სამარხვო ბლოგი


%(count)s კომენტარი

ღმერთო, ადამიანებს დაუბრუნე ადამიანობა

 

farhangnews_113782-320716-1423482608BIAFF-ზე ბევრი კარგი ფილმი მაქვს ნანახი, ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ რა სართულო საქმე აქვს ხოლმე ჟიურის, მე როდესაც მაზარ შარიფს [Mazar e sharif] ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მხატვრული ფილმების სექციაში გაიმარჯვებდა. ირანს საკმაოდ ძლიერი კინემატოგრაფი აქვს, თუმცა არის გამორჩეული ნიმუშები და ეს
ფილმი სწორედ ასეთი განსაკუთრებული ნამუშევარია, რომელიც ახალბედა ირანელ რეჟისორ აბდულჰასან ბარზიდეს ეკუთვნის.

ფილმი აღწერს 1988 წელს თალიბანის თავდასხმას ირანულ დიპლომატიურ კოსრპუსზე, რომლის დროსაც საელჩოს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გადარჩება. ეს არის ომი ერთი ადამიანის თვალით. ომი, რომელსაც არ ყავს მართალი ადამიანები და დამნაშავეები. ომს მხოლოდ დაზარალებულები ყავს. უყურებ ამ ფილმს და mazarsharif11გრძნობ როგორ გძულს მილიტარისტები, პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ერთმანეთს ახოცინებენ, გეცოდებიან ისინი ვინც პოლიტიკოსების პროვოკაციას წამოეგება და კლავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ფილმი ყოველგვარ სტერეოტიპს ანგრევს, მათ შორის თავად ავღანელების შესახებ, იმ ავღანელებისა,
რომლებიც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეიძულა. ომი აბრმავებს ადამიანებს, ომი სტატისტიკად აქცევს ქალების, მამაკაცების და ბავშვების სოცოცხლეს. თუმცა, ტრიუმფის გრძნობა გიპყრობს, როდესაც უყურებ სცენას, სადაც ბურკაჩამოფარებული ქალი დასისხლიანებული ხელებით მიათრევს ურემზე დაწოლილ დაჭრილ ირანელ მამაკაცს. Continue reading

Advertisements


5 Comments

დღე როდესაც ქალი გავხდი

რეჟისორი მარზიე მეშკინი

რეჟისორი მარზიე მეშკინი

“დღე, როდესაც ქალი გავხდი” /The Day I Became a Woman/ მარზიე მეშკინის 2000 წელს გადაღებულია ფილმია, რომელიც თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე 2 დღის წინ.

მეშკინი მოგვითხრობს ირანელი ქალების ბედის შეახებ თავიანთ სამშობლოში. ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზში მცირე დისკუსია გაიმართა რეჟისორთან. მირზიე მეშკინის თქმით, იმ დროის მანძილზე რაც ფილმის გამოსვლიდან დღემდე გავიდა, ირანში ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ხელისფლების დამოკიდებულებით არის განპირობებული. ხელისფლება ასევე ზღუდავს კინოწარმოებას, გადაღების შემდეგ რეჯისორი ცენზურის სამინისტრომ დაიბარა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კითხავდა მას როგორც კრიმინალს. ეს ნამუშევარი დღემდე არ უნახავს ირანელ მაყურებელს, რადგან ის აკრძალულია სამშობლოში.

ჰავა ქალი ხდება

ჰავა ქალი ხდება

“დღე, როდესაც ქალი გავხდი” სამი ამბისაგან შედგება. პირველი, პატარა ჰავას ამბავს მოგვითხრობს. ირანში ბავშვები უფრო მალე იზრდებიან. არა, კლიმატის ბრალი სულაც არ არის, არც ინდიგო ბავშვების განსაკუთრებული რაოდენობაა, რომლებმაც შეიძლბა დიდებივით იაზროვნონ. უბრალოდ აქ მკაცრი ტრადიციებია. პატარა ჰავას ის ასაკი უსრულდება, როდესაც უკვე ქალად უნდა ჩაითვალოს.  ჰავას მაინც მეგობართან თამაში უნდა, თუმცა,  ქალად გახდომის შემდეგ ბიჭებთან ერთად თამაში ეკრძალება. ბებია ახალ ჩადრს მოახვევს და მეგობარ ჰასანთან უკნასკნელად უშვებს სათამაშოდ, ის ზუსტად შუადღისას უნდა დაბრუნდნეს, როდესაც ქვიშაში ჩარჭობილ ჯოხს ჩრდილი აღარ ექნება. ჯოხის ჩრდილი ნელ-ნელა მოკლდება და ჰავა ასეთივე სისწრაფით პატარა გოგონასგან ქალად იქცევა.

ველოტურნირი. აჰუს ამბავი

ველოტურნირი. აჰუს ამბავი

შემდეგია აჰუს ამბავი. როგორც იცით ირანში, ეროვნული ტრადიციების თანახმად,  ქალებს ველოსიპედის მართვა ეკრძალებათ Continue reading