სამარხვო ბლოგი


2 Comments

პროზაკის ერი

…”ჩვენ პროზაკის ნაცია ვართ – დეპრესიის შეერთებულ შტატებში

.ეს ყველაფერი, ნარკოტიკები, თეარაპიის კურსები, ბრძოლა, სიძულვილი, დანაშაულის გრძნობა, ზიზღი, სუიციდური აზრები, იყო ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის ნაწილი. რამდენადაც ვეშვებოდი დაბლა, ისეთივე ტემპით „ამოვძვერი“ უკან თანდათანობით,  შემდეგ კი უცებედად.

2003 წლის მონაცემებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში სამას მილიონზე მეტ რეცეპტს უწერენ პროზაკსა და სხვა ანტიდეპრესანტებზე”.
“Prozak nation”  [2001]

prozac-nation17 წლის როცა ვიყავი, მეგონა სამყაროს შევცვლიდი, ახლა ჩემი ძილის რეჟიმის შეცვლაც აღარ შემიძლია. თუნდაც, ჩემი ცხოვრების შეცვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. როცა გავიზარდე ყველაფერი გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად თანდათან რწმუნდებიან თავის უსუსურობაში, გამუდმებით ებრძვიან ამას და ბოლოს კვდებიან.

დღეს პირველად შევამჩნიე ჩემ ფოტოზე ნაოჭი. კარგია რომ ამ პოსტს ვწერ და ეს დღე აღარ დამავიწყდება. ოდესღაც პირველად მოვწიე სიგარეტი, პირველად დავჯექი ველოსიპედზე, პირველად დავლიე ლუდი, პირველად შევეხე ტუჩებით საყვარელი ადამიანის კისერს, პირველად გავათენე ღამე, პირველად დამჭირდა საძილე საშუალებები ჩასაძინებლად… მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ვიცნობ, ვინთ თავისით იძინებს და ვისაც ამაში სხვადასხვა აბების დახმარება სჭირდება. პირველი კატეგორისს ადამიანების რიცხვი სულ უფრო მცირდება.

თანამედროვე ადამიანს ზოგჯერ მეცნიერების მიღწევები დათვურ სამსახურს უწევს, კიდევ უფრო უსუსურს ხდიან მას ვიდრე ის დაბადების მომენტში იყო. ჩვენ ყველაფრისთვის ტექნოლოგიებს ვიყენებთ, ვიტამინებს იმუნიტეტისთვის, საძილე საშუალებებს მშვიდი ძილისთვის, WI FI-ს იმისვის რომ მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი, უზარმაზარ ავტომობილებს რათა გზის რელიეფი არ ვიგრძნოთ, ლუდს და მარიხუანას უკეთესი განწყობისთვის, ყველაფერს იმისათვის რათა სამყარო მეტ-ნაკლებად ჩვენთვის მისაღები გავხადოთ.

საბოლოო ჯამში ჩვენს გრძნობებს ვხდით გლუვს, ვკარგავთ ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრების უნარს. არ ვიცი სამყარო ასეთი როდის გახდა, ამის შესახებ მას ჩანაწერი არ გაუკეთებია. როგორც დღეს ჩემი ნაოჭის შემთხვევაში, კაცობრიობისთვისაც იქნებოდა, ალბათ, ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მან თავის ბუნებრივ სახეზე თქვა უარი და თავისი არსებობა კომფორტის საშუალებებს მიანდო.

Colonization_of_Marsინტერნეტში სტივენ ჰოუკინგის მოსაზრება გამოჩნდა, რომ 50 წელიწადში ადამიანები მთვარეს სრულად აითვისებენ, 100 წელიწადში კი მარსის კოლონიზაცია მოხდება. თუნდაც ვიცოცხლო იქამდე, რა უნდა ვაკეთო მე მარსზე? დაფიქრებულხართ როდისმე როგორი იქნება თქვენი ქუჩა 50 წლის შემდეგ? 1800 წელს დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდს შეადგენდა – დღეს 7 მილიარდია, 2045 წლისთვის კი 9 მილიარდს მიაღწევს. დედამიწას, რა თქმდა უნდა, ამ რაოდენობის ადამიანის რჩენა ძალიან გაუჭირდება და დადგება რესურსების კრიზისი. რას იზამს ადამიანი, თუ ვერ მოახერხებს სხვა პლანეტების კოლონიზაციას?

Continue reading

Advertisements