სამარხვო ბლოგი


19 Comments

აგვისტოს თბილისელები

ამ თემაზე მალხაზ ხარბედიას პოსტი წავიკითხე, “თავისუფლების” ბლოგზე, ჰო და, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რაზეც აქამდეც არერთხელ მიფიქრია, – აგვისტოს თბილისი. ვინც მეტ-ნაკლებად ახლოს მიცნობს, ყველამ იცის, რომ თბილისიდან დიდი ხნით გასვლა (2-3 დღეზე მეტით) არ მიყვარს. ჰო და თბილისშიც ჩვენ მარტონი ვართ ხოლმე, – მე და აგვისტო. Continue reading

Advertisements


12 Comments

ბოტანიკური ბაღი – სამეფო ბაღები სასახლის ბინადართათვის

სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქყვეყნე ახალ 7 დღეში

თბილისის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესთაგანია მსოფლიოში. მისი ისტორია 1636 წელს იწყება. მან საუკენეთა განმავლობაში განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. თბილისის ბოტანიკური ბაღი სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდინარე წავკისის წყლის, ანუ ლეღვთახევის, ხეობაში მდებარეობს.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამ ადგილას სამეფო ბაღები იყო გაშენებული. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს, შემდეგ კი გაშენდა სამი პატარა ბაღი, ძირითადად, სამკურნალო მცენარეებით.

1845 წელს, გრაფ ვორონცოვის ბრძანებით, ამ ტერიტორიას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. 1932-1958 წლებში ბაღი გაფართოვდა. მას მიემატა მუსლიმანური სასაფალაო. აქ შემორჩენილია მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე, ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, მირზა ფათალი ახუნდოვის, საფლავი. როგორც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა გვითხრეს, დანარჩენი საფლავების ადგილას რამდენიმე წლის წინ ნარგავები გააშენეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს კანონის სრული დაცვით მოხდა. ალბათ, მაინც გაუმართლებლად შეიძლება მივიჩნიოთ ეს ფაქტი. მით უმეტეს, რომ ბაღში არ დგას ნიშნული, რომელიც იქ სასაფლაოს არსებობაზე მიანიშნებდა. როგორც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა განაცხადეს, აბრა რამდენჯერმე დაიდგა, მაგრამ ბაღის სტუმრებმა დააზიანეს. სხვაგვარად კი, თუ არ გაგიმართლა და შემთხვევით ისეთ პირს არ გადააწყდი, ვინც ახუნდოვის საფლავისკენ მიმავალ გზას გასწავლის, შეუძლებელია, მას მიაგნო.

Continue reading