ამბობენ ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოდის. ბოლო რამდენიმე ღამეა ამ “გამოცდილებას” ვიღრმავებ ონლაინ თამაშით. ვერ ვიტყვი, ისეთი აზარტული გავხდი, რომ ფულის მოგების ამბიცია გამიჩნდა-მეთქი, მაგრამ უძილო ღამეების გაყვანისთვის საკმაოდ ეფექტური საშულებაა პოკერის თამაში. ამ ღამეების განმავლობაში საკმაო წარმატებესაც მივაღწიე და ნახევარ მილიონამდე “ფიშკა” დავაგროვე ონლაინ ანგარიშზე. მართალია, ეს ფიშკები არაფერში გამომადგება, მაგრამ მიღებულ ცოდნას მომავალში გამოვიყენებ თუ კიდევ მიგვიწვევს სათამაშოდ აჭარაბეთი.


დატოვე კომენტარი

თბილისის ლუდის ფესტივალი

1кашу маслом не испортишь, ეს რუსული გამოთქმა სრულ შესაბამისობაშია ლუდთან. ლუდი ზედმეტი არასდროს არის, რამდენიც გინდა იყოს ის. თუმცა რაოდენობაზე მაინც ხშირად კამათობენ.  ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ რომ,-  “მეტი ლუდი უნდა დალიო” და ისინი ვინც ამტკიცებს რომ, -” ნაკლები უნდა დალიო” ერთ რამეზე მაინც  თანხმდებიან,- “ლუდი უნდა დალიო”.

თუმცა უმჯობესი იქნება თუ სასიამოვნო კამპანიაში დალევ, იქ სადაც ლუდი ყველას უყვარს, სადაც არის სასიამოვნო მუსიკა და არის საკმარისი ლუდი. ასეთი ადგილი კი ხვალ და ზეგ ვარდების რევოლუციის მოედანი, ჩემნაირი შტერებისთვის კი ვინც ახალ სახელებს ვერ იმახსოვრებს რესპუბლიკის მოედანი იქნება.

ლუდის ფესტივალი გაიხსნება აღლუმით და როგორც  წინასწარ არის ცნობილი ძალიან მხიარული მსვლელობა მოეწყობა. გაიმართება კონცერტიც სადაც 13 ივლისს იმღებენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი და სალიო. 14-ში კი: ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე და შინი.

იქნება ბევრი მხიარული აქსესუარი და ლუდის დასალევად ორიგინალური კათხები.

2