სამარხვო ბლოგი


20 Comments

თქვენ, ქრისტიანებო და არამარტო…

ამ რამდენიმე დღის წინ ლეონსიოს მოწყობილ მორიგ ექსკურსიაზე ვიყავი, ჯავახეთში. წესით დილის 9 საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა დისლოკაციის ადგილას ყველაზე გვიან მე მივედი და საკმაოდ გვიან გავედით. ყველაზე მძაფრი შეგრძნება მთელი დღის მანძილზე, ალბათ მაინც წივის სუნი იყო. მოგეხსენებათ, ჯავახეთის სოფლებში ხე-ტყის სიმწირის გამო საწვავ მასალას ნაკელისაგან ამზადებენ. წივა ფაქტობრივად დაპრესილი ნაკელია, რომელიც ამ სოფლებში გამოყენება როგორც გასათბობად, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც. მაგრამ ისეთი სუნი აქვს 3-4 კილომეტრის რადიუსშიც კი იგრძნობ. მგონი, დანარჩენის მოყოლა აღარ არის საჭირო.

ჯავახეთიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით. Continue reading


12 Comments

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში, ანუ ბლოგერებო მიყვარხართ

მმმ… კაი ხნის წინ greenmar-იმ დამტაგა ამ თამაშში და ეხლა ძალიან მიხარია, რომ ზუსტად დღეს ვწერ ამას და შემიძლია გითხრათ რომ მიყვარხართ. ბლოგერებო, ეხლა ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კარგები ხართ. მეტს არაფერს არ გეტყვით, თორე მერე თავში აგივარდებათ. Continue reading


20 Comments

ნამდვილი ამბავი, რომელიც წეღან შემემთხვა

ცალ თვალს ვახელ. მზერა საათის ისრებს ხვდება. ცხრის თხუთმეტი წუთია. ჰეჰ, მეძინება. მშვიდად ვხუჭავ თვალებს.
… … … … … … … … …
უცბად წამოვენთე ლოგინიდან.სახე სრულიად შეშლილი მაქვს! დამაგვიანდა! დღეს ხომ ექსკურსიაზე მივდიოდი. fაქ!, ჩემი ძილი. ამის დედაც ჯეკ! ლოგინიდან პირდაპირ სააბაზანოში შევხტი. ნახევრად სველი აბაზანიდან გადმოვხტი და პირსახოცს ვეძებ. მერე ისევ შხაპში ვბრუნდები. აუ, ვერ მივასწრებ :s
Continue reading