სამარხვო ბლოგი


%(count)s კომენტარი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს. Continue reading


9 Comments

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს. Continue reading