სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

This man likes cock

tumblr_m4apul073u1r9xykxპირველად ჩვენს ტელევიზორებში სერიალები ჩემ ბავშვობაში გამოჩნდა. ერთი იყო ასეთი “დინასტია”. მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ტელესერიალმა თოთოეული ჩვენგანის გული დაიპყრო, დღეს გამოჩენილ თურქულ სერიალებს არც კი დაესიზმრებათ ისეთი პატივი და დიდება, როგორიც “დინასტიას” ჰქონდა. ზუსტად მახსოვს მოქმედება დენვერში მიმდინარეობდა და ქელინქთონების ოჯახის ამბავს გვიყვებოდა. ეს იყო ამერიკული ოჯახი, დიდი საქმეებით, ოჯახური კონფლიქტებით, სკანდალებით და ა შ. როგორც ამერიკული ყველა დიდი ოჯახი, ესეც მრავლფეროვნებით გამოირჩეოდა და შესაბამისად ოჯახში ერთი ჰომოსექსუალი წევრიც ჰყავდათ – სტივენი. ალბათ, ბევრს ემახსოვრება ეს პერსონაჟი. სწორედ ამ სერიალის და კონკრეტულად ამ პერსონაჟის წყალობით გავიგეთ 90-იანების ბავშვებმა რომ არსებობდნენ ისეთი “უცნაური არსებები” როგორებიც ცისფერები არიან. მაშინ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ არავის ჰქონდა, არც პოლიტიკოსები და არც ეკლესია მათზე არ საუბრობდა, არავის აინტერესებდა ეს თემა. ეს უფრო სანტაკლაუსის ამბავს გავდა, ამბობენ რომ არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს. ბავშვებისთვის კი არა, უფროსების 99 პროცენტისთვისაც პირველი ცოცხალი გეი სტივენი იყო.

მოგვიანებით ჰომოსექსუალობა უფრო აქტუალური თემა გახდა. მას შემდეგ რაც “ათეიზმის წყვდიადიდან ” გამოვედით და ერი ჭეშმარიტებას ეზიარა, ჩავთვალეთ რომ ვინ-ვინ და ქრისტეს ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები არ უყვარს, ისინი ჩვენს მეზობელ სომხებზე მეტადაც კი სძულს უფალს, თუმცა სომხებეთან, ალბათ, მაინც არაფერი გამოგვიდოდა. ამიტომაც მთელი ძალისხმევა ჰომოსექსუალებისაკენ მივმართეთ. Continue reading

Advertisements


7 Comments

შენ მოკვდები!

გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ. შენს ორგანიზმში 5 წლის წინ შემოვაღწიე, თუმცა შენ ჯერ ამის შესახებ არაფერი იცი. მყუდროდ იყავი მოკალათებული სტომატოლოგის სავარძელში, მე კი არასტერილური სტომატოლოგიური იარაღიდან ვისკუპე შენს პირისღრუში, ამის შემდეგ კი გზა ღვიძლისკენ გავიკვლიე. შენ მალე მოკვდები, თუმცა, სანამ მოკკვდები დაუცველი სექსუალური კონტაქტით მოახერხებ ჩემი და-ძმები გადაისროლო სხვა ადამაინების ორგანიზმში და ისინიც დააავადო, შემდეგ ჩემი და-ძმები დაიბუდებენ მათ ორგანიზმში და ასე ჯაჭვურად გაგრძელდება უსასრულოდ, ჩვენ გავმრავლდებით როგორც ცაზე ცარსკვლავები და ზღვაში ქვიშა. მე ცე ჰეპატისიტის ვირუსი მქვია და მე შენ მოგკლავ! Continue reading


22 Comments

სექს პლაკატები

საბჭოთა კავშირის სექს-პლაკატები, რომელთა უმრავლესობამაც პოლიტბიუროს ცენზურა ვერ გაიარა.

Continue reading


15 Comments

ბერტოლუჩი, კუსტურიცა და დიოგენე

ბოლო პერიოდში “დიოგენეს კინოკლუბში” დავიწყე სიარული. თბილისში ცხელა, ყველა წასულია, ეს კლუბი კი ნამდვილი შვებაა ასეთ ვითარებაში. სასიამოვნო გარემოში შეგიძლია ცივი ლუდი წრუპო და თან კარგ ფილმს უყურო. იქაური გარემოც მომწონს. ლამაზი ინტერიერი და მოსახერხებელი სკამებია, ეს უკანასკნელი კი ნამდვილი იშვიათობაა თბილისური კინოკლუბებისთვის. მაგალითად, თეატრალურის კინოკლუბში, მართალია, ბრწინვალე ფილმებს არჩევენ, ზამთარში გათბობაც აქვთ და თან სრულებით უფასოა დასწრება, მაგრამ სავარძლები ზედმეტად მოუხერხებელი და მაგარია, იმისათვის რომ ფილმის ყურების დროს კომფორტულად იგრძნო თავი. Continue reading


37 Comments

როგორ არ უნდა ვეძებოთ სექს-პარტნიორი facebook-ზე

დიახ, სწორედ ასე. ამ პოსტში მე არ ვაპირებ რჩევების მიცემას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ სექს-პარტნიორები. სამაგიეროდ გეტყვით, თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა, სიმპატიური, მაგრამ მაინც მამაკაცი – მე არ უნდა მომწეროთ და სექსი არ უნდა შემომთავაზოთ. საქმე ის არის, რომ ყოველდღე დაახლოვებით ერთსა და იმავე კითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა. ვინმე ბიჭი მიგზავნის facebook-ზე მეგობრობის თხოვნას. იქიდან გამომდინარე, რომ მე ყველას ვიმატებ, ვისთვისაც უარის თქმის განსაკუთრბული საბაბი არ მაქვს, ამ ბიჭებსაც ვიმატებ ხოლმე. შემდეგ ჩატში მიმდინარეობს დაახლოვებით ასეთი საუბარი:

-ნიკა, როგორ ხარ?

-კარგად. შენ როგორ ხარ? ვიცნობთ ერთმანეთს?

-არა, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ ხარ გავიცნოთ 🙂

-ok.

-ნიკა, შენ გეი ხარ?

-არა.

-არ წოლილხარ არასდროს კაცთან?

-არა, მარტო გოგოები მომწონს.

-ჰო… გეები გყავდა ფრენდებში და… კაი, ბოდიში თუ რამე გაწყენინე.

მოკლედ, მინდა, საჯარო განცხადება გავაკეთო. თუ თქვენ დღეს დამიმატეთ facebook-ზე და აპირებთ ჩემთან მსგავსი დიალოგის გამართვას, წინასწარ გიპასუხებთ, რომ,- დიახ, ალბათ, მყავს დამატებული ლგბტ ადამიანები. იმასაც დავამატებ, რომ არავის წაშლას არ ვაპირებ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და მეტიც, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ – კაცთან, ვინ ქალთან, ვინ ძაღლთან და ვინ ზებრასთან წევს. უბრალოდ, სავსებით ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ გოგოები მომწონს და რამდენჯერაც უნდა მკითხოთ, ყოველთვის მხოლოდ გოგოები მომეწონება.


4 Comments

FUCK, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ

აუცილებელია, რომ ყველაზე  უხერხული სიტყებიც კი იყოს განხილული და შესწავლილი. უილიამ შექსპირი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ translate.google.com-ზე სიტყვა fuck-ის ქართული ექვივალენტის მოძებნა ვცადე. (მაინც რა არის ეს ჭეშმარიტი სამეცნიერო ინტერესი). თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღები? translate.google.com ყველა ენაზე გვთავაზობს ამ სიტყვის თარგმანს ქართულის გარდა. მიზეზი შეიძლება ნაირგვარი იყოს. მოკლედ, ყველამ ვიცით მაინც ამ სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ გრძელი განმარტებით არ შეგაწუხებთ.

ყველა საზოგადოება აწესებს, ალბათ, გარკვეულ საგნებზე ცენზურას. Continue reading