სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

მატყუარები

1დიდი ხანია ვგეგმავ ამ სპექტაკლზე პოსტის დაწერას, თუმცა ვერა და ვერ მოვაბი თავი. “მატყუარები” რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლია, რომელიც ილიაუნის თეატრში დაიდგა. მაგრამ, სანამ სპექტაკლის შესახებ მოგითხრობდეთ, ჩემ პატარა სიხარულს გაგიზიარებთ. მე არასდროს ვამაყობდი ჩემი ოპტიმიზმით, არც ვარ ოპტიმისტი. პირიქით, საშინლად ბუზღუნა ადამიანი ვარ და იშვიათად აღვფრთოვანდები რამით. არც ფარულ ნიშნებს ვეძებ ხოლმე სადმე, არც ვინმეს ვაქებ როდესმე. მითუმეტეს არც სამშობლოს ნათელ მომავალზე და ივერიის გაბრწყინებაზე არ ვსაუბრობ არასდროს. მაგრამ ზოგჯერ, რასაკვირველია, მეც მიხარია რაღაცები, თუმცა ჩემთვის, ჩუმად. ასეთი პატარა სიხარული იყო ეს სპექტაკლიც, თანაც ორი სხვადასხვა წყაროსაგან შემდგარი. რასაკვირველია პირველი თავად სპექტაკლია. თუმცა, მეორეს უფრო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის დარბაზი, კარგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, დარბაზი სადაც არ არის არც ერთი ცარიელი სავარძელი. სულ სტუდენტები სხედან და უყურებენ ჩინებულ სახაობას, ძალიან ღრმა ამბავს, რომელიც სულის ყველაზე ფაქიზ სიმებს არხევს. თუ ადამიანის ბუნება ცვლილებებს განიცდის და მისი სული სტატიკური არ არის, მაშინ მსგავსი სპექტაკლები აუცილებლად შეცვლიან მასში რაღაც დიდს. არა, მე არ ვამბობ რომ ვინმე სულის ინჟინერი უნდა იყოს. რასაკვირველია შორს ვარ მსგავსი აზრებისგან, მაგრამ რაღაც დანიშნულება მაინც ხომ აქვს ხელოვნებას. ჰო და აბა ამაზე კარგს რას გააკეთებს.

თავად სპექტაკლს რაც შეეხება, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ესთეტიკურად დახვეწილი სპექტაკლი რაც კი მინახავს. თითოეული მოძრაობა, მსახიობის თითოეული ნაბიჯი ფაქტობრივად ცალკეული ფოტოკადრია. თავად სპექტაკლიც ძალიან ჰგავს ფოტოფილმს. Continue reading

Advertisements


3 Comments

ვინ მოკლა მელპომენე

mascქართულ თეატრალურ სამყაროში საქმე კარგად რომ არ არის ეს ახალი არავისთვისაა. არა, რუსთაველის თეატრში, არც ისე შორეულ წარსულში, მომხდარ მოვლენებს არ ვგულისხმობ, ეს უფრო კერძო პოლიტიკური პრობლემაა და ცალკე განხილვას საჭიროებს. ქართული თეატრის პრობლემა კი უფრო ზოგადი და მასშტაბურია.

როგორც, უკვე ყველამ იცის რამდენიმე დღის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე “ვაგინის მონოლოგები” დაიდგა. ვისგან-ვისგან და თეატრალურის სტუდენტებისგან ნამდვილად არ ველოდი თუ სიტყვა “მუტელი” აღაშფოთებდათ, ან ისეთი რელიგიური ფანატიკოსები აღმოჩნდებოდნენ რომ სპექტაკლის მონაწილეებს შეუცვივდებოდნენ გასახდელში და იკითხავდნენ პატრიარქის ნაკურთხი იყო თუ არა სპექტაკლი. არა, ნამდვილად არ გავს ეს არტისტების ქცევას.

თუმცა, ხელოვნებისადმი ასეთი დამოკიდებულება თავად შემოქმედების მხრიდან უკვე ცალკეული კერძო შემთხვევა აღარ არის და ასეთ ფაქტებს საკმაოდ ხშირად ვხვდები ხოლმე. იქიდან გამომდინარე რომ ჩემ ბლოგზე თუ Teatri.ge-ზე ვაშუქებ სპექტაკლებს, დავდივარ თეატრში და ვხვდები სახელმწიფო თუ კერძო თეატრების ხელმძვანელებს, ზოგოერთი მათგანისგან ისეთ “საოცარ” ამბებს ვისმენ რომ გაოცებას ვერ ვმალავ ხოლმე და საკმაოდ ხშირად ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ვერც პირდაპირ ვეუბნები ჩემ დამოკიდებულებას მათი აზრების მიმართ და ვერც გაჩუმებას ვახერხებ. საილუსტრაციოდ მოვიყვან დიალოგს ჩემსა და ერთ-ერთი თეატრის წარმოდგენელს შორის. უფროსწორად ამ საუბარმა უფრო მონოლოგის რეჟიმში ჩაიარა და მე მხოლოდ მოსმენით შემოვიფარგლე. ის სიამაყით მეუბნება რომ მისი თეატრი მარხვის დროს არასდროს თამაშობს სპექტაკლს. იცით რისი ბრალი ყოფილა თავისუფალ თეატრში მომხდარი ინციდენტი როცა ჭერზე დამაგრებული გიგანტური ბურთი ჩამოვარდა? ეს იმიტომ მომხდარა რომ თავისუფალს დეკამერონი ვნების კვირაში დაუდგამს. წარმოგიდგენია? ვნების კვირაში, როცა სპექტაკლის, მთლად დეკამერონზე აღარაა საუბარი, დადგმა ჩვეულებრივი მარხვის დროსაც არ შეიძლება :დ ჰო და მოხდა სასწაული რომელსაც არავინ ელოდა, გაწყდა “ტროსი” რომელზეც მძიმეწონიანი ბურთი ეკიდა და ლამის მსახიობებიც შეიწირა. ღმერთს დაუსჯია თავისუფალი თეატრი. როგორ გინდა ასეთ დროს სიცილი შეიკავო.

შუა საუკუნეებში ხელოვანები, მეცნიერები იბრძოდნენ იმისათვის რომ როგორმე გათავისუფლებულიყვნენ ეკლესიის გავლენისაგან. თავი დაეღწიათ იმ შეზღუდვებისაგან, რასაც კათოლიკიკური ეკლესია უწესებდა მათ. დღეს საქართველოში კი ხელოვანები თავად ცდილობენ რელიგიურ ჩარჩოებში მოაქციონ თავიანთი შემოქმედება, თანაც ისე რომ ამას არავინ აძალებს. მე პირადად არ მახსენდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაკეთებული განცხადება რომ მარხვის პერიოდში, ან და თუნდაც ვნების კვირაში სექტაკლი არ დაედგათ თეატრებს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი ასეთი ქმედების მიზეზი, ან და როგორ აპირებენ ასე ხელოვნების შექმნას და სანამ ისინი მარხვის პერიოდში სპექტაკლის დადგმაზე უარს აცხადებენ ჩემთვის ასევე ბურუსით მოცული რჩება არამხოლოდ ქართული თეატრის, არამედ ზოგადად ხელოვნების მომავალი ჩვენს ქვეყანაში.


დატოვე კომენტარი

“სეზარი და დრანა” რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლი


.

ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი, ალბათ, ყველა ფილმი მექნება ნანახი. ძალიან ფართო თემაა და უმეტეს შემთხვევაში ხელოვნების საკმაოდ კარგი ნიმუშები იქმნება. „ანა ფრანკის დღიურები“, „შინდლერის სია“, „ბიჭი ზოლიან პიჟამოში“, „მე დევიდი ვარ“, „ცხოვრება მშვენიერია“, „პიანისტი“… ალბათ, ყველა რომ ჩამოვთვალო მარტო სათაურები წაიღებს მთელ სივრცეს სადაც ვაპირებ ერთ სპექტაკლზე გესაუბროთ.  თუმცა, სანამ უშუალოდ სპექტაკლს შევეხებოდე, მინდა ვთქვა, რომ სულ მიკვირდა რატომ განიხილავდნენ ნაცისტური რეჟიმის დანაშაულს მხოლოდ ჰოლოკოსტის ჭრილში და დუმდნენ ხელოვანები ბოშების, კომუნისტების, კათოლიკეების, ჰომოსექსუალების სიკვდილის შესახებ.

არ მიყვარს მშრალად პოლიტიზირებული ხელოვნება, სადაც უტრირებულ თემებს უტრიალებენ გამუდმებით და მანტრასავით იმეორებენ რომ მშვიდობა ჯობია ომს, თოთქოს ეს ისედაც ცხადი არ იყოს. ყოველი პოლიტიკური მოვლენა ცალკეული ადამიანებების ბედნიერებისა და ტრაგედიებისაგან შედგება და როგორც საბჭოეთის დიდი ბელადი იტყოდა, – „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის კი – სტატისტიკა“. მე სწორედ ამგვარი ხელოვნება მძულს, როდესაც შემოქმედი ტრაგედიას სტატისტიკად გადააქცევს ხოლმე. ნაცისტური გერმანიის დანაშაული ბოშა ქალი დრანას სუსტმა მხრებმა ზიდა.

რეჟისორ რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლი, რომლის პრემიერაც სულ მალე შედგება, დრანას გასაოცარ ამბავს გვიამბობს. ახლა ძალიან მიჭირს ამ სპექტაკლის შესახებ წერა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, პრემიერა ჯერ კიდევ წინ არის, მე კი არ მინდა რაიმე ზედმეტი წამომცდეს. ეს სპექტაკლი სულ მოულოდნელობებით არის აღსავსე. წერის პროცესი კი დანის პირზე სიარულს გავს, ვცდილობ ენას კბილი დავაჭირო და ის სურპრიზები რაც მაყურებელს ელის წინ ერთიანად არ  ჩამოვკაკლო. თუმცა, მაინც შევეცდები ოქროს შუალედი დავიჭირო და შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად აღვწერო ჩემი ემოციებიც და არც სპექტაკლის საიდუმლოებები გავთქვა. Continue reading


7 Comments

რატომ თეატრი

თეატრი საოცარი ადგილია. ყოველ დარბაზს თავისი, უნიკალური აურა  აქვს. ყველა დარბაზში სხვადასხვა რამეს ვგრძობ, ის სპექტაკლის ნაწილია. აი, მაგალითად, რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი. აქ ნამდვილი ბურჟუა ვხდები, ვუყურებ დარბაზის კედლებზე შესრულებულ დახვეწილ ორნამეტებს, იწყება სპექტაკლი და მაგიურ სივრცეში ეხვევა მთელი დარბაზი, საიდანაც გამოსვლა ძნელია. ვეხვევი ამ საბურველში და ჩემში რაღაც იცვლება.

თეატრს აქვს Continue reading


9 Comments

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს. Continue reading


%(count)s კომენტარი

ნუგზარი და მეფისტოფელი


ამ სპექტაკლის ნახვა დიდი ხნის წინ დავგეგმე. როგორც იქნა, მოვახერხე და გავეშურე. “ნუგზარი და მეფისტოფელი” – სამეფო უბნის თეატრში. პიესის ავტორი ლაშა ბუღაძეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართველებს დიდად არ გვაქვს კომედიების ნიჭი, აი დრამაში უფრო ძლიერები ვართ. ეს რით არის განპირობებული ფსიქოანალიტიკოსებმა იმსჯელონ, მე კი სპექტაკლზე მოგახსენებთ. მიუხედავად ჩემი ერთგვარი სკეპტიკური განწყობისა, მართლაც კარგი სანახაობა გამოვიდა. “სამეფო უბნის თეატრში” მთავარ და ერთადერთ პრობლემას დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს, თუმცა კარგი საზოგადოებისა და კარგი კლიმატის ტანდემი საკმაოდ დიდ იშვიათობაა, ამიტომ შეიძლება ეს მივუტევოთ ჩინებული სპექტაკლების სანაცვლოდ, რომელსაც ეს თეატრი გვთავაზობს ყოველ წარმოდგენაზე.

დროა ნუგზარი გაგაცნოთ. ნუგიჩა (როგორც მას მეზობელი გელა ეძახის მოფერებით) ერთობ კომიკური ტიპია კლასიკური თბილისური იუმორით, რომელმაც ვერა და ვერ აუღო ამ ცხოვრებას ალღო. ძნელია ასეთი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ნორმების მიღება, მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებაში წარმატებულობის კულტია, შენ კი ფილოსოფიის შესწავლაზე თავი არ გიმტვრევია. მედიცინა და სამართალი “წელს ქვევით” გეკიდა. ყველაფერი, როგორც ყველასათვის, ჩვენი მთავარი გმირისთვისაც სკოლაში დაიწყო. “დასაწყისში ხუთები, მერე სამები, მერე ორები, მერე სუუულ ორები. ჩათლახი მასწავლებლები, ბებერი მასწავლებლები და ბებერი კუანა დირექტორი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლელი ბიჭები,მახინჯი გოგოები”… რა უნდა ქნა კაცმა, რომელმაც შენი ადგილი ვერ იპოვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა თვითმკვლელობაზე უნდა იფიქრო. ერთი….ორი…სამი და თავი ყულფში გაქვს… მაგრამ სიკვდილის წინ ქეთუშაზე იფიქრო ამდენი წლის მერე? ჰო, ქეთუშა ჩვენი ნუგიჩას სიყმაწვილის ტრფობაა. ერთხელ დაურეკა და კინოში დაპატიჟა. ქეთუშაც მოვიდა… 40 დაქალთან ერთად და ბილეთი არ შეხვდათ. Continue reading