სამარხვო ბლოგი


10 Comments

ჯავახეთის ქართული პრობლემა

ეს ის პოსტია, რომლის დაწერა-არ დაწერის თემაზე დიდხანს ვფოქრობდი, რადგან თემა ძალიან ფაქიზია. ფაქიზია იმ პრობლემების გამო რომელიც დგას ამ რეგიონის და მის მცხოვრებთა წინაშე. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც იქ ექსურსიაზე მივდიოდი მეგობარმა მკითხა,- სად მიდიხარ? მე: ფარავნის ტბაზე. ის:  აა, სამცხეში? მე: არა, ჯავახეთში. ეს ის რეგიონია, სადაც თითქმის არც ერთი ქართველი არ არის ნამყოფი, სადაც არავინ მიდის ექსკურსიაზე და საერთოდ არავინ არაფერი იცის ამ მხარის შესახებ. ის მხოლოდ ერთი რიგითი ადმინისტრაციული ერთეულია, რომლის შესახებაც იციან, რომ იქ ცხოვრობენ სომხები რომლებმაც ქართული არ იციან და სეპარატისტული ზრახვები აქვთ. თუ კი ლექსებს და სიმღერებს უძვნიან სვანეთის მთებს, მუცოს და შატილს, ალაზნის ველს, ქართლის ველებს, სოხუმს, ბათუმს… ჯავახეთი მათი შთაგონების წყარო არასდროს ხდება.
saqartvelo~1

ჯავახეთის ექსკურსიას მაშინ დადებითი შთაბეჭდილებები არ მოუხდენია არც ჩემზე. მიქრიხარ მიკროავტობუსით გველივით დაკლაკნილ გზაზე და ფანჯრიდან ხედავ ერთფეროვან ყვითელ პეიზაჟს რომელიც კილომეტრების მანძილზე არ იცვლება. არსად ხე, არსად რაიმე სახის ღორსშესანიშნავი ობიექტი, მხოლოდ საშინლად მელანქოლიური ყვითელი პეიზაჟი. მაშინ ბლოგ-პოსტიც დავწერე, სადაც ჯავახეთის მოკრძალებული ერთ აბზაციანი ტექსტიც მივუძღვენი Continue reading

Advertisements


16 Comments

Why not Russian

ალბათ, უკვე იცით რომ ტელევიზორს მაინცდამაინც არ ვწყალობ, მაგრამ გუშინ მაინც მომიწია რამდენიმე წუთით ამ ყუთის წინ მოხვედრა და ქართული ტელეეთერისთვის თვალის შევლება. 10-15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომესმინა ისეთი ფრაზები/აზრები, რომლებსაც ბუნებრივად ვერაფრით მივიღებ და ჩემ პროტესტს ამ მოწყობილობისა და მასში მოქცეული ტიპების მიმართ უფრო გააძლიერებს.

აი, ერთ-ერთ მათგანი,- “ის რუსული ენის მასწავლებელია! დიახ, მე ხაზგასმით ვამბობ ამას და ის ჩვენთან არის, რადგან ქართველი ერი ტოლერანტულია ყველა ენის მიმართ”. ეს “ენის მიმართ ტოლერანტობა”, რომ ცოტა ბუნდოვანი ცნებაა და ვერაფრით გავიგებ როგორ უნდა იყო ამა თუ იმ ენის მიმართ ტოლერანტული ან პირიქით, მაგრა დროებით დავეხსნათ ამას. მაინც რას ნიშნავს, როცა ამას ვინმე “ხაზგასმით აცხადებს”? რატომ სჭირდება ამას გაოცება და ხაზგასმა? ამასთანავე, თურმე ტოლერანტულებიც ყოფილან, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ასე რომ არ ყოფილიყო, რუსულის ყველა მასწავლებელს, ალბათ, იმათაც, ვინც საშუალო დონეზე მაინც ფლობს ამ ენას ან უყვარს მაინც ერთად შეკრიბავდნენ და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ეს ბოლო, რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თორემ, ამ ტოლერანტ ერს ეგ როგორ მოუვა :> Continue reading


4 Comments

FUCK, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ

აუცილებელია, რომ ყველაზე  უხერხული სიტყებიც კი იყოს განხილული და შესწავლილი. უილიამ შექსპირი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ translate.google.com-ზე სიტყვა fuck-ის ქართული ექვივალენტის მოძებნა ვცადე. (მაინც რა არის ეს ჭეშმარიტი სამეცნიერო ინტერესი). თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღები? translate.google.com ყველა ენაზე გვთავაზობს ამ სიტყვის თარგმანს ქართულის გარდა. მიზეზი შეიძლება ნაირგვარი იყოს. მოკლედ, ყველამ ვიცით მაინც ამ სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ გრძელი განმარტებით არ შეგაწუხებთ.

ყველა საზოგადოება აწესებს, ალბათ, გარკვეულ საგნებზე ცენზურას. Continue reading