სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

აღმოაჩინე ბედნიერება [video]

600183_10152500151798306_1804142951_nქართველები ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს, ეს იქნება რელიგიური თუ საერო დღესასწაული. იმდენი დღესასწაული გვაქვს, რომ ლამის ნახევარი წელიწადი სულ დასვენების დღეებად არის გამოცხადებული. თუმცა, ასეთ დღეებში ნამდვილი საზეიმო განწყობა არასდროს იქმნება, მიუხედავად იმისა დღესასწაული თავისი შინაარსით მოითხოვს თუ არა ამას. იშვიათად ხდება რომ ყოველგვარი ისტორიული საფუძვლის გარეშე მოეწყოს თბილისში ზეიმი, რომელიც ყველას გაამხიარულებს. ასეთ ერთეულ შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ კოკაკოლის გუშინდელი აქცია თავისუფლების მოედანზე.

ცნობილი ფაქტია რომ ადამიანის გაბედნიერებისათვის ყოველთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო და ამისი მიღწევა თბილი ღიმილით და ცივი კოკაკოლითაც შეიძლება. ამ მეთოდით გუშინ კოკაკოლამ ძალიან ბევრი ადამიანი გააბედნიერა, ყვავილების თუ მზესუმზირის გამყიდველი ქალები, პატარები, დიდები, მოსეირნე შეყვარებული წყვილები, მოკლედ ყველა ვინც კი თავისუფლების მოედნიდან 500 მეტრის რადიუსში აიარა ან ჩაიარა. Continue reading

Advertisements


7 Comments

რაც ჩემთვის სასარგებლოა – ის ჭეშმარიტია

ადრე, სკოლას რომ ვამთავრდებდი დაახლოებით მაშინ, ფილოსოფიით ძალიან ვიყავი გატაცებული. თუ კი რაიმე ფილოსოფიური თხზულება წამიკითხავს, ყველაფერი იმ დროს. მაშინ გავიგე ვინ იყო სოლომონ დოდაშვილი, სავლე წერეთელი, მერაბ მამარდაშვილი, მაშინ მაქვს წაკითხული ნიცშე, ჰეგელი, კანტი, ფოერბახი, ტომას მორი, შოპენჰაუერი და კიდევ ვინ იცის ვინ აღარ. ზოგი მოსაწყენად მეჩვნებეოდა და მათ ფილოსოფიურ თხზულებებს აღარ ვამთავრდები. სწორდ იმ დროიდან ვიცი სოფისტების შესახებ. ეს, ერთი შეხედვით, ცოტა უცნაური ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც რამდენიმე ჭეშმარიტების არსებობას აღიარებს და ჭეშმაროტების, როგორც ასეთის, მონოპოლიზაციას უარყოფს. სოფისტიკის მიხედვით ორი ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებიდან შეიძლება ორივე ჭეშმარიტი იყოს. ასევე არსებობდნენ უტილიტარისტები, რომლებიც ასევე რამდენიმე ჭეშმარიტების არსებობას აღირებდნენ და მათი დევიზი შემდეგი იყო,- “რაც სასარგებლოა- ის ჭშმარიტია”. განა, ყველაფერი სასარგებლო შეიძლება იყოს ჭეშმარიტი? ან არ შეიძლება ჭეშმარიტებას ზიანი მოჰქონდეს. ან და ვითვის არის ის სასარგებლო.

011ხშირ შემთხვევაში ადამიანები წორედ იმას აღიარებენ ხელშეუვალ ჭეშმარიტებად, რაც მათ ხელს აძლევს. აბა მიდი და შეეკამათე. რამდენიმე დღის წინ ერთ ტელეგადაცემას ვუყურე, სადაც დიდაქტიკურად მსჯელობდნენ ძიძების ინსტიტუტის შესახებ. გამოითვა მრავალი მოსაზება. ფართოდ განიხილეს არაკეთილსინდისიერი ძიძების ამბავი. მერე ერთმა მეორეს კითხა, სათვალთვალო კამერა თუ დააყენე როცა ძიძა დაიქირავეო. ამ ადამიანებმა ისაუბრეს ყველაფერზე, ყველა მხრიდან შეხედეს დაქირავებული ძიძების ინტიტუტს, თუმცა არ გახსენებიათ რომ მათი საუბარი რომელიმე ძიძისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი ყოფილიყო. თითქოს ეს ძიძები ადამაინები კი არა, ერთგვარი კიბორგები ყოფილიყვნენ რომლებიც შექმნის დღიდან  დაპროგრამებული არიან იმისათვის, რომ მათ ემსახურონ. კიდევ რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა ერთმა facebook მეგობარმა მათხოვრის ფოტო განათავსა და წარწერა მიაყოლა, რომ ქალი რომელიც აქ ასე საწყლად გამოიყურება, სწორედ იმ მომენტში როდესაც სურათს ვუღებდი, მწყევლოდა და გადაღებას მიშლიდაო. ეს ისე, თითქოს იმ მოხუცს რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული რომელიმე მოყვარული (თუ გინდ პროფესიონალი) ფოტოგრაფის წინაშე პოზირების გარდა სხვა საფიქრელი არ ჰქონოდეს, თითქოს ის მათხოვრად იყოს დაბადებული და არ ჰქონდეს უფლება ვინმეს უარი უთხრას ფოტოს გადღებაზე. ის ხომ მთელი დღე ხელგშვერილი ზის, რა მოხდა მერე, ერთ სურათს თუ გადაუღებს ვინმე? არც არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის ხელგაშვერილი ზის იქ, იმიტომ რომ შია და არა იმიტომ, რომ ვინმემ კამერით სამარადჟამოდ აღბეჭდოს ფირზე მისი ის პოზა, რითიც სამოწყალო პურს მოიპოვებს.

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები საქართველოს სწორედ იმან გადაატანინა, რომ ხალხი უცებ მოვიდა გონს, გამოფხიზლდა, ერთად შეიკრა და ყველა ერთმანეთს გვერდით დაუდგა. ჩემ ბავშვობაში, 90-იანი წლების დასაწყისში თვეში რთხელ მაინც კარზე გვიკაკუნებდა ვინმე. გვეუბნებოდა რომ სადღაც, ჩვენს მოპირდაპირე კორპუსში ან გვერდით სადარბაზოში ვიღაცას ვიღაც გარდაეცვალა და ფულს ვაგროვებთო. ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც არ გვქონდა ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ყველა დებდა 556020_471170769577823_1394221239_nფულს, ვისაც რამდენი შეეძლო.  იმ პერიოდში რომელიმე დასავლელ ჭკვიან ექსპერტს რომ ენახა როგორ კრძალავდნენ თავიანთ მიცვალებულებს ქართველები, ვერაფრით ვერ ამოხსნიდა საიდუმლოს, როგორ ახერხებდა ეს ღატაკი ხალხი დაკრძალვის ხარჯების დაფარვას. ქვეყანაში სადაც ფიზიკურად არ არსებობდა სადაზღვევო სისტემა, სადაც ელექტრო ენერგია ლამის წელიეწადში ერთხელ გამოანათებდა, სადაც პურს ნასესხები ფულით ყიდულობდნენ.

ახლა კი ვფიქრობ და მე თვითონ ვერაფრით მივმხდარვარ სად გაქრა ეს კეთილი ხალხი. არასწორად ხომ არ გაიგო ტრეინინგებზე ლიბერტარიანელობის არსი. რატომ არ არის მის წინ მდგომი ადამიანი უბრალოდ “ადამიანი” და რატომ არის ის ან “დაქირავებული ძიძა” ან და რაიმე სხვა მსგავსი სტატუსის მატარებელი. ბოლო დროს დავაკვირდი, რომ თბილისში ხელგაწვდილი ადამაინების რაოდენობა გასამმაგდა ორი ან სამი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამის გამო უთხრა უარი საქართველომ  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და არა იმის გამო რომ ცხინვალის რეგიონში კიდევ რამდენიმე სოფელი დავკარგეთ, რომელიც მანამდეც Continue reading


8 Comments

ყველაზე სახალისო აქცია “თბილისი მოლში”

რამხელა ყოფილა ეს “თბილისი მოლი”. ცოტა შორი კი არის, მაგრამ თუ “ZARA”-ს,  “BERSHKA” ან რომელიმე სხვა ასეთი ბრენდის სამოსი გინდა,  ცოტა შორსაც უნდა წახვიდე, მაგალითად თბილისის გასასვლელში მცხეთის მიმართულებით. თან, რამდენიმე დღის წინ სხვა მიზეზიც გვქონდა “თბილისი მოლში” წასასვლელად. მის ჰოლში იმართებოდა SAMSUNG GALAXY NOTE-ს აქცია  სახელწოდებით, -Galaxy Note Studio. ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ჩაწერილიყო და მიეღო პროფესიონალი მხატვრებისგან, მათ შორის ზაალ სულაკაურისგან თავისი კარიკატურა მაისურზე,  კეპზე ან ჭიქაზე. მე მაისური ავირჩიე. კარიკატურები, რა თქმა უნდა, იქმნებობოდა სმარტფონის ეკრანზე მისივე ჭკვიანი სტაილუსით, სამსუნგის ენაზე რომ ვთქვათ,- S Pen-ით. აქვე იყვნენ  ძალიან მხიარული კონსულტანტებიც, რომლებიც SAMSUNG GALAXY-ს შესაძლებლობებს აგიხსნიდნენ. აქციაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა სმარტფონით, დაეხატა, ეთამაშა, ენახა ფუნქციები. მეც მათხოვა კონსულტანტმა სმარტფონი და სანამ ჩემი რიგი Continue reading


2 Comments

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

დავსჯექ საწერად და მოგიყვებით ამბავს იმისა თუ… მოკლედ, ბოლო სამის დღის ამბებს ჩემს თავსა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურლ პროცესებზე. გუშინწინ გაიხსნა თბილისის წიგნის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი. ნუუ, კარგი იყო. წიგნის გამომცებლობებისა და მაღაზიების გარდა სტენდები (დახლები) ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ილია უნის ( ამ ორს ერთმანეთისაგან მოშორებით 🙂 ), ჟურნალ ტაბულას, ლიბერალს, გოეთეს ინსტიტუს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და გამომცემლობა „ნაკადულს” 🙂 (იმედი მაქვს ვინმე არ მიჩივლებს ამ გამომცემლობის დისკრედიტაციისთვის).
Continue reading