სამარხვო ბლოგი


9 Comments

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს. Continue reading

Advertisements


16 Comments

Why not Russian

ალბათ, უკვე იცით რომ ტელევიზორს მაინცდამაინც არ ვწყალობ, მაგრამ გუშინ მაინც მომიწია რამდენიმე წუთით ამ ყუთის წინ მოხვედრა და ქართული ტელეეთერისთვის თვალის შევლება. 10-15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომესმინა ისეთი ფრაზები/აზრები, რომლებსაც ბუნებრივად ვერაფრით მივიღებ და ჩემ პროტესტს ამ მოწყობილობისა და მასში მოქცეული ტიპების მიმართ უფრო გააძლიერებს.

აი, ერთ-ერთ მათგანი,- “ის რუსული ენის მასწავლებელია! დიახ, მე ხაზგასმით ვამბობ ამას და ის ჩვენთან არის, რადგან ქართველი ერი ტოლერანტულია ყველა ენის მიმართ”. ეს “ენის მიმართ ტოლერანტობა”, რომ ცოტა ბუნდოვანი ცნებაა და ვერაფრით გავიგებ როგორ უნდა იყო ამა თუ იმ ენის მიმართ ტოლერანტული ან პირიქით, მაგრა დროებით დავეხსნათ ამას. მაინც რას ნიშნავს, როცა ამას ვინმე “ხაზგასმით აცხადებს”? რატომ სჭირდება ამას გაოცება და ხაზგასმა? ამასთანავე, თურმე ტოლერანტულებიც ყოფილან, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ასე რომ არ ყოფილიყო, რუსულის ყველა მასწავლებელს, ალბათ, იმათაც, ვინც საშუალო დონეზე მაინც ფლობს ამ ენას ან უყვარს მაინც ერთად შეკრიბავდნენ და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ეს ბოლო, რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თორემ, ამ ტოლერანტ ერს ეგ როგორ მოუვა :> Continue reading


21 Comments

№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

ვისაც წინა 2 პოსტი არ წაგიკითცავთ, გამცნობთ, რომ პოსტები ეძვნება 3 გოგოს, რომელბმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს ცხორებაში.

შენ პირველივე დანახვისთანავე მომეწონე. თურმე, შენც. ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ოცამდე ადამიანთან ერთად. აქ კნუტის გარდა არავის ვიცნობ, შესაბამისად მთელს დღეს მის გვერდით ვატარებ, თუმცა შენ თვალს არ გაცილებ. შენ ის ხარ ვინც სულ მალე ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ეს ჯერ მე არ ვიცი. დაღამდა და შინ ვბრუნდებით, მე მეცნიერების მომავალზე ვკამათობ. შენ მიღიმი. შენზე ჭკვიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვახდენ და ამ იმიჯს ვინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე. Continue reading


2 Comments

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

დავსჯექ საწერად და მოგიყვებით ამბავს იმისა თუ… მოკლედ, ბოლო სამის დღის ამბებს ჩემს თავსა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურლ პროცესებზე. გუშინწინ გაიხსნა თბილისის წიგნის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი. ნუუ, კარგი იყო. წიგნის გამომცებლობებისა და მაღაზიების გარდა სტენდები (დახლები) ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ილია უნის ( ამ ორს ერთმანეთისაგან მოშორებით 🙂 ), ჟურნალ ტაბულას, ლიბერალს, გოეთეს ინსტიტუს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და გამომცემლობა „ნაკადულს” 🙂 (იმედი მაქვს ვინმე არ მიჩივლებს ამ გამომცემლობის დისკრედიტაციისთვის).
Continue reading