სამარხვო ბლოგი


5 Comments

ქუჩაში თუ შემოგხვდით თუ რაღაც ასეთი

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ კნუტმა (აბა სხვა ვის გავახსენდებოდი) მომნიშნა, ბლოგთამაშში,- „ქუჩაში თუ შემოგხვდით“. ქუჩაში თუ შემოგხვდით როგორ უნდა მიცნოთ… მმმ… სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი ცნობა საჭირო სულაც არ არის. საკმარისია კნუტი იცნოთ, მე კი მასთან ერთად რომ ბიჭი იქნება ის ვარ :დ. ჰო, დანარჩენს ჩემი about-იდან შეიტყობთ, ან ჩემი პირწიგნაკიდან. about- ი სულ რამდენიმე დღის წინ დავწერე, მასში კი მხოლოდ ის შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, რომ მგონი, უმუშევარი აღარ ვარ (დაზუსტებით არც ეს ვიცი ჯერ). დღეს, ერთ-ერთი ელექტრონული გამოცემის რედაქციაში ვიყავი და ალბათ მათთვის დავწერ მასალებს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ თანმიმდევრულად გამცნობთ. Continue reading


2 Comments

მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ტაი”.  ეს გამოფენა გუშინწინ იყო, მაგრამ, არაოპერატიულობის გამო ნურავინ დამადანაშაულებს, ფოტოები არ მქონდა რომელსაც პოსტს დავურთავდი, არა და ძალიან მინდოდა მყისიერად მომეთხრო ამ შესანიშნავი გამოფენის შესახებ.
Continue reading