სამარხვო ბლოგი


3 Comments

ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბლოგერები მიგვიწვია ბორჯომის ვიზიტრთა ცენტრში. სამწუხაროდ, აქამდე ამ შეხვედრის შესახებ დაწერა ვერ მოვახერხე (ჩემი კომპიუტერი მწყობრიდან იყო გამოსული, ბლოგერებსაც გვემართება ხოლმე ასე). თუმცა, იმ ბლოგერებმა, ვინც ამ შეხვედრას არ დასწრებია, ამის გამო შეშფოთებაც მოასწრეს. ერთნი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრებთან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა დადიოდნენ, ამას აღარ გვიმხელენ, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა ერთის მხრივ გოგა ხაჩიძის პიარს ემსახურებოდა, მეორე მხრივ კი ამ რამდენიმე ბლოგერის დაპურებას. იქიდან გამომდინარე, რომ პოზიტიურზე მეტი, ნეგატიური პოსტი დაიწერა, მგონი, პიართან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, დაპურებას რაც შეეხება, ვიტყვი რომ მთლად ასეც არ გვშია.

ჩემი აზრით, ასეთი ტიპის შეხვედრები ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი მოვლენაა, როდესაც მთავრობის რომლიმე წევრს სოციალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი უჩნდება და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს. დამეთანხმებით, ამისი ფუფუნება ხშირად არ გვაქვს და მეც ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ასეთ შანსზე მეთქვა უარი.

შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, უკლებლივ ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი, რომლებიც ძირითადად რეკრეაციულ ზონებს, თბილისში გამწვანების პრობლემას და სხვა მსგავს საკითხებს ეხებოდა. ვერავინ იტყვის იმას, რომ საქართველოში გარემოს დაცვითი კუთხით საამაყო ვითარება გვაქვს და ვერც ვერავის ექნება იმისი ილუზია, რომ ეს პრობლემები რამდენიმე დღეში გადაიჭრება, თუმცა მთავარ პრობლემად სწორედ, ინფორმაციულ ვაკუუმს მივიჩნევ. ტრადიციული მედია ჯეროვნად ვერ/არ აშუქებს გარემოს დაცვით საკითხებს, ამისი მიზეზი, ალბათ, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს, კომერციული არხები მაყურებელს/მკითხელს აწვდიან იმ სახის ინფორმაციას, რაც აინტერესებთ. Continue reading


8 Comments

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ეთნოგრაფიულ მუეუმში


22 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დიიიიდიიიი ზეიმი მოაწყო. ჩვენც ყველანი ერთმანეთს ამ დღესასწაულს ვულოცავდით. ერთი კი გავიფიქრე მმკ-ს ანახა ეხლა ნიკოლოზობას ყველანი ბიომრავალფეროვნობას რომ ვულოცავთ-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი ასეთი ტიპები და ორგანიზაციები ამ აქციას არ დასწრებიან. მე და ჩემი მეგობარი ირაკლი სხვა ჩემს მეგობრებს კნუტს, ელენეს და პოს ვაკის პარკთან შევხვდით, მერე კუს ტბის ასახვევთან სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილ ავტობუსში ჩავსხედით და ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ ავიღეთ გეზი. Continue reading