სამარხვო ბლოგი


11 Comments

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარადოქსი საქართველოში

მე ნათია ვარ, ეს ჩემი პირველი გესტ-პოსტია და გადავწყვიტე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამეწერა.

ზოგი ფლობს, ზოგი კი არა გარკვეულ ინფორმაციას მსოფლიოს განვითარებულ, განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მაგრამ, ვფიქრობ რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მთავარია, რა ხდება აქ.

არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც ცუდია, ცუდია და მორჩა და შესადარებლად არ უნდა მოგვყავდეს სხვა ქვეყნების მაგალითი. ასეთი ქმედებით ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ხოლმე, თითქოს თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მარაზმი გახდა ნორმა, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.  არც ასეთ ფრაზებს გამოვიყენებ: ეს მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება, ან:  ეს ხომ საქართველოა? მსგავსი ფრაზები ნიჰილიზმს შეიცავს, რაც მარაზმის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს კლავს Continue reading


8 Comments

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ეთნოგრაფიულ მუეუმში


22 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დიიიიდიიიი ზეიმი მოაწყო. ჩვენც ყველანი ერთმანეთს ამ დღესასწაულს ვულოცავდით. ერთი კი გავიფიქრე მმკ-ს ანახა ეხლა ნიკოლოზობას ყველანი ბიომრავალფეროვნობას რომ ვულოცავთ-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი ასეთი ტიპები და ორგანიზაციები ამ აქციას არ დასწრებიან. მე და ჩემი მეგობარი ირაკლი სხვა ჩემს მეგობრებს კნუტს, ელენეს და პოს ვაკის პარკთან შევხვდით, მერე კუს ტბის ასახვევთან სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილ ავტობუსში ჩავსხედით და ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ ავიღეთ გეზი. Continue reading