სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ოდესღაც დედაჩემი

r1300718_17793800როდესაც, BIAFF-ის პროგრამაში წავიკითხე „ოდესღაც დედაჩემი”, [Once my mother]  დიდი მოლოდინი არ მქონია არ ფილმის მიმართ. ვერ ვიტყვით, ფილმის სახელი განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევაო, პირველი რაც გახსენდება პედრო ალმოდოვარის „ყველაფერი დედაჩემი შესახებ” არის. შემდეგ კრიმინალური საკულტო ფილმი, რომელსაც დღემდე ეტრფის 90-იანების რომანტიზმით დატყვევებული ქართველი მაყურებელი „ერთხელ ამერიკაში”. მოკლედ, ფილმზე წინასწარი წარმოდგენები ალმოდოვარიდან სერჯიო ლეონემდე მერყეობს და ფიქრობ, რომ ერთის ან მეორის გავლენით იქნება გადაღებული. მე ამ ფილმს სახელს ნამდვილად შევუცვლიდი, თუნდაც ამ უკანასკნელზე ასოციაციების თავიდან ასაცილებლად. Continue reading


დატოვე კომენტარი

ვალენსა – იმედის კაცი

valეს არის ფილმი ჭეშმარიტად ოპტიმისტი, მოუსვენარი, უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანის შესახებ. ფილმი რომელიც ვალენსას ცხოვრებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას ასახავს სასიამოვნოდ გააოცებს ნებისმიერი ტიპის მაყურებელს. ვერ ვიტყვი რომ პოლიტიკური თემატიკის ფილმები ჩემ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდეს, თუმცა ეს არ არის გადაჭრით პოლიტიკური ფილმი. ანჟეი ვაიდა პოლონეთის მომავალ ლიდერს წარმოგვიდგენს როგორც მეოჯახე კაცს, მოსიყვარულე მეუღლეს, 6 შვილის მამას, რომელსაც გარემოებები აიძულებენ უსამართლობასთან სახიფათო ბრძოლა აწარმოოს.

ამ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი. ჩემთვის კინემატოგრაფის სიყვარული პირველ რიგში ანჟეი ვაიდათი იწყება, ის ჩემი ბავშვობის სიყვარულია. ახლა კი მეძლეოდა საშუალება მისი ახალი ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველს მენახა. იქამდეც კი, სანამ დიდი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მის სამშობლოში შეაფასებდნენ. ვაიდამაც ამის გამო ვერ მოახერხა ბათუმის კინოფესტივალზე ჩამოსვლა, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობდა მზადება “ველენსას” პოლონური პრემიერისთვის. სამაგიეროდ რეჟისორმა ფესტივალს და საქართველოს გულთბილი და ამაღელვებელი მიმართვა გამოუგზავნა. Continue reading