სამარხვო ბლოგი


3 Comments

თრიფ თუ სამარგალო [video]

kanioni

გოჭკადილის, იგივე გაჭედილის კანიონი

სამეგრელოში მოგზაურობა ზუგდიდით დავიწყეთ. წავედით თბილისი-ზუგდიდის ღამით მატარებლით, რომლით მგზავრობასაც არასდროს არ გირჩევთ. მგზავრობას ზუგდიდამდე სჭირდება თითქმის ათი საათი, ვაგონები არის მოუწყობელი, ხმაურიანი, ბინძური, სავარძლები მოუხერხებელი. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ე.წ. მოდერნიზებული ვაგონით ვიმგზავრე, თუმცა ნამდვილად არ მინდა წარმოდგენა არამოდერნიზებული როგორია. სადგურზე ჩვენსავე ვაგონში რამდენიმე უცხოელიც ამოვიდა, რომლებიც ოზურგეთში მიდიოდნენ. საქმე ის არის რომ ოზურგეთშიც და ზუგდიდშიც ერთი და იგივე მატარებელი მიდის თბილისიდან, შემდეგ სამტრედიაში ხსნიან ოზურგეთის ვაგონებს და ცალკე აგრძელებს გზას. ეს უცხოელები ამან კარგად დააბნია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მათ არც ქართული და არც რუსული არ იცოდნენ, მომსახურე პერსონალმა კი ამ ენების გარდა სხვა, თუ გამცილებლის მეგრულს არ ჩავთვლით. ნებისმიერ შემთხვევაში სამეგრელოსკენ ჯობს მიკროავტობუსით წახვიდეთ, უკიდურეს შემთხვევაში ავტობუსიც გამოდგება. ზუგდიდში ბევრი არაფერია დასათვალიერებელი, თუ დადიანების სასახლეს არ ჩავთვლით. მე მუზეუმებს ნაკლებად ვწყალობ, ამიტომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე ვერც ზემოთ აღნიშნულმა სასახლემ მოახდინა. ასევე შეგიძლიათ სასახლის ირგვლივ მოწყობილ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაისვენოთ. ამ ბაღის შექმნის ისტირია, როგორც მახსოვს, ეკატერინე ჭავჭავაძეს უკავშირდება და როგორც ჩემი ზუგდიდელი მეგობრებისგან ვიცი, ბაღში ხეების ლაბირინთით “ეკატერინე” ეწერა, თუმცა მგონი 90-იანებს შეეწირა ეს წარწერაც. თუ თავს ვერაფრით გაირთობთ ზუგდიდში, შეგიძლიათ დადიანების სასახლის შთაბეჭდილებების წიგნი მაინც გადაფურცლოთ და რამდენიმე “შთაბეჭდილება”  წაიკითხოთ. მერწმუნეთ, ეს ამად ღირს :დ

dadთავად ზუგდიდთან შედარებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ბევრად ლამაზია. მე სოფელ ოდიშში ვიყავი. საოცარი, მშვიდი და მყუდრო ადგილია. ამავდროულად აქ გეძლევა საშუალება თავის მსუბუქი მოძრაობით ერთ მხარეს სვანეთის მთებს უყურო, მეორე მხარეს კი ზღვის სანაპირო დაინახო ანაკლიისკენ.

ანაკლიას რაც შეეხება, აქაურობას აშკარად ეტყობა რომ მიტოვებულია. ჩერნობილის ასოციაციაც კი გამოიწვია ჩემში. ულამაზესი, შავი ქვიშით დაფარული სანაპირო, მოპირკეთებული ვარდისფერი გზა, პალმები… თუმცა, საშინლად უსიცოცხლოდ გამოიყურება ყველაფერი. ამ ბილიკებზე არავინ სეირნობს, ყველგან სიცარიელეა. Continue reading

Advertisements