სამარხვო ბლოგი


3 Comments

№2 პოსტი სათაურით,- “შენ”

შენ ა-ო გქვია და ერთმანეთი ნეტში გავიცანით. შენ 20 წლის ხარ, მე შენზე ერთი წლით დიდი. იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ყოველ ღამე ნეტში გელოდები. აი, ღამის პირველი საათია და შენც გაონლაინდი. სკაიპში მირეკავ და დილამდე ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ. მერე შენ ჩაგეძინა, ვიდეოთვალი ისევ ჩართულია, მე შენს ცისფერ ლიფს ვხედავ, რომელიც საოცრად აღმაგზნებს. მეორე დღესაც იგივე მეორდე, მესამე დღესაც…

ჩვენ გვაქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კინოგემოვნება. კითხვა საერთოდაც არ გიყვარს. მგონი, ჩემი სისულეების გარდა მეტი არც არაფერი გაქვს წაკითხული. გვაქვს ერთობ განსხვავებული სოც-პოლიტ შეხედულებები. მე ლიბერალურ ფასეულობებზე ლაპარაკით გიჭედავ ყურებს. შენ თითქმის არაფერში მეთანხმები. ერთადერთი ქალიშვილობის ინსტიტუტი არ მოგწონს, ისიც იმიტომ რომ ასე გაწყობს. :დ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით, დილით ორივე ვიძინებთ… Continue reading

Advertisements


15 Comments

ჰაგერები, ანუ ჩამხუტებელთა კავშირი

გუშინ, კნუტის ინიციატივით ჩახუტების დღე მოვაწყეთ. წასვლა ბოლო წუთს გადავწყვიტე და თითქმის ერთი საათით დავიგვიანე, მაგრამ ბავშვები ვერის ბაღში იყვნენ ჯერ ისევ. შემდეგ მსვლელობა მოვაწყეთ ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე. თან გზადაგზა ხალხს ვეხუტებოდით.

ძალიან მიხარია რომ ბევრ ადამიანს სითბო ვაჩუქეთ. ერთმა მოხუცმა ქალმა ისიც კი თქვა, ძალიან დიდი ხანია ასე არაფერი გამხარებიაო. განა ეს არ ღირს ერთი დღის დაღლოლობად? ღირს, ღირს. სხვა დროს თქვენც შემოგვიერთდით.

ცხოვებაში რა აღარ გამიკეთებია… მართლაც ბევრი რამ, რას აღარ მივედ-მოვედე. თუმცა, აქამდე არ ,მქონია შეგრძნება რომ რაღაც, აქსიომურად კარგი გამიკეთებია. სიკეთისა და ბოროტების, კარგისა და ცუდის ზუსტი საზომი ხომ არავის გამოუგონებია. ჰოდა, ჩახუტების დღის გარდა ჩემს ცხოვრებაში ვერაფერზე ვიტყვი დარწმუნებით, რომ ეს მხოლოდ სიკეთის მომტანი იყო.

მსგავს აქციებს კიდევ ხშირად გავმართავთ. მსურველებმა დამიმატეთ ფეისბუქზე და მომწერეთ, რომ მასგავს აქციებში გსურთ მონაწილეობის მიღება. ვირებტ ყველას ვისაც აქვს ჩახუტების და სხვისთვის სითბოს განაწილების უნარი. სამუშაო ანაზღაურებადია რა თქმა უნდა. გაგაგიხდით ძალიან ბევრ ჩახუტებას. ვალუტას, რომელიც ყველგან მიიღება.


5 Comments

ქუჩაში თუ შემოგხვდით თუ რაღაც ასეთი

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ კნუტმა (აბა სხვა ვის გავახსენდებოდი) მომნიშნა, ბლოგთამაშში,- „ქუჩაში თუ შემოგხვდით“. ქუჩაში თუ შემოგხვდით როგორ უნდა მიცნოთ… მმმ… სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი ცნობა საჭირო სულაც არ არის. საკმარისია კნუტი იცნოთ, მე კი მასთან ერთად რომ ბიჭი იქნება ის ვარ :დ. ჰო, დანარჩენს ჩემი about-იდან შეიტყობთ, ან ჩემი პირწიგნაკიდან. about- ი სულ რამდენიმე დღის წინ დავწერე, მასში კი მხოლოდ ის შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, რომ მგონი, უმუშევარი აღარ ვარ (დაზუსტებით არც ეს ვიცი ჯერ). დღეს, ერთ-ერთი ელექტრონული გამოცემის რედაქციაში ვიყავი და ალბათ მათთვის დავწერ მასალებს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ თანმიმდევრულად გამცნობთ. Continue reading


14 Comments

კნუტ

გუშინ, როგორც იქნა, about-ის დაწერას თავი მოვაბი და ამიერიდან უკვე ჩემი ბლოგის ყველა მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია აქვს ჩემს შესახებ. თუმცა, „სავალდებულო ხასიათის“ პოსტები ამით არ ამოწურულა.  სულ ვკოპწიაობ იმით, რომ კნუტის ბლოგი, წარმოადგენს ფაქტობრივად ბლოგს ჩემს შესახებ. მე კი, მის შესახებ იშვიათად თუ დამცდება რამე. ზოგგან გაკვრით თუ ვახსენებ და ეს არის და ეს.

ბევრი რომ არ მივედ-მოვედო კნუტი, იგივე მანჩო ხოხაშვილი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. Continue reading


2 Comments

მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ტაი”.  ეს გამოფენა გუშინწინ იყო, მაგრამ, არაოპერატიულობის გამო ნურავინ დამადანაშაულებს, ფოტოები არ მქონდა რომელსაც პოსტს დავურთავდი, არა და ძალიან მინდოდა მყისიერად მომეთხრო ამ შესანიშნავი გამოფენის შესახებ.
Continue reading


2 Comments

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

დავსჯექ საწერად და მოგიყვებით ამბავს იმისა თუ… მოკლედ, ბოლო სამის დღის ამბებს ჩემს თავსა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურლ პროცესებზე. გუშინწინ გაიხსნა თბილისის წიგნის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი. ნუუ, კარგი იყო. წიგნის გამომცებლობებისა და მაღაზიების გარდა სტენდები (დახლები) ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ილია უნის ( ამ ორს ერთმანეთისაგან მოშორებით 🙂 ), ჟურნალ ტაბულას, ლიბერალს, გოეთეს ინსტიტუს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და გამომცემლობა „ნაკადულს” 🙂 (იმედი მაქვს ვინმე არ მიჩივლებს ამ გამომცემლობის დისკრედიტაციისთვის).
Continue reading