სამარხვო ბლოგი


11 Comments

ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური პროგრამა

ინტერნეტში ბოდიალისას ერთ ძალიან საინტერესო საიტს წავაწყდი, ეს არის ონლაინ პროგრამა ინგლისური ენის შესასწავლად. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია, ეს ენა ვერც შევიყვარე და შესაბამისად ვერც შევისწავლე. როგორც კი სწავლას ვიწყებ ხოლმე, მაშინვე სულ ნაირ-ნაირი პრობლემები ჩნდება, ჩემი ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელი სიტყვების წარმოთქმის დროს  იმდენად სასაცილოდ ამოძრავებდა ტუჩებს, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი და ვხვდებოდი, რომ ამას ინგლისურთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. ხოლო, რაც სასაცილოა, ის სარგებელს ვერ მოგიტანს, ვეღარასდროს მოეკიდები სერიოზულად.

ახალი ენის შესწავლასთან დაკავირებით, ყოველთვის არის ერთი მთავარი პრობლემა, ძალიან მოსაწყენი და შრომატევადია, შედეგი კი ძალიან გვიან მოდის, უფრო სწორად გვიან ვამჩნევთ, მანამდე კი სანამ შევამჩნევთ, რომ თურმე რაღაც გვისწავლია გვბეზრდება და თავს ვანებებთ. მასწავლებლები უამრავი სრულებით უსარგებლო რამის სწავლას გვავალებენ და ჩვენც იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხვდებით ეს რაში შეიძლება გამოგვადგეს, უარს ვამბობთ ენის შესწავლაზე. ასე მაგალითად, დაახლოებით 3 თვის წინ ვცადე გერმენული ენის შესწავლა, რამდენიმე გაკვეთილზე მივედი, მასწავლებელი ძალიან ავტორიტეტული იყო და რეკომენდაციაც ისეთმა ადამიანმა გაუწია, ვისაც ვენდობოდი. მეორე თუ მესამე გაკვეთილზე მეუბნება დას თელეგრაფერ (მგონი, ასე იყო), ეს სიტყვა ტელეგრაფისტს ნიშნავსო. -ჰა? რა ტელეგრაფისტი?! რაღადროს ტელეგრაფისტია, ქართულადაც არ გამომიყენებია ეს სიტყვა არასდროს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიტყვის გერმანულ ენაზე ცოდნა გამომადგეს ოდესმე. მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დასრულდა რომ მეცადინეობას შევეშვი.

ეხლა ვაპირებ ისევ ინგლისურს მოვკიდო ხელი, ამჯერად teach.ge-ს პროგრამით. რით არის ეს პროგრამა სხვებზე უკეთესი:

1.      გაგიტაცათ;
2.      ჩაგითრიათ;
3.      გაგიჩინათ აზარტი;
4.      გაგიჩინათ რწმენა, რომ თქვენ შეძლებთ ინგლისურის შესწავლას;
5.      მოგგვარათ კმაყოფილების გრძნობა, რომ დღეს იცით  იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე იცოდით გუშინ.
გარდა ამისა, თქვენ არ გეძლევათ საშინაო დავალება, სწავლობთ მაშინ, როდესაც ამის სურვილი გაქვთ და რა თქმა უნდა, როდესაც გაქვთ ხელმისაწვდომლობა ინტერნეტზე.

ეს კი ლინკი ამ პროგრამის ფბ გვერდზე.

Advertisements


8 Comments

გიგანტური ციგნის ბავშვის ამბავი, ანუ ჩემი ტელევიზორის ანიმიზმი

ადრე ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ოცნებობდა ლიფტში გაეუპატიურებინათ. რატომ მაინც და მაინც ლიფტში არ ვიცი, ალბათ დიდ ფსიქოანალიტიკოსად ვერ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა. ამ ამბის შესახებ მარტო მე ვიცოდი და იქიდან გამომდინარე, რომ არა თუ ფსიქოანალიტოკოსად, ჯეროვან მოძალადედაც ვერ ვივარგებ, მისი ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. Continue reading


2 Comments

სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის

გუშინ ფადავწყვიტე წასვლა. მთელი სულითა და გულით მინდოდა ათეიტების მონასტერში გამეტარებინა ერთი დღე (საერთოდ,ათეისტი არ ვარ, უბრალოდ ღმერთზე გავბრაზდი) მაგრამ ასეთი დაწესებულების არ არსებობის გამო, წავედი ნათესავებთან სოფლად. სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის. Continue reading