სამარხვო ბლოგი


7 Comments

რატომ არ ვარ ევროპელი

ამ პოსტის ინსპირაცია არის კობა ლიკლიკაძის ბლოგ-პოსტი თავისუფლების ბლოგზე, კონკრეტულად კი შემდეგი ფრაზა,-  “ბევრი ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს, იწოდებოდეს ევროპული ფასეულობების მატარებლად, ისეთი კატეგორიულობით ლაპარაკობს ახალ რეგულაციებზე, რომ ჩანს, წარმოდგენაც არ აქვს, თუ რა ხდება ევროკავშირში”.

0_d099c_a5909f4c_xlპატივცემულო მეგობრებო, არ არსებობს გამზადებული წესი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ევროპელი. არ არსებობს უნივერსალური იდეოლოგიები; კანონები, რომლებიც ყველა ცალკეულ შემთხვევაში იქნება მართებული. გეუბნებით თქვენ, არ არსებობს ევროპელი და რუსი, – არსებობს ადამიანი. ეს არის ერთადერთი ურყევი ჭეშმარიტება, რომელიც უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მსჯელობისას. არ არსებობს უნივერსალურად სასარგებლო ევროპელისთვის ან და ამერიკელისთვის, ნუ მოგვცემთ გამზადებულ წესებს როგორ ვიცხოვროთ.

ჩემო მეგობრებო, ნუ დაუჯერებთ ინტელექტუალებს, რომლებიც გთავაზობენ გახდეთ კარგი ევროპელები. ნუ მოატყუებინებთ თავს პოლიტიკოსებს, რომლებიც გიჩიჩინებენ გახდეთ კარგი ქართველები. ნუ ენდობით მღვდლებს, რომლებიც  გასწავლიან როგორ გახდეთ კარგი ქრისტიანები. ერთადერთი ურყევი ღირებულება ხარ შენ – ინდივიდი, ადამიანი. მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტი. არ არსებობს ევროპელი, ქართველი, ქრისტიანი, ხარ მხოლოდ შენ!

შენ გაქვს უფლება იაზროვნო, იმსჯელო, გქონდეს სწრაფვა განვითარებისაკენ. ვერავინ ვერ გასწავლის როგორ გახდე უკეთესი. არც ქებასა და არც კრიტიკას არ აქვს უცდომელი საზომი, რადგან არც კარგისა და ცუდის საზომი შეუქმნია აქამდე ვინმეს. ყოველთვის ასე იყო, ჩემ ბებიას ასწავლიდნენ როგორ ყოფილიყო კარგი კომუნისტი, ახლა ცდილობენ მე აღმზარდონ, მასწავლონ ევროპელობა. მის თაობას გაზეთი “კომუნისტი” ასწავლიდა ამას. დღეს “თავისუფლების” ბლოგიდან მასწავლიან. რა არსებითი განსხვავებაა ლიბერალსა და კომუნისტს შორის, თუ მე არჩევანს არ მიტოვებს? არა, ბატონებო, თქვენ არ იცით როგორი უნდა გავხდე. თქვენ არ ფლობთ არც დაფარულ და არც განცხადებულ ჭეშმარიტებას, რომელიც მე გამაკეთილშობილებს. თქვენ არ გაქვთ უფლება პირზე ხელი ამაფაროთ, დამტუქსოთ და მითხრათ რომ ჩემი აზრები არაევროპულია. მხოლოდ მე მაქვს უფლება ჩემი ბედი თავად განვკარგო, შევცდე თუ უკეთ აზროვნება არ შემიძლია. მე მაქვს უფლება ვიმსჯელო, ვისწავლო შეცდომებზე, განვვითარდე. არავინ იცის არც ევროკავშირში და არც სხვაგან რა მაქცევს მე ბედნიერად. ეს მე უნდა მოვიპოვო. მე, ოღონდ არა ქართველმა, არა კავკასიელმა, თეთრკანიანმა ან და ჰეტეროსექსუალმა, მე – ნიკა უხურგუნაშვილმა.

Advertisements


დატოვე კომენტარი

ძირს მღვდელი

მეოცე საუკუნის დასაწყისი საქართველოს ისტორიაში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილისა და გონიერი, ინტელექტუალური ადამიანების ლიკვიდაციით აღინიშნა. არასდროს ვყოფილვარ არც თავგამოდებული სოვეტოფობი და მითუმეტეს არც განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევი რელიგიური მსახურების მიმართ, თუმცა, ის რაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში და მომდევნო პერიოდში ხდებოდა ჩემი ინდიფერენტული დამოკიდებულების საზღვრებს ცდება.

რამდენიმე დღის წინ ბეთანიაში ერთი ძალზედ საინტერესო დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. რამდენიმე ბლოგერი გასაშუქებლად მიგვიწვიეს, თუმცა შემოთავაზების შემდეგ მე და გოჩა გაბოძემ უღმერთო ჩეკისტების, დათო შუბლაძემ კი წამებული მღვდლის ფორმაც მოვირგეთ.

ფილმი უფრო კონკრეტულად ეხება ბოლშევიკების მიერ ქრისტიანი სასულიერო პირების რეპრესიებს. იმ პერიოდში საქართველოს სსრ-ს ფარგლებში მოქმედებდა სპეციალური ჯგუფი “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონტრეროვულუციის მომზადებაში მხილებული სასულიერო პირების აღმოჩენასა და ლიკვიდაციაზე. ეს, ალბათ, ის ადამაინები იყვნენ, რომელიბიც საბჭოთა ათეისტურ ქვეყანაში თეისტებს დევნიდნენ, თეოკრატიულ სახელმწიფოში კი ათეისტებსაც ასეთივე შემართებით დაუწყებდბენ დევნას. Continue reading