სამარხვო ბლოგი


20 Comments

ინდუისტური ტაძარი თბილისში, ჩემი შთაბეჭდილებები და კონტრასტები ქრისტიანობასთან

გუშინ მე და ქევანა თბილისის ინდუისტურ ტაძარში ვიყავით. გზა ამ ტაძრისკენ ავჭალაში შორი და დამღლელია. ავჭალამ დიდად ვერ მომხიბლა ხედებით, თუმცა ტაძარი, განსაკუთრებით მისი ინტერიერი საკმაოდ გემოვნებიანია. ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტრადიციული ინდური და პოსტ მოდერნისტული სტილის დიზაინი.

ახლა კი თავად ქართული ინდუიზმის შესახებაც უნდა ვთქვა. ლოცვა 4 საათზე დაიწყო, თუმცა ამ რიტუალს ტრადიციული ქრისტიანული გაგებით იმავეს ვერ უწოდებ რაც ქრისტიანული ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი. Continue reading

Advertisements


70 Comments

ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია

ყურადღება! პოსტში გამოთქმელი მოსაზრებები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს რელიგიურ შეხედულებებს. ამიტომ, რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს უმორჩილესად ვთხოვ თავი შეიკავონ მასალის გაცნობისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და მსგავსი რამეების შესახებ იგნორირებული იქნება.

ამასთანავე, პოსტი წარმოადგენს ჩემს პირად შეხედულებებს ცხოვრებასა  და ღმერთზე. არ მაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს რაიმე სახის საყოველთაო ჭეშმარირება და არც იმის  ამბიცია მაქვს, რომ ეს სამეცნიერო სტატიად  გამოვაცხადო და სხვა.

ვაგრძელებ ლათინურ გამოთქმებზე აგებული პოსტების ციკლს და ამჯერად გთავაზობთ შემდეგს,– homo homini deus est. ანუ, ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. Continue reading


6 Comments

თბილისის სინაგოგა

რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოვაქვეყნე თბილისში არსებულიერთადერთი  მეჩეთის შესახებ. დღეს კი გთავაზობთ იუდეველთა სალოცავი ადგილის,- სინაგოგის შესახებ პოსტსა და ფოტოებს.

უდაიზმი (ებრ. יהדות – იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. მათ სამოსახლო არეალს, ძირითადად, ქვემო კალა წარმოადგენდა. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო. ებრაელებს კლდისუბანში სინაგოგაც ჰქონიათ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დღესდღეობით, მოქმედი სინაგოგა 1910 წელსაა აგებული და ლ. ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში მეორე მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.

ქვემოთ გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი სინაგოგის ჩემს გადაღებულ ფოტოებს. ფოტოკამერით უზრუნველყოფისთვის მადლობა თამარს.

Continue reading