სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ერთი ერთზე დემონთან

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ. Continue reading

Advertisements


3 Comments

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და სიმინდის კუნძული

“თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან”!..

ყოველგვარი ლოგიკის თანახმად, ალბათ, ჯერ გახსნის ფილმზე უნდა დამეწერა. მაგრამ, რადგანაც გახსნის ფილმი ფარაჯანოვის “სურამის ციხე” იყო, მე კი ფარაჯანოვის შესახებ წერის უფlებას არ ვაძლევ თავს, შესაბამისად ჯერ-ჯერობოთ მხოლოდ ჩვეულებრივ, მოკვდავ რეჟისორებზე ვწერ. იქამდე, მაინც სანამ ისინიც არ დაამტკიცებენ რომ თავადაც ზე კაცნი არიან, კინემატოგრაფის დემიურგები.

წლების განმავლობაში აფხაზეთზე და წამალდამოკიდებულ ადამიანებზე ფილმების გადაღების დაუღალავი მცდელობის შემდეგ ნელ-ნელა ქართველი რეჟისორები და დრამატურგები ახალი კვლების გავლებას ცდილობენ ამ ათასჯერ გადამუშავებულ ნიადაგზე. ნიადაგის მომზადება “სიმინდის კუნძულის” შესაქმნელად წლების წინ დაიწყო. ხოლო რაც დაახლოებით ორი კვირის წინ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშარისო ფესტივალზე ვნახეთ ყამირ მიწაზე 4 წლიანი მუშაობის ნაყოფი იყო.

ცუდად ნამდვილად არ ჩაუვლია ამ განწირულ სულისკვეთებას, მიუხედავად იმისა რომ უვალი გზის გათელვა ნამდვილად არ დასჭირვებია ოვაშვილის მერანს. Continue reading