სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ერთი ერთზე დემონთან

ვინ არის ნამდვილი რეჟისორი. ვინ ქმნის კინემატოგრაფს, რომელსაც მაყურებლის დატყვევება, მოჯადოვება შეუძლია და ახერხებს მისი ფსიქიკა მთლიანად მართოს. კი, ეს კი კიმ კი დუკია, რომელიც ახერხებს დაგამუნჯოთ, ისე დაგთრგუნოთ, რომ რამდენიმე დღე შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიოდეთ, თითქოს ტანში ჩაგისახლდა უცხო არსება, რომელიც აკონტროლებს შენს ფიქრებს, განცდებს და გაიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქრო, რაც კინოდარბაზში ნახე. რაღაც ჯადოსნური მარცვალი ჩათესა მუშაობისას, რომელიც ყამირ მიწაზე დავარდა, გაიდგა ფესვები კინოკადრებში და სუროსავით შემოეხვია ჯერ ფილმს, შემდეგ კი გადმოდის მაყურებელზე და საცეცებით წვდება გრძნობის ორგანოებს, სუნთქვას გიკრავს, კადრები ცვლიან ერთმანეთს, ყელში გეხვევა მწვანე საცეცები, კინოეკრანის შუქებით განათებულ სახეზე დაძაბული ღიმილი კუნთების სპაზმივით გეკვრება და სასოწარკვეთილი ხრიალი ამოგდის საყლაპავი მილიდან. თუ ამ ყველაფერს გრძნობ, ესე იგი კიმ კი დუკის ახალ ფილმს „ერთი ერთზე” [One on one] უყურებ. Continue reading


10 Comments

ო იღბლიანო – ლინდსეი ანდერსონის შედევრი

O, lucky man არის ლინდსეი ანდერსონის 1973 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც რეალურად წარმოადგენს პასუხს სტენლი კუბრიკის 1971 წლის ფილმზე – “მექანიკური ფორთოხალი”. მთავარ გმირსაც ორივე ფილმში ერთი და იგივე მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი ასრულებს.

არ მიყვარს კონფორმისტები, არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს და ამ ფილმსაც -“ ო, იღბლიანოს”, ალბათ სწორედ იმიტომ ვეტრფი, რომ ეს მათ შესახებაა. რა თქმა უნდა ამ ფილმში კონფორმიზმის აღწერის გარდა კიდევ სხვა უამრავი ღირსებაა, მაგრამ არის ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ცუდ დღეში ძალიან ბევრჯერ ჩავუგდივარ სკოლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, ეს კითხვაა – რატომ?

რატომ? ერთი ჩვეულებრივი უწყინარი სიტყვაა, რომელმაც, წესით, არც არავის უნდა მოუტანოს ვნება, Continue reading