სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

თბილისის ლუდის ფესტივალი

1кашу маслом не испортишь, ეს რუსული გამოთქმა სრულ შესაბამისობაშია ლუდთან. ლუდი ზედმეტი არასდროს არის, რამდენიც გინდა იყოს ის. თუმცა რაოდენობაზე მაინც ხშირად კამათობენ.  ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ რომ,-  “მეტი ლუდი უნდა დალიო” და ისინი ვინც ამტკიცებს რომ, -” ნაკლები უნდა დალიო” ერთ რამეზე მაინც  თანხმდებიან,- “ლუდი უნდა დალიო”.

თუმცა უმჯობესი იქნება თუ სასიამოვნო კამპანიაში დალევ, იქ სადაც ლუდი ყველას უყვარს, სადაც არის სასიამოვნო მუსიკა და არის საკმარისი ლუდი. ასეთი ადგილი კი ხვალ და ზეგ ვარდების რევოლუციის მოედანი, ჩემნაირი შტერებისთვის კი ვინც ახალ სახელებს ვერ იმახსოვრებს რესპუბლიკის მოედანი იქნება.

ლუდის ფესტივალი გაიხსნება აღლუმით და როგორც  წინასწარ არის ცნობილი ძალიან მხიარული მსვლელობა მოეწყობა. გაიმართება კონცერტიც სადაც 13 ივლისს იმღებენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი და სალიო. 14-ში კი: ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე და შინი.

იქნება ბევრი მხიარული აქსესუარი და ლუდის დასალევად ორიგინალური კათხები.

2

Advertisements


%(count)s კომენტარი

პირველად ჰოლი ფესტივალი თბილისში [video]

e9db52768b23a46b0a68438eae021b46.img

ჰოლი (Holi) – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. ჰოლის წარმოშობისა და რიტუალების შესახებ მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ ამ ლინკზე. მას შემდეგ რაც 60-იანების ბოლოდან ჰიპებმა ბევრი იმოგზაურეს აღმოსავლეთში აზიური მისტიცზმის შესაცნობად და უბრალოდ გასართობად დასავლეთში ჩამოიტანეს არამარტო აზიური სიბრძნე, არამედ უამრავი სხვა სიკეთეც, რომელიც ჰიმალაის holi-wallpaper1-bმთების გადაღმა თუ გადმოღმა იმალებოდა. ასეთი სიკეთეების რიცხვში შედის ჰოლის დღესასწაულიც.

შესაბამისად უკვე ჰოლიც არამარტო ნეპალსა და ინდოეთში, არამედ მთელ მსოფლიოში აღინიშნება, თანაც არანაკლებ მასშტაბურად ვიდრე მის სამშობლოში. წელს პირველად ჰოლი თბილისშიც აღინიშნა. ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა “კავკასიური სახლის” ბაღში.  ფერების და სიყვარულის თბილისური ფესტივალის მასპინძელი ინდური ცეკვის ანსამბლი “ლაკშმი” იყო. ფერების აყრამდე “ლაკშმიმ” ინდური ტრადიციული ცეკვებით, სიმღერებით და ჰოლის სარიტუალო ცეკვით დამუხტა სივრცე. დანარჩენი იხილეთ ვიდეო რგოლში. ბედნიერ წელს გისურვებთ!


4 Comments

ჩემ ფოტოაპარატში ნაპოვნი სურათების მეორე ნაწილი

ეს გახლავთ იმ სურათების მეორე ნაწილი, რომელიც ჩემ ფოტოაპარატში ვიპოვე. პირველი ნაწილი შეგიძლიათ აქ იხილოთ.

თბილისი, კოსტავას ქუჩა

ხევსურული ჭრელი ძროხა

Continue reading


3 Comments

ჩებურაშკას თაობა

407999_10150703269387067_829242066_12028155_382680465_n1ჩემი თაობა უკანასკნელია საქართველოში, ვისთვისაც ჩებურაშკა უსაყვარლესი პერსონაჟი შეიძლება იყოს, უკანასკნელია, რომელსაც ამ მულტფილმის ყველა საუნდტრეკი შეიძლება იცოდეს თავიდან ბოლომდე. ეს უკანასკნელი თაობაა საქართველოში, რომელიც შეძლებს “ოსტატისა და მარგარიტას” ჯადოსნური სიყვარულის ამბის ორიგინალში წაკითხვას.

საოცარი წიგნია ი ძინი,  ეს არის ძველჩინური ფილოსოფიური გონის შედევრი, თუმცა როგორც ყველა შედევრი, ესეც ზედმეტად ღრმა და რთულია იმისათვის რომ ერთ ბლოგ-პოსტში მოგითხროთ. მაგრამ ერთი რამის თქმა კი შემიძლია, რასაც გვასწავლის ი ძინი, ანუ ცვლილებათა წიგნი, ეს არის,- “ყველაფერი იცვლება”. არა, განა არ უნდა იცვლებოდეს და განა ის მინდა, რომ სამყარო ერთ წერტილში გაიყინოს, მაგრამ იმის უფლებაც ხომ მაქვს, რომ როდესცა ჩემთვის ძვირფასი და მშობლიური რამე კვდება, ამის გამო გული მწყდებოდეს.

ჩემთვის ქალაქი ვერასდროს იქნება უბრალოდ მაღაზიების, ავტოგამასართი სადგურების, სათამაშო მოედნების, ავტობუსის გაჩერებების, მეტროსადგურების, სლოტ-კლუბების, ტანსაცმლის მაღაზიების, ერთმანეთზე მიყუდებული საცხოვრებელი 1276787739_ryerisკორპუსებისა და ქუჩების გროვა, სადაც დავიბადები და მოვკვდები. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისელებმა თუ მასზე პასუხიმგებელმა პირებმა ზედმეტად პირდაპირ გაიგეს ი ძინის დევიზი, ასევე ზედმეტად სწრაფად დაიწყეს ამ ქალაქის შეცვლა. თბილისი ნელ-ნელა ქალაქიდან ამ სწრაფი ევოლუციის შედეგად რაღაც მუტანტად ყალიბდება, რომელსაც ქაოტურად ეზრდება კიდურები, იცვლის კანს და ხასიათს.  თითქოს მხოლოდ დეტალებია, თითქოს ერთი-ორი სახლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ცვლის შინაარსს. მხოლოდ დეტალი იყო კინოს სახლის თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი, დღემდე რომ ვუყურებ ამ კოშკურის წვერს სიცარიელის გრძნობა მეუფლება. ნეტავ მაინც ვის არ მოუვიდა თვალში ის ვარსკვლავი და ვის მოუვიდა თავში აზრად მისი მოხსნა. მე არ ვაპირებ ვარსლვლავების აღრიცხვას, არ ვარსკვლავთმრიცხველი ვარ და თანაც, ჩემ ბავშვობაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მეჭეჭების ამოსვლა იცისო ვარსკვლავების თვლამ.

ვარსკვლავებს რომ დავეხსნათ, შესაძლოა ვანდალიზმის უფრო მასშტაბური ფატქებიც ვიპოვოთ ჩვენს ცოტა უფრო შორეულ წარსულში. 1992 წელს გაზეთ “ქართულ კულტურაში” ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი მომხდარის გამო წერდა: “მტვერს ლამის მთელი რუსთაველის პროსპექტი მიჰქონდა. სპობდნენ და ანადგურებდნენ… ქართული ხელოვნების ნიმუშებს, თვით ჩვენი უკვდავი იაკობ ნიკოლაძის ნახელავს. ნგრევის მოტივი ერთობ სადა და ნათელი იყო, Continue reading


14 Comments

ჩემ ფოტოაპარატში ნაპოვნი სურათები

ფოტოაპარატის არქივში ქექვისას რამდენიმე საინტერესო სურათს წავაწყდი და მომინდა თქვენთვისაც მეჩვენებინა. ზოგიერთი სხვებზე მეტად მომეწონა და გადავწყვიტე აქ განმეთავსებინა.

ჭანჭახის ხეობა, პირიქითა ხევსურეთი

საფოსტო ყუთები, თბილისური სადარბაზო


Continue reading


7 Comments

თბილისის ათეშგა

რამდენიმე დღის წინ ათეშგას სანახავად ვიყავი. სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი ნაგებობაა შემორჩენილი. ცეცხლის ტაძარი კლდისუნში, გომის ქუჩაზე მდებაროებს საცხოვრებელი სახლის ეზოში. უფრო ადვილად რომ მიაგნოთ გეტყვით, რომ უნდა აბრძანდეთ ზემო ბეთლემისკენ და გაუყვეთ გზას ნარიყალის მიმართულებით, ათეშგაც იქვე შეგხვდებათ.

ამ კონკრეტული ტაძრის აშენების ზუსტ თარიღს ვერავინ გეტყვით, თუმცა ის შესაძლოა აგებული იყოს ვახტანგ გორგასლის დროს მეხუთე საუკუნეში, როდესაც მაზდეანური გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო (ეს “შუშანიკის წამებიდანაც” კარგად ჩანს) და მეფის კარზე ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა მეთაურიც მოღვაწეობდა.

მოგვიანებით ცეცხლის ტაძარი მეჩეთად გადაუკეთებიათ, აქ ასევე იყო საწყობი და ვინ იცის საუკუნეების მანძილზე რა ფუნქცია აღარ შეითავსა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში შემამულმა მომცრო ზომის ტაძარმა ჩვენამდე მოღწევა მაინც შეძლო, თუმცა ძლიერ დაზარალდა, ამჟამად მას აღარ ამშვენებს გუმბთი, თუმცა 2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავითაც.

აქ კი გთავაზობთ ჩემ გადაღებულ ფოტოებს:

Continue reading


6 Comments

მოდი დავატოლოთ კვერცხები

სრულიად ქართული საზოგადოება პანიკამ მოიცვა, – ეს რა გვიქნეს, კვერცხების ძეგლი დაგვიდგეს ბათუმშიო. აი, მე თუ მკითხავ, კვერცხები ნამდვილად მირჩევნია თბილისის ყველა ქუჩის ყველა კუთხეში ცხენზე ამხედრებულ ხმალმომარჯვებულ კაცებს, რომლებიც სრულებით არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ბავშვობიდან რომ არ ეთქვათ ეს ამის ძეგლია და ის იმისიო, ალბათ ვერც კი გავარჩევდი. გუშინ ველოსიპედიც დაუდგამთ “ივერიის” წინ, ჰო “რედისონ-ივერიის”, აი, ამაში კი ცოტა კონსერვატიული ვარ. რა ვქნა ვერ გავიჩემე ეს ახალი სახელი, ისევე როგორც ვერც “ვარანცოვი” გავისაარბრუკენე. მაგრამ, მაინც ვერ გავიგე რას ერჩით ამ ველოსიპედს (ნუუ, ვინც ერჩით), დიახ, ველოსიპედის სკულპტურც მინდა და საველოსიპედო ბილიკებიც.

არა, იმათიც მესმის, ვინც ახალი ქანდაკებების სტილს ეურჩება. ჩვენში, ხომ დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა ურბანული მოწყობის აღქმა და ტრადიციულად სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა თბილისში თუ პროვინციულ ქალაქებში დადგმულ მონუმენტებს. სხვათაშორის სობჭოთა კავშირამდელ პერიოდში ძალიან ბევრი უფრო დახვეწილი ესთეტიკის ძეგლიც იყო თბილისში, ვიდრე მი შემდეგ. ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული პოსტამენტებით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტფილისის ძველ ფოტოებზე შემორჩა.

რამდენიმე წლის წინ თბილისის ქუჩებში პატარ-პატარა სკულპტურები გამოჩნდა. პირვანდელი სახით თითქმის აღარცერთი მათგანი აღარ შემორჩა რუსთაველის გამზირს. თბილისელებმა ზოგს ქოლგა გამოგლიჯეს ხელიდან, ზოგს ქუდი გამოტაცეს, ზოგსაც საქსაფონი. მაგრამ ეს პაწაწინა კაცუნები მაინც ალამაზებენ ჩვენს ქალაქს, მათ შემხედვარეს დევიდ ლინჩის “ადამიანი სპილოში” რომ სახიჩრების ცირკია ის მახსენდება, მაგრამ ეს ხომ მაინც თბილისია და ოდესმე, ალბათ, ეს ველოსიპედიც ისეთივე თბილისური და კოლორიტული გახდება, როგორც ბარათაშვილის ქუჩიდან შესახვევში მეეზოვის ქანდაკება, ან და შარდენის ბოლოში სანაპიროს მხრიდან ფრთაგაშლილი ფარაჯანოვი.

არა, ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, “ძეგლების მოურავს” ბევრ რამეს ვუწუნებ, მაგალითად შადრევნებს, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების ენაზე რომ ვთქვა “copy – paste”-ს პრინციპით არის გადამრავლებული და პუშკინის სკვერში კაი ხნის წინ დადგმული შადრევნის აბსოლუტური ასლია. ნაკლებზე საუბარი მეტად შორს წაგვიყვანს, ალბათ, მათი სიმრავლის გამო, მაგრამ რაც კარგია, რაც ახალ ფერებს შესძენს ქალქს,- თბილისი იქნება ეს თუ ბათუმი, რაც გაგვიხალისებს განწყობას, იმას მაინც დავეხსნათ და ვუთხრათ მოურავსაც,- აი, თუ მოინდომებ, ხომ შეგძლებია!