სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

ღია თუ მუქი აბი?

yu

ტუჩებზე ნაზად გეხება, შემდეგ ენაზე, გრძნობ მის სიტკბოს და სიამოვნება ერთიან ნაკადად გეღვრება მთელ სხეულში – ეს ახალი “ტიკ ტაკია” მარწყვის არომატით! დღეს რუსთაველზე პრომო გოგონები დადიოდნენ და ახალი “ტიკ ტაკის” გასინჯვას სთავაზობდნენ გამვლელებს, ურიგებდნენ კანფეტებს და ფლაერებს. მათ პირველმა გასინჯეს ახალი “ტიკ ტაკის” გემო. Continue reading


17 Comments

Just another facebook friend

მაგიდაზე დადგმულ ბოთლში დაახლოებით ორი ჭიქისთვის სამყოფი არაყია დარჩენილი. ამ დროს ზურა შემოვიდა. ჩამოვასხი ოროსთვის და გავუწოდე ჭიქა. იმათ გაუმარჯოს, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენ არ ვიცითო. გაკვირვებულამა შევხედე, – როგორ შეიძლება ვინმეს ვუყვარდე და არ ვიცოდე-მეთქი, – ეს გავიფიქრე და მეც გადავკარი არაყი.

თუ ვინმე მიყვარს, ყოველთვის მაშინვე ვეუბნები. თუ ვბრაზდები,  – აღარ მიყვარხარ-მეთქი, ამასაც მაშინვე მივახლი. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ძირითადად მეგობრებზე ვრცელდება, მაგალითად კნუტი უკვე იმდენჯერ შევიყვარე და გადავიყვარე, რომ გინესის რეკორდების წიგნში შესვლაზეც  შემიძლია მქონდეს ამბიცია.

მაგრამ, ყოველთვის ასე ხომ არ არის. ამ დროისათვის facebook-ზე ზუსტად 785 მეგობარი მყავს. ჩემი და ჩემი მეგობრების უმრავლესობის შემთხვევაში facebook-ი არ არის ადგილი, სადაც დღეში ორი-სამი საათით შევიხედავ, ჩატით ვისარგებლებ, რამე ემო სტატუსს დავალაიქებ და გამოვალ. ეს ამ პოსტისთვის მკითხველთა სრული უმრავლესობისთისაც არის ადგილი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო ნამდვილი იყოს ვიდრე რომელიმე სხვა. ვაშეარებთ ყველაფერ იმას რაც გვინდა რომ ყველა დანარჩენს ან მათ ნაწილს ვუთხრათ. ვსაუბრობთ საჯაროდ თუ დახურულ ჯგუფებში საჯარო თუ საზოგადოების სხვა ნაწილებისთვის ტაბუირებულ თემებზე. ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მიერ ახალ აღმოჩენილ მუსიკალურ შედევრებს, ვიწონებთ სტატიებს და პოსტებს, გამოვთქვამთ გულისტკივილს ჯობსის, ჯექსონის, ჰიუსტონის და სხვათა გარდაცვალების გამო და სხვ. მოკლედ ეს არის უსაზღვრო სივრცე, სადაც ჩვენი ყველა ემოცია თუ რაციონალური განსჯის შედეგად მიღებული აზრი იყრის თავს. ამ სახელმწიფოში, რომელსაც ქართული facebook-ი ქვია (იმედია სეპარატიზმში არავინ დამდებს ბრალს), ვიბადებით და ვმოღვაწეობთ, ზოგჯერ თავსაც ვიკლავთ (დეაქტივაციას ვუკეთებთ ექაუნთს), ჩვენც,  facebook-ელ ქართველებსაც ღამღაბოთ გვითავდება სიგარეტი და ჩვენც ისევე ვწუხვართ ამის გამო, როგორც ნებისმიერი სხვა მწეველი, ჩვენც გვაბრაზებს ჩვენთვის მიუღებელი აზრები და ჩვენც გვიყვარდება. Continue reading


21 Comments

№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

ვისაც წინა 2 პოსტი არ წაგიკითცავთ, გამცნობთ, რომ პოსტები ეძვნება 3 გოგოს, რომელბმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს ცხორებაში.

შენ პირველივე დანახვისთანავე მომეწონე. თურმე, შენც. ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ოცამდე ადამიანთან ერთად. აქ კნუტის გარდა არავის ვიცნობ, შესაბამისად მთელს დღეს მის გვერდით ვატარებ, თუმცა შენ თვალს არ გაცილებ. შენ ის ხარ ვინც სულ მალე ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ეს ჯერ მე არ ვიცი. დაღამდა და შინ ვბრუნდებით, მე მეცნიერების მომავალზე ვკამათობ. შენ მიღიმი. შენზე ჭკვიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვახდენ და ამ იმიჯს ვინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე. Continue reading


3 Comments

№2 პოსტი სათაურით,- “შენ”

შენ ა-ო გქვია და ერთმანეთი ნეტში გავიცანით. შენ 20 წლის ხარ, მე შენზე ერთი წლით დიდი. იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ყოველ ღამე ნეტში გელოდები. აი, ღამის პირველი საათია და შენც გაონლაინდი. სკაიპში მირეკავ და დილამდე ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ. მერე შენ ჩაგეძინა, ვიდეოთვალი ისევ ჩართულია, მე შენს ცისფერ ლიფს ვხედავ, რომელიც საოცრად აღმაგზნებს. მეორე დღესაც იგივე მეორდე, მესამე დღესაც…

ჩვენ გვაქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კინოგემოვნება. კითხვა საერთოდაც არ გიყვარს. მგონი, ჩემი სისულეების გარდა მეტი არც არაფერი გაქვს წაკითხული. გვაქვს ერთობ განსხვავებული სოც-პოლიტ შეხედულებები. მე ლიბერალურ ფასეულობებზე ლაპარაკით გიჭედავ ყურებს. შენ თითქმის არაფერში მეთანხმები. ერთადერთი ქალიშვილობის ინსტიტუტი არ მოგწონს, ისიც იმიტომ რომ ასე გაწყობს. :დ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით, დილით ორივე ვიძინებთ… Continue reading


15 Comments

ბერტოლუჩი, კუსტურიცა და დიოგენე

ბოლო პერიოდში “დიოგენეს კინოკლუბში” დავიწყე სიარული. თბილისში ცხელა, ყველა წასულია, ეს კლუბი კი ნამდვილი შვებაა ასეთ ვითარებაში. სასიამოვნო გარემოში შეგიძლია ცივი ლუდი წრუპო და თან კარგ ფილმს უყურო. იქაური გარემოც მომწონს. ლამაზი ინტერიერი და მოსახერხებელი სკამებია, ეს უკანასკნელი კი ნამდვილი იშვიათობაა თბილისური კინოკლუბებისთვის. მაგალითად, თეატრალურის კინოკლუბში, მართალია, ბრწინვალე ფილმებს არჩევენ, ზამთარში გათბობაც აქვთ და თან სრულებით უფასოა დასწრება, მაგრამ სავარძლები ზედმეტად მოუხერხებელი და მაგარია, იმისათვის რომ ფილმის ყურების დროს კომფორტულად იგრძნო თავი. Continue reading


%(count)s კომენტარი

ნუგზარი და მეფისტოფელი


ამ სპექტაკლის ნახვა დიდი ხნის წინ დავგეგმე. როგორც იქნა, მოვახერხე და გავეშურე. “ნუგზარი და მეფისტოფელი” – სამეფო უბნის თეატრში. პიესის ავტორი ლაშა ბუღაძეა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართველებს დიდად არ გვაქვს კომედიების ნიჭი, აი დრამაში უფრო ძლიერები ვართ. ეს რით არის განპირობებული ფსიქოანალიტიკოსებმა იმსჯელონ, მე კი სპექტაკლზე მოგახსენებთ. მიუხედავად ჩემი ერთგვარი სკეპტიკური განწყობისა, მართლაც კარგი სანახაობა გამოვიდა. “სამეფო უბნის თეატრში” მთავარ და ერთადერთ პრობლემას დაბალი ტემპერატურა წარმოადგენს, თუმცა კარგი საზოგადოებისა და კარგი კლიმატის ტანდემი საკმაოდ დიდ იშვიათობაა, ამიტომ შეიძლება ეს მივუტევოთ ჩინებული სპექტაკლების სანაცვლოდ, რომელსაც ეს თეატრი გვთავაზობს ყოველ წარმოდგენაზე.

დროა ნუგზარი გაგაცნოთ. ნუგიჩა (როგორც მას მეზობელი გელა ეძახის მოფერებით) ერთობ კომიკური ტიპია კლასიკური თბილისური იუმორით, რომელმაც ვერა და ვერ აუღო ამ ცხოვრებას ალღო. ძნელია ასეთი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ნორმების მიღება, მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებაში წარმატებულობის კულტია, შენ კი ფილოსოფიის შესწავლაზე თავი არ გიმტვრევია. მედიცინა და სამართალი “წელს ქვევით” გეკიდა. ყველაფერი, როგორც ყველასათვის, ჩვენი მთავარი გმირისთვისაც სკოლაში დაიწყო. “დასაწყისში ხუთები, მერე სამები, მერე ორები, მერე სუუულ ორები. ჩათლახი მასწავლებლები, ბებერი მასწავლებლები და ბებერი კუანა დირექტორი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლელი ბიჭები,მახინჯი გოგოები”… რა უნდა ქნა კაცმა, რომელმაც შენი ადგილი ვერ იპოვე ცხოვრებაში. რა თქმა უნდა თვითმკვლელობაზე უნდა იფიქრო. ერთი….ორი…სამი და თავი ყულფში გაქვს… მაგრამ სიკვდილის წინ ქეთუშაზე იფიქრო ამდენი წლის მერე? ჰო, ქეთუშა ჩვენი ნუგიჩას სიყმაწვილის ტრფობაა. ერთხელ დაურეკა და კინოში დაპატიჟა. ქეთუშაც მოვიდა… 40 დაქალთან ერთად და ბილეთი არ შეხვდათ. Continue reading


15 Comments

ჰოლი – სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული


ჰოლი (Holi) – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა. Continue reading