სამარხვო ბლოგი


21 Comments

№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

ვისაც წინა 2 პოსტი არ წაგიკითცავთ, გამცნობთ, რომ პოსტები ეძვნება 3 გოგოს, რომელბმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს ცხორებაში.

შენ პირველივე დანახვისთანავე მომეწონე. თურმე, შენც. ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ოცამდე ადამიანთან ერთად. აქ კნუტის გარდა არავის ვიცნობ, შესაბამისად მთელს დღეს მის გვერდით ვატარებ, თუმცა შენ თვალს არ გაცილებ. შენ ის ხარ ვინც სულ მალე ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ეს ჯერ მე არ ვიცი. დაღამდა და შინ ვბრუნდებით, მე მეცნიერების მომავალზე ვკამათობ. შენ მიღიმი. შენზე ჭკვიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვახდენ და ამ იმიჯს ვინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე. Continue reading


6 Comments

5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

ამ ტეგთამაშში ფსიქემ მომნიშნა… მართლა ძალიან გამიხარდა, ამის დაწერა მინდოდა, მაგრამ უფრო იმან გამახარა რომ გავახსენდი. მაგრამ, ისე თქვა, იმიტომ ვთაგავ, რომ საინტერესოდ დაწერსო, ცოტა დავითრგუნე. ასე თქმა ზედმეტი პასუხისმგებლობაა… საერთოდაც მაგ ბავშვს მემგონი კარგა გვარიანად გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს ჩემზე, ყოველთვის ისე მახასიათებს. მოკლედ, ძალიან არ მინდა ან ფსიქეს და ან ვინმე სხვას იმედები გავუცრუვო, მაგრამ რაც გამოვა ის იქნება… Continue reading