სამარხვო ბლოგი


11 Comments

სურეალისტების ერთი თამაში

ლაშა ბუღაძეს აქვს ასეთი პოსტი “ლიბერალის” ბლოგზე, ძველი სურეალისტური თამაში ყოფილა, რომლის მიხედვითაც წერ საყვარელ თუ საძულვევლ თემებს, ჟანრებს, ადამიანეს, საკვებს და ასე შემდეგ. ლაშას კარგად გამოუვიდა, მეც შევეცდები იგივე გავიმეორო ჩემ ბლოგზე.

like_dislike1იქიდან გამომდინარე რომ უფრო მეტი რამე – არ მიყვარს, ვიდრე მიყვარს, ბევრად ადვილი იქნება ჯერ ასეთი თემები “ჩამოვყარო”. მაშ ასე, არ მიყვარს:

უპრინციპო ადამიანები. გარემო სადაც სიმწვანის ნაკლებობაა. სიბნელეში ყოფნა ღამის ზღვაზე, როდესაც არ ჩანს ჰორიზონტის ხაზი ზღვასა და ცას შორის. ყეყეჩი ადამიანები. წამქეზებლები. ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თავისი თავის რეკლამირებას ეწევიან.  თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა. ერთფეროვანი პეიზაჟები. ხისტი (რიგიდული) ადამიანები. რელიგიური ფანატიკოსები და ზოგადად რაიმე იდეოლოგიით შეპყრობილები. უზრდელი ბავშვები რომლებსაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ისინი ვინც ვინმეს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ფამილარული ტიპები.  შემგეულებლები და მორჩილები (კონფორმისტები). ადამიანები რომლებიც ყიდულობენ არასაჭირო ნივთებს. ავტორიტეტები. ადამაინები, რომლებიც ავტორიტეტული ტიპების ციტატებს იმეორებენ და “აშეარებენ” სოციალურ ქსელებში. მიმბაძველები. სუბტიტრებიანი ფილმები. აფორიზმები. როდესაც ინგლისურ სიტყვებს ურევენ ქართულად საუბრის დროს. Continue reading

Advertisements


21 Comments

ავაფაროთ თუ არა თვალებზე ხელები ბავშვებს

გუშინ წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ვიდეოთამაშებთან დაკავშირებით ფსიქოლოგის “კომპეტენტური” მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თურმე არასრულწლოვანმა ამ თამაშების ზეგავლენით შესაძლოა ძალადობა პრობლემის გადაჭრის ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნიოს. არა, მსგავსი აზრი პირველად არ მომისმენია, ნუუ, აქამდე ძირითადად სასულიერო პირებისგან და ჩემი საბჭოთა ტვინნაღრძობი სკოლის მსაწვალებლებისგანაც მქონდა გაგონილი. ჰო, კიდევ ბავშვობაში ჩემი ერთი-ორი ჭორიკანა მეზობლოსგანაც, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღების ყველაზე სანდო ადგილი “კუხნა” და ისევ საბჭოური წარმოების ტელევიზორი იყო, ეს იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. მაგრამ გუშინ, ასეთი შეხედულების კიდევ ერთხელ მოსმენამ მართლაც და შემაკრთო, თანაც მეტისმეტად ავტორიტეტული ტრიბუნდან გაგონილმა.

სანამ ქსელური ვიდეო თამაშები ჩვენამდე მოაღწევდა Continue reading


5 Comments

ქუჩაში თუ შემოგხვდით თუ რაღაც ასეთი

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ კნუტმა (აბა სხვა ვის გავახსენდებოდი) მომნიშნა, ბლოგთამაშში,- „ქუჩაში თუ შემოგხვდით“. ქუჩაში თუ შემოგხვდით როგორ უნდა მიცნოთ… მმმ… სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი ცნობა საჭირო სულაც არ არის. საკმარისია კნუტი იცნოთ, მე კი მასთან ერთად რომ ბიჭი იქნება ის ვარ :დ. ჰო, დანარჩენს ჩემი about-იდან შეიტყობთ, ან ჩემი პირწიგნაკიდან. about- ი სულ რამდენიმე დღის წინ დავწერე, მასში კი მხოლოდ ის შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, რომ მგონი, უმუშევარი აღარ ვარ (დაზუსტებით არც ეს ვიცი ჯერ). დღეს, ერთ-ერთი ელექტრონული გამოცემის რედაქციაში ვიყავი და ალბათ მათთვის დავწერ მასალებს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ თანმიმდევრულად გამცნობთ. Continue reading