სამარხვო ბლოგი


13 Comments

რაზე წერენ ქართველი ბლოგერები

გადავწყვვიტე, ქართული ბლოგოსფერო შემომერბინა და მათი თაგ-ღრუბლებიდან ამომეკრიფა ყველაზე ხშირად დათაგული სიტყვები და ასე გამეგო რაზე წერენ ძირითადად ქართველი ბლოგერები. რა თქმა უნდა, ყველა ბლოგზე არ ვყოფილვარ და არც იმის ამბიცია მაქვს რომ ეს ყველაზე უზუსტესი კვლევაა. მოვინახულე ძირითადად ყველაზე პოპულარული ბლოგები და პლიუს ის ბლოგერები, ვისაც მე თვითონ სუბიექტურად ვთვლი რომ კარგად წერენ და პოპულარობას იმსახურებენ. მაშ ასე, აი ყველაზე პოპულარული თაგებიც:

1.ბლოგი

2. სექსი

3. ლიტერატურა

4.მუსიკა

5. facebook

6. სიყვარული

7. საქართველო

8. წიგნი Continue reading


3 Comments

ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბლოგერები მიგვიწვია ბორჯომის ვიზიტრთა ცენტრში. სამწუხაროდ, აქამდე ამ შეხვედრის შესახებ დაწერა ვერ მოვახერხე (ჩემი კომპიუტერი მწყობრიდან იყო გამოსული, ბლოგერებსაც გვემართება ხოლმე ასე). თუმცა, იმ ბლოგერებმა, ვინც ამ შეხვედრას არ დასწრებია, ამის გამო შეშფოთებაც მოასწრეს. ერთნი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრებთან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა დადიოდნენ, ამას აღარ გვიმხელენ, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა ერთის მხრივ გოგა ხაჩიძის პიარს ემსახურებოდა, მეორე მხრივ კი ამ რამდენიმე ბლოგერის დაპურებას. იქიდან გამომდინარე, რომ პოზიტიურზე მეტი, ნეგატიური პოსტი დაიწერა, მგონი, პიართან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, დაპურებას რაც შეეხება, ვიტყვი რომ მთლად ასეც არ გვშია.

ჩემი აზრით, ასეთი ტიპის შეხვედრები ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი მოვლენაა, როდესაც მთავრობის რომლიმე წევრს სოციალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი უჩნდება და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს. დამეთანხმებით, ამისი ფუფუნება ხშირად არ გვაქვს და მეც ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ასეთ შანსზე მეთქვა უარი.

შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, უკლებლივ ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი, რომლებიც ძირითადად რეკრეაციულ ზონებს, თბილისში გამწვანების პრობლემას და სხვა მსგავს საკითხებს ეხებოდა. ვერავინ იტყვის იმას, რომ საქართველოში გარემოს დაცვითი კუთხით საამაყო ვითარება გვაქვს და ვერც ვერავის ექნება იმისი ილუზია, რომ ეს პრობლემები რამდენიმე დღეში გადაიჭრება, თუმცა მთავარ პრობლემად სწორედ, ინფორმაციულ ვაკუუმს მივიჩნევ. ტრადიციული მედია ჯეროვნად ვერ/არ აშუქებს გარემოს დაცვით საკითხებს, ამისი მიზეზი, ალბათ, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს, კომერციული არხები მაყურებელს/მკითხელს აწვდიან იმ სახის ინფორმაციას, რაც აინტერესებთ. Continue reading


21 Comments

№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

ვისაც წინა 2 პოსტი არ წაგიკითცავთ, გამცნობთ, რომ პოსტები ეძვნება 3 გოგოს, რომელბმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს ცხორებაში.

შენ პირველივე დანახვისთანავე მომეწონე. თურმე, შენც. ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ოცამდე ადამიანთან ერთად. აქ კნუტის გარდა არავის ვიცნობ, შესაბამისად მთელს დღეს მის გვერდით ვატარებ, თუმცა შენ თვალს არ გაცილებ. შენ ის ხარ ვინც სულ მალე ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ეს ჯერ მე არ ვიცი. დაღამდა და შინ ვბრუნდებით, მე მეცნიერების მომავალზე ვკამათობ. შენ მიღიმი. შენზე ჭკვიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვახდენ და ამ იმიჯს ვინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე. Continue reading


50 Comments

ქართველი არაბლოგერი VS ქართველი ბლოგერი

ამ პოსტიდან შეიტყობთ, როგორ იქცევიან სხვადასხვა სიტუაციაში ქართველი არაბლოგერები და ქართველი ბლოგერები. პოსტი ეფუძნება ჩემს პირად დაკვირვებას.

ქართველი არაბლოგერი იღვიძებს, ეწევა ერთ ღერ სიგარეტს, სვამს ყავას, შედის აბაზანაში, იცვამს ტანსაცმელს, ტელეფონზე ნახულობს გამოტოვებულ ზარებს, საუზმობს, მიდის სამსახურში. Continue reading


12 Comments

რატომ გავხდი ბლოგერი

ნათიკომ წამოიწო ეს ტეგ-თამაში და დამთაგა. ჰო და მეც, იქიდან გამომდინარე, რომ თეგ თამაშები ისე მიყვარს როგორც პედოფილს ბავშვები, ვაგრძელებ წამოწყებულ საქმეს. ჰო, რატომ გავხდი ბლოგერი… როგორც არისტოტელე თავის ერთ-ერთ თხზულებაში ბრძანებს, ბლოგერები არ ხდებიან, ბლოგერებად იბადებიანო, მეც სწორედ ასე ბლოგერად დავიბადე.

ბავშვობიდან ვაკეთებდი რაღაც ჩანაწერებს, რომლებსაც ვერცერთ ჟანრს ვერ ვაკუთვნებდი. არც ესსე იყო, არც ნარკვევი, არც სტატია, არც ჩანახატი. ვერაფრით ვხვდებოდი რა სახელი შეიძლებოდა რქმეოდა ლიტერატურის თუ პუბლიცისტიკის იმ მიმდინარეოაბს, რომელსაც ჩემს დაგლეჯილ ბლოკნოტებში (უფრო პოეტურად რომ ვთქვათ, – უბის წიგნაკებში) ვქმნიდი. ჰო და ერთხელაც აღმობრწყინდა wordpress-ის მზე და მივხვდი რომ ის “ის” იყო და ის მიხვდა რომ მე “მე” ვიყავი. თუმცა ეს უკანასკნელი ოდნავ მოგვიანებით მოხდა. თავიდან, როგორც ქართველ ტრადიციულ ქალებს სჩვევიათ ხოლმე, კარგად მაწვალა სანამ თავისი გულის თუ ვიჯეტების კარს გამიღებდა. Continue reading


20 Comments

თქვენ, ქრისტიანებო და არამარტო…

ამ რამდენიმე დღის წინ ლეონსიოს მოწყობილ მორიგ ექსკურსიაზე ვიყავი, ჯავახეთში. წესით დილის 9 საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა დისლოკაციის ადგილას ყველაზე გვიან მე მივედი და საკმაოდ გვიან გავედით. ყველაზე მძაფრი შეგრძნება მთელი დღის მანძილზე, ალბათ მაინც წივის სუნი იყო. მოგეხსენებათ, ჯავახეთის სოფლებში ხე-ტყის სიმწირის გამო საწვავ მასალას ნაკელისაგან ამზადებენ. წივა ფაქტობრივად დაპრესილი ნაკელია, რომელიც ამ სოფლებში გამოყენება როგორც გასათბობად, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც. მაგრამ ისეთი სუნი აქვს 3-4 კილომეტრის რადიუსშიც კი იგრძნობ. მგონი, დანარჩენის მოყოლა აღარ არის საჭირო.

ჯავახეთიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით. Continue reading


12 Comments

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში, ანუ ბლოგერებო მიყვარხართ

მმმ… კაი ხნის წინ greenmar-იმ დამტაგა ამ თამაშში და ეხლა ძალიან მიხარია, რომ ზუსტად დღეს ვწერ ამას და შემიძლია გითხრათ რომ მიყვარხართ. ბლოგერებო, ეხლა ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კარგები ხართ. მეტს არაფერს არ გეტყვით, თორე მერე თავში აგივარდებათ. Continue reading