სამარხვო ბლოგი


4 Comments

მე და ფერები: მე ვარ დიდი მწვანე მინდორი

მე ვარ დიდი მწვანე მინდორი, რომელსაც ქარი ტალღებად აღელვებს. როცა მცივა მზე მათბობს. წვიმა წყურვილს მიკლავს. მიწა მკვებავს. ქარი ქოჩორს მივარცხნის.

ადამიანის ხელი ჯერ არ შემხებია. არ ვიცი რა არის ტკივილი და გაზონის საჭრელი მანქანა. საუკუნეებია ვბიბინებ ამ უკაცრიელ კუნძულზე, რომელზეც ჯერ კაცს ფეხიც არ დაუდგამს. მე ვარ უსარგებლო სარეველა ბალახი, რომელიც არც არავის დაურგავს და არც არავინ მოიმკის არასდროს მის ნაყოფს. მე თვით მიწამ, მზემ და წყალმა შემქმნეს. ქარი ჩემს სისხლძარღვებს ეფერება ცივი ენებით და ტანზე მიღიტინებს.

მე არც დავბადებულვარ და არც მოვკვდები. არც დასაწყისი მაქვს და არც დასასრული. არ მაქვს ბილიკები, რომლებითაც ადამიანები ისარგებლებდნენ. მე არ მაქცს კიდეები, საიდან სადამდეც გამზომავდნენ. მე არ მაქვს ღირებულება, რითიც შემაფასენდნენ.

შორიდან ზღვის ტალღების ხმა მესმის. ჩემს თავზე არხეინად დანავარდობენ დიდფრთიანი ჩიტები. ჩემში დახტიან და ფუთვუთებენ მწვანე კალიები. მე მათ საზრდოს ვაძლევ. ისინი არიან, ვისაც ვჭირდები. თავზე დამფარფატებენ ჭრელფრთიანი პეპლები. ცეკვავენ და ირაოს კრავენ ჩემი ღეროების მაღლა.

მე ვარ ვეებერთელა მწვანე მინდორი…

ეს არის ტეგთამაში “საყვარელი ფერები”, რომელშციც სოფომ დამტაგა. მე კი ტრიბუნას ვუთმობ ბექას და ქევანას.

Advertisements


2 Comments

სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის

გუშინ ფადავწყვიტე წასვლა. მთელი სულითა და გულით მინდოდა ათეიტების მონასტერში გამეტარებინა ერთი დღე (საერთოდ,ათეისტი არ ვარ, უბრალოდ ღმერთზე გავბრაზდი) მაგრამ ასეთი დაწესებულების არ არსებობის გამო, წავედი ნათესავებთან სოფლად. სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის. Continue reading