სამარხვო ბლოგი


2 Comments

როგორ გავემგზავროთ ევროპაში ყველაზე იაფად და უსაფრთხოდ

აერბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი შეიძლება იყოს ავიაკომპანია wizzair-ის შემოსვლა, რომელიც ფრენას ქუთაისიდან ახორციელებს. რასაკვირველია, ასეთი ინტენსიური ინფორმაციული ნაკადის ფონზე, რომელსაც ჩემი მეგობრებისგან ვიღებდი, მაინტერესებდა ამ აეროპორტის ნახვა და რამდენიმე დღის წინ დავათვალიერე ის.

პირველი შთაბეჭდილება, რაც პირადად მე შემექმნა, განაპირობა აეროპორტის შენობის ფართობმა და დიზაინმა. ეს არის პატარა და ძალიან მყუდრო სივრცე, სადაც შეგიძლია მოხვიდე ფრენამდე თუნდაც რამდენიმე საათით ადრე, მოაწესრიგო ბარგი, დაისვენო  და დაიძინო კიდევაც როგორც ამას უამრავი ტურისტი აკეთებს, რომელიც მე ვნახე. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქუთაისის აეროპორტის მომსახურებით უსარგებლია, მის შესახებ პირველ რიგში მეგობრულ სტაფს იხსენებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქუთაისიდან გაფრენას ამჯობინებენ, ალბათ სწორედ ის არის, რომ აქაურობა თავისუფალია ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან, აკრძალვების კასკადისაგან და არაადეკვატური წესებისაგან, რასაც ძალიან ხშირად ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ საქართველოში შემომსვლელთა 80-90% ტურისტები არიან. აქ მათ ხვდებათ ევროპული სტანდარტის მომსახურება და უსაფრთხოება. გარდა ამისა, ვიზეარის ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ახოეციელებს ფრენებს ევროპის მიმართულებით. ამ ავიაკომპანიას აევროპაში უკვე წლებია იცნობენ და ენდობიან. მათ შორის დიდი ნაწილი არის ჰაიკერები, რომებიც საქართველოში ფეხით მოგზაურობენ და ასევე ველომოყვარულები.

თუმცა, ამ ავაიკოპანიის და აეროპორტის მომსახურებით ასევე ხშირად სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები. მარკეტოლოგმა თემო ბარათაშვილმა ვიზეარის მომსახურებით ერთი წლის წინ ისარგებლო ქუთაისი – დონეცკი, კიევი – ქუთაისის მიმათულებით. მისი თქმით ვიზეარი ყველაზე იაფი ავიკომპანიაა, რომელიც ახორციელებს ფრენას უკრაინის მიმართულებით. თემო ბარათაშვილი,- “ძალიან ბევრის დაზოგვა შეიძლება, დაახლოებით 100-150$ დამიჯდა ორივე ფრენა. ვისურვებდი რომ დაამატონ უფრო მეტი მიმართულება”. Continue reading

Advertisements


6 Comments

ძალადობის ვნება – ვის აქვს ძალადობის უფლება

რა ხდება მაშინ როცა ღმერთი კვდება, რა ხდება მაშინ როდესაც კანონი არ სჯის, რა ხდება მაშინ როდესაც მუხრუჭები არ აკონტრელებენ სინდისს… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, სჯობს საუბარი სინდისით დავიწყოთ. სინდისი, როგორც ასეთი, ორი სახის შეიძლება იყოს. ობოექტური სინდისი და სუბიექტური. ობიექტური სინდისი მუხრუჭის ფუნქციას ასრულებს ისეთი “გამღიზიანებლების” წინააღმდეგ როგორიც არის საყოვლთაოდ აღიარებული უარყოფითი ქცევები, მაგალითად მოკვლა. სუბიექტური სინდისი კი შეძენილია და გამომუშავდება დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი ნორმების შესაბამისად, რელიგიური მოსაზრებებით დაწესებული აკრძალვების შედეგად, სახელმწიფოს კანონმდებლობიდან გამომდინარე და სხვა.

JailBookingsGraphic2ამ ბლოგ-პოსტში არ ვაპირებ უსასრულოდ ვისაუბრო სინდისის შესახებ. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე სინდისი ერთ-ერთი უმთავრესი მუხრუჭია უსამართლობის, ქაოსის წინააღმდეგ. ამის საილუსტრციოდ შესანიშნავი იქნება მხტვრული ფილმის “ექსპერიმენტი”-ს მოხმობა.  ექსპერიმენტში მონაწილეობს 26 ადამიანი, რომელთაგან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზოგს თავისუფლება აღკვეთილის როლი შეხვდება, ნაწილს კი ბადრაგის. ყველა მონაწილემ იცის რომ ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, რომელიც 2 კვირაში დასრულდება და ყველა მონაწილე მიიღებს ჰონორარს თანაბრად. ერთი შეხედვით მარტივი სიტუაციაა, წესით არანაირ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ყველაფერი მკაცრად გაწერილი და კონტროლირებადია, არსებობს ასევე წითელი ნათურაც, რომელსაც ექსპერიმენტატორები მაშინ აანთებენ თუ ცდის მონაწილეები რომელიმე წესს დაარღვევენ. ჯალათებს კი მხოლოდ ის ევალებათ რომ არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა.

მაგრამ ყველაფერი ასე არ ხდება, სიტუაცია პირველსავე დღეს იძაბება და ბადრაგის როლის შემსრულებლებს იპყრობს ძალადობის “ტკბილი”  ვნება. ისინი პირველსავე დღეს იწყებენ ძალადობას პატიმრებზე. ერთადერთი მუხრუჭი კი – წითელი ნათურა – განაგრძობს დუმილს. მოძალადეთა თავაშვებულება პიკს რამდენიმე დღეში აღწევს, წითელი ნათურა კი ისევ დუმს. სად არის ამ დროს სინდისი, რელიგიური შეხედულებები რომელიც კრძალავს ძალადობას, სამოქალაქო უფლებები რომელიც ჯერ ისევ მოქმედებს საექსპერიმენტო შენობის მიღმა?

ექსპერიმენტში ბადრაგის როლის შემსრულებებლები სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები იყვენენ სანამ ამ ცდაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მათ მიეცათ ძალადობის უფლება და ისინი გარდაიქმენენ, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ფორესტ ვაითეკერის პერსონაჟია, რომელიც პირველივე ძალადობის შემდეგ ერექციას განიცდის, შეხედავს თავის ერეგირებულ ასოს და მიხვდება რომ მას ამის კეთება მოსწონს. Continue reading


9 Comments

რატომ არის საჭირო განათლების რეფორმა

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმებიდან ცოტა მათგანი მომწონდა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად იყო საგანმანათლებლო რეფორმა. სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია რა ცვლილებების გატარებას აპირებს ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით, მაგრამ იმ მეთოდის შედეგად ნელ-ნელა ჩნდებოდა განათლების ლიბერალური მოდელის ნიშნები, რაც მორალურად ჯანსაღი თაობის აღზრდას განაპირობებდა და არა იმ ბრბოსი, რომელსაც მანამადე ყოველწლიურად უშვებდა  “საგანმანათლებლო ქარხანა” .

თანამედროვე სამყარო განათლების სამ ძირითად მოდელს იცნობს, ესენია ავტორიტარული, ლიბერალური და ქაოტური მოდელები.

3-74_School56_Y2_Russian

ავტორიტარული მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეებისთვის მენტორს. მისი მოსაზრება განხილვას არ ექვემდებარება, ის ტუალეტში არ დადის. საკლასო ოთახში მერხები განლაგებულია მწკრივებად და დისტანცია არის დაცული მასწავლებლის სამუშაო მაგიდასა და მერხებს შორის, რათა სივრცულადაც იყოს გამოხატული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული გავლებული ზღვარი. მასწავლებლის გამოჩენისთანავე კლასში სიწყნარე მყარდება, როგორც კი მასწავლებელი საკლასო ოთახიდან გადის ბავშვები იწყებენ ხმაურს. ასეთი მოდელის მიზანია მოსწავლეებს მისცეს ინფორმაციული განათლება. მოსწავლეები ცოდნას იღებენ არა იმიტომ რომ აცნობიერებენ ამის საჭიროებას, არამედ იმიტომ რომ მასწავლებლის ეშინიათ.

class2england3ლიბერალური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს. ის მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის წარმართვაში. მერხები განლაგებულია ისეთი ფორმით, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს დისკუსიის წარმართვა. ზოგიერთ შემთხვევაში ოთხ-ოთხი მერხი ქმნის კუბის ფორმას და ამ მერხების ირგვლივ შემომსხდარი მოსწავლეები ჯგუფურად მიშაობენ დავალებაზე.  მასწავლებელი აქ არ წარმოადგენს დიქტატორს, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ, მიუხედავად იმისა მასწავლებელი იმყოფება თუ არა საკლასო ოთახში მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებას. განათლების ეს მოდელი ფოკუსირებია, ბავშვებს ჩამოუყალიბოს ანალიტიკური აზროვნება.

ქაოტური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ვერ ახერხებს გახდეს ბავშვებისთვის ავტორიტეტი, ამ მოდელში შერეულია ორივე დანარჩენი მოდელის ნიშნები, საბოლოო ჯამში კი ვერ ხერხდება ვერც ავტორიტარული მოდელისთვის დამახასიათებელი დიდი ინფორმაციის მიღება და ვერც ლიბერაული მოდელისთვის დამახასათებელი ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება.

ლიბერალური მოდელის მთავარი უპირატესობა დანარჩენ ორ მოდელთან ის არის, რომ ბავშვები, საკლასო ოთახში არიან ჩუმად არა იმის გამო, რომ მასწავლებლის ეშინიათ, არამედ, ისინი თანდათობით “სწავლობენ” პასუხიმგებლობას თავიანთ საქციელზე, ისინი აცნობიერებენ იმ შედეგებს რაც შეიძლება მათ უპასუსხმგებლობას მოყვეს.  იზრდებიან თავისუფალ მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დასჭირდებათ ვიღაც ჯოხით შეიარაღებული მმართველი, ვისი შიშითაც შეასულებენ სამუშაოს.

ჩვენ ვინც თანამედროვე საქართველოს ვქმნით, ყველანი უკლებლივ ამ ავტორიტარული საგანმანათლებლო მოდელის შვილები ვართ, ვისაც მასწავლებელი, უმრავლეს შეთხვევაში, იმას კი არ სთხოვდა ეაზროვნა, არამედ იმას რომ ტექსტი სწორად მოეყოლა, უარეს შემთხვევაში კი დაზუთხული ჩამოერაკრაკებინა. ჩვენ კარგ ნიშანს გვიწერდნენ არა იმ შემთხვევაში ჩვენს თემაში რაიმე ახალი, ახლებურად დანახული იქნებოდა თუ არა, არამედ იმაში რომ გადგვეკოპირებინა ვინმე გადაღრძუებული ვაიკრიტოკოსის სიტყვები e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839de183a1-e183a1e18390e18391e183ade1839de18397e18390-e183a1e1839de183aae18398იმის შესახებ, რომ  ამა და იმ მწერლის შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს ესა და ეს თახვობა Continue reading


12 Comments

ნუ გვაშინებთ, ანუ ბუები უფროსებისათვის

პირველი ბუა– ასტეროიდი, მეტეორი, პანდემია უცნაური ვირუსით და ა შ: საქმე ის არის, რომ ბოლოს ერთი ტენდენცია შევნიშნე. ამ ტენდენციის გადამოწმება თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი ვარეზ-პოსრტალის გადათვალიერებით, სადაც ჰოლივუდური ფილმების ანოტაციების წაკითხვა არის შესაძლებელი. მოკლედ, მეც ასე ჩამოვუყევი ფილმების ნუსხას და მათი სულ მცირე 50%-ის ანოტაცია ასე იწყება Continue reading


2 Comments

იაპონიის მოქალაქეების ჯანმრთელობის სანაცვლოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

გუშინ ღამით facebook-ზე ამერიკის ხმის ფეიჯზე გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ იაპონია ამერიკის შეარაღებულ ძალებს ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის გაჟონვის შესაჩერებლად დახმარებას სთხოვს. მალევე კომენტარის სახით იმავე ამერიკის ხმამ მიაწერა, რომ ამერიკული ეკიპაჟის წევრებმა ერთ საათში დასაშვებ დონეზე 300-ჯერ უფრო ძლიერი დასხივება მიიღეს. არ ვიცი თქვენ როგორ მიიჩნევთ, მაგრამ ჩემთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია, იაპონიის უბრალო მოქალაქე იქნება ეს თუ ამერიკელი ჯარისკაცი და თუ თქვენ თვლით, რომ სამხედროები ადამიანები არ არიან, მაშინ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონია.

როგორც კი იაპონიაში ფუკიშიმას ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა გერმანელმა მწვანეებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. იაპონიის ტრაგედია რა თქმა უნდა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული ენერგია. თუმცა, უფრო რეალისტური ვიქნები და ვიტყვი რომ, მსოფლიოს თუ რამის სწავლა შეეძლო ვინმეს მაგალითზე 1986 წლის აპრილში ჩერნობილის კატასტროფის მაგალითზე მიხვდებოდა.

უკვე მომხდარ ტრაგედიებს რომ დავეხსნათ და თავი იმით რომ დავიმშვიდოთ რომ იაპონია შორს არის, შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთშიც მდებარეობს ატომური ელექტროსადგური, რომელიც გამართულობით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. დროა, არამარტო სომხებმა, არამედ მთელმა რეგიონმა გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც შეიძლება შექმნას სომხეთში, დაბა მეწამორთან არსებულმა ატომურმა ელექტროსადგურმა. მითუმეტეს, რომ მის ლიკვიდაციას ევროკავშირიც აქტიურად ითხოვს და 200 მილიონი ევროს გასაღებადაც მზად არის.

არა ატომურ ენერგიას!


8 Comments

გიგანტური ციგნის ბავშვის ამბავი, ანუ ჩემი ტელევიზორის ანიმიზმი

ადრე ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ოცნებობდა ლიფტში გაეუპატიურებინათ. რატომ მაინც და მაინც ლიფტში არ ვიცი, ალბათ დიდ ფსიქოანალიტიკოსად ვერ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა. ამ ამბის შესახებ მარტო მე ვიცოდი და იქიდან გამომდინარე, რომ არა თუ ფსიქოანალიტოკოსად, ჯეროვან მოძალადედაც ვერ ვივარგებ, მისი ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. Continue reading


29 Comments

ლეგალური სექსი საქართველოში

დღეს ჩემი ერთი მეზობელი რამდენიმე  საათის განმავლობში მიხსნიდა დაქორწინების აუცილებლობას. არა და, სულაც არ მაქვს ის ასაკი, როცა ამის აუცილებლობაზე შეიძლება მელაპარაკოს ვინმე … რას მერჩის ვერ გავიგე.

ნუუ, ჩვენს ქვეყანაში ჩემზე ბევრად უფრო ადრეულ ასაკში დაქორწინება ნორმაა.  ქორწინდებიან 16-17 წლისანი და ამის შემდეგ მინუმუმ 2 კვირაში შორდებიან, მაქსიმუმ 2 წელიწადში.

დიდ ქორწინებათმცოდნედ ვერ ვივარგებ, მაგრამ შევეცდები გამოვყო ასეთი ტიპის ქორწინებათა გამომწვევი მიზეზები (ხოხთ, ეს რა აკადემიური ენით დავიწყე მსჯელობა. ჩემს, საბჭოთა დროს, გამოცემულ სახელმძღვანელოებში როგორც ეწერა ისე). პირველი მიზეზი რა თქმა უნდა სექსია.  ნუუ, სექსი ისედაც შეიძლება, მაგრამ დაქორწინება მას „ლეგალურად“ აქცევს.  ანუ, მშობლების,  და-ძმის, მეზობლების, ამხანაგების, ჯგუფელების, ახლო თუ შორეული ნათესავების, მშობლების თანამშრომელიბის, მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრებისა და მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრების თანამშრომლებისაგან აღარ არის საჭირო იმის დამალვა რომ სექსი გაქვს ( ეს რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ორივე სქესმა უნდა გაითვალისწინოს. გოგომ, იმიტომ რომ მასზე არ თქვან  „ბოზიაო”, ბიჭმა კი იმიტომ, რომ მის მეგობარ გოგოზე (შეყვარებულზე)  მთელმა დანარჩენმა ქვეყანამ არ თქვას ბოზიაო).

Continue reading