სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ერთი ერთზე დემონთან

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ. Continue reading