სამარხვო ბლოგი


7 Comments

ჯუთა, ჭაუხი, აბუდელაური და ლაშქრობის სიამ-ტკბილობები

უკვე მესამე წელია ყოველ ზაფხულს ვიკიდებ ზურგზე რუკზაკს, ვაწყობ ორი-სამი დღის სამყოფ საკვებს, ტანსაცმელს, დამატებით აღჭურვილობას ლაშქრობისთვის და ხევსურეთისკენ მივეშურები. ხევსურეთზე უფრო მისტიკური ადგილი, ალბათ, დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება. ამ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გრძნობ განსაკუთრებულ ენერგეტიკულ მუხტს, რომლის მძლავრი ენერგიაც თბილისში დაბრუნების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში რჩება შენში და გრძნობ ამ ძალას.

BeFunky_ჭაუხი.jpg

წელს პირაქეთა ხევსურეთს ვესტუმრე. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ყოველწლიურად საეჭვოდ ემთხვევა ჩემი ვიზიტი ამ მხარეში ადგილობრივ ათენგენობის დღესასწაულს, რომელსაც აქ ხატობას უწოდებენ. ათენგენობა ქრისტიანული წმინდანის სახელთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც უხვად არის გაჯერებული წარმართული რიტუალებით. ამ დღესასწაულის შესახებ მეტი შეგიძლიათ იხილოთ ჩემ შარშანდელ ბლოგ-პოსტში ამ ბმულზე.

ლაშქრობა ჯუთადან დავიწყეთ, რომელიც ხევში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჯუთას ხეობა განთავსებულია ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. აქედან გზა ჭაუხის უღელტხილისკენ საკმაოდ შორი და დამღლელია. განუწყვეტლივ ზევით, უფრო და უფრო მაღალ რელიეფზე გიწევს სიარული, სანამ სულ ცაში არ აღმოჩნდები. თავა ჭაუხის უღელტეხილი ზღვის დონიდან 3338 მეტრზე მდებარეობს და მისი ზედაპირის დიდი ნაწილი უდნობი თოვლით არის დაფარული. გზას კიდევ უფრო ართულებს მწველი ალპური მზე და წნევის ცვალებადობა. ყოველ ნაბიჯზე სუნთქვა უფრო და უფრო მეტად გიჭირს. თუმცა, გამხნევებს აზრი რომ სულ მალე, როდესაც მწვერვალს გადაივლი უკან დაგრჩება ხევის პირქუში ლანდშაფტი და შენს თვალწინ გადაიშლება აღთქმული მიწა – ხევსურეთი.

ცაში ნაპოვნი მთის ბროლი

ცაში ნაპოვნი მთის ბროლი

მიუხედავად იმისა, რომ ჭაუხისკენ  მიმამავალი ბილიკი ძნელი გასავლელია, აქ პირდაპირი მნიშვნელობით გზაზე ყრია მთის ბროლი. მთის ბროლის მაგიური თვისებები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. დიდი დატვირთვა აქვს აღმოსავლურ მისტიციზმში, როგორც ჩინურ, ტიბეტურ, ასევე ინდურ კულტურაში. საქართველოს აღმოსავლეთის მთიანეთში კი მთის ბროლს იყენებენ ხატის და საფლავის მოსართავად, ასევე ხშირად გვხვდება წყაროს თავზე. დღისით მზეზე თეთრად  ბრწყინავს მისი ზედაპირი, ღამით კი მთვარის შუქს ირეკლავს და ერთგვარ მანიშნებლადაც შეიძლება გამოდგეს, რათა წყაროს მიაგნო. მთის ბროლი რამდენიმე ნატეხი წელს ჭაუხიდან წამოვიღე, რომელიც მართლაც ცაში ვიპოვე, უღელტეხილის უმაღლეს მწვერვალზე. რიდესაც ეს გზა უკვე გამოვლილი გაქვს და აბუდელაურიდან ახედავ მწვერვალს, ძნელად თუ დაიჯერებ რომ რამდენიმე წუთის წინ ასეთ სიმაღლეზე იყავი – ერთი ხელის გაწვდენაზე ღმერთთან. ალბათ ასეთი რელიეფის გამო არის დაკავშირებული ამ მიწაზე ყველა კუთხე-კუნჭული ლეგენდებთან დევებზე და ღვთის შვილებზე. აბუდელაურის ტბები ის ადგილია, სადაც ხევსურული მითის მიხედვით იახსარმა (ღვთის შვილმა) უკანასკნელი დევი დაამარცხა. Continue reading

Advertisements