სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ერთი ერთზე დემონთან

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ. Continue reading

Advertisements


%(count)s კომენტარი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს. Continue reading


დატოვე კომენტარი

ვის ეშინია ეიზენშტეინის

image-20150602-7000-d345aa

სექტემბრის ბოლოს მომხდარი ერთი მოვლენა რომ არა, ალბათ სავსებით განსხვავებული შინაარსი ექნებოდა ფილმზე „ეიზენშტეინი გუანახუატოში” დაწერილ ბლოგ-პოსტს. BIAFF-ის მიმდინარეობისას თამარა მირიანაშვილმა დაწერა პოსტი ამ ფილმზე, რომელიც  Facebook მომხმარებლებმა დაარეპორტეს და შედეგად დაიბლოკა არამხოლოდ თამარას FB ექაუნთი, არამედ ბიაფის Facebook გვერდის ყველა ადმინისაც. შეიძლება შემდეგი წინადადება დამეწყო ასე,-„ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა”… მაგრამ როგორ შეიძლება განსაკუთრებული და სასაცილო არ იყოს, როდესაც ვინმე არეპორტებს პიტერ გრინუეის ფილმის შესახებ დაწერილ ბლოგ-პოსტს?! ვერ ვიტყვით, რომ სერგეი ეიზნეშტეინი ყველაზე გარყვნილი კაცი იყოვო, უბიწობა ისეთ ასაკში დაკარგა რომ ქართველების უმრავლესობას ამ დროს ლამის შვილისშვილებიც ყავთ ხოლმე უკვე. ქართველების შიში ეიზენშტეინის მიმართ, ალბათ, უფრო მისი სექსუალური იდენტობით არის განპირობებული. რადგან ყველასთვის ცნობილია რომ ქართველებს თვით სომხებიც კი არ სძულთ ისე, როგორც ეს „უკუღმართები”. ამ მხრივ, რასაკვირველია, სხვა სერგოს ორმაგად არ გაუმართლა და ალბათ, ამიტომაც ვერ დაიმსახურა ამ თბილისში დაბადებულმა კაცმა ჩვენი თანამემულეების სიყვარული. Continue reading


დატოვე კომენტარი

ოდესღაც დედაჩემი

r1300718_17793800როდესაც, BIAFF-ის პროგრამაში წავიკითხე „ოდესღაც დედაჩემი”, [Once my mother]  დიდი მოლოდინი არ მქონია არ ფილმის მიმართ. ვერ ვიტყვით, ფილმის სახელი განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევაო, პირველი რაც გახსენდება პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემი შესახებ” არის. შემდეგ კრიმინალური საკულტო ფილმი, რომელსაც დღემდე ეტრფის 90-იანების რომანტიზმით დატყვევებული ქართველი მაყურებელი „ერთხელ ამერიკაში”. მოკლედ, ფილმზე წინასწარი წარმოდგენები ალმოდოვარიდან სერჯიო ლეონემდე მერყეობს და ფიქრობ, რომ ერთის ან მეორის გავლენით იქნება გადაღებული. მე ამ ფილმს სახელს ნამდვილად შევუცვლიდი, თუნდაც ამ უკანასკნელზე ასოციაციების თავიდან ასაცილებლად. Continue reading