სამარხვო ბლოგი


2 Comments

ძროხა თუ ჟირაფი?

აქ მინდა მოგიყვეთ ერთი გასაოცარი ბავშვის შესახებ. ნუუ, ბავშვი სინამდვილეში არც ისე პატარაა და სადაცაა სტუდენტიც გახდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის შესახებ გაიგებთ, რაღა ბავშვიაო, აღარასოდეს წამოგცდებათ.

მოკლედ, ეს არის ჩემი კარგი მეგობარი ანი. ანი დაცემინებისას ყოველთვის ცდილობს თავი მაქსიმალურად მაღლა დაიჭიროს, რომ დაცემინების დროს მაგიდას არ დაარტყას. ახლა უკვე კარგად გამოსდის ეს საქმე. დაგრძელდა. თორემ, ბავშვობაში სულ გაწამებული იყო ამის გამო, ყოველი დაცემინების შემდეგ კოპები ჰქონდა :  )))

ანის აქვს კიდევ ერთი უცნაური ამბავი. ერთხელ, სათამაშო ბეჰემოტი იყიდა. (ახლაც ძალიან უყვარს და მართლაც საუვარელი „ბეჰემოტია). ამ ამბავში უცნაური კი მხოლოდ ის არის, რომ ორი წლის შემდეგ გაარკვია, თურმე ეს ბეჰემოტი კი არა, სპილო ყოფილა. ამასთანავე სათამაშოს გარკვევით აწერია ინგლისურ ენაზე სიტყვა „სპილო” და არც საზეიმოდ ზევით აშვერილი ხორთუმი აკლია.

ასაეთივე ამბის მოყოლა შემიძლია „ძროხაზეც”, რომელიც ნუ იტყვი და მოულოდნელად ჟირაფი აღმოჩნდა. თუმცა, ეს ჟირაფი ნამდვილად არ ჰგავას ჟირაფს. სულ ტყუილად დავცინი ანის. აი ისიც და თავად განასაჯეთ.
Continue reading

Advertisements


4 Comments

წააკითხეთ თქვენს შვილებსა და შვილისშვილებს „ანა ფრანკის დღიურები”!

გუშინ ვუყურე მხატვრულ ფილმს  „ანა ფრანკის დღიურები”. ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული ფილმები ყოველთვის მიყვარდა. განსაკუთრებით კი  „შინდლერის სია” და  „ბიჭი ზოლიანი სამოსით”, თუმცა ამ ფილმაა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

Continue reading