სამარხვო ბლოგი


დატოვე კომენტარი

იულია

იულია ჩემი შეყვარებულია.  ჩემ გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და სკოლაშიც ერთად დავდივართ. დილაობით ვურეკავ იულიას და ვაღვიძებ, ყოველთვის მასზე ადრე ვდგები. ზამთარში მეც მეზარება ხოლმე ადგომა, მაგრამ იულიას გამო მაინც ვიღვიძებ. სკოლას ძალიან იშვიათად ვაცდენ. დაახლოებით ერთი თვის წინ რამდენიმე დღე სიცხე მქონდა, სანამ არ გამოვჯანმრთელდი, დედა სკოლაში არ მიშვებდა. მერე კიდევ რამდენიმე დღე დავრჩი სახლში, თერმომეტრს ჩაიდნის ორთქლზე ვაცხელებდი, იულია კი ჩემ სანახავად მოდიოდა ყოველ დღე, სკოლიდან ამომივლიდა და ცხელ შოკოლადს ვსვამდით ერთად.

როცა გავიზრდები, მინდა რომ, ვარსკვლავთმფრენი მყავდეს, ვიმოგზაურებ სხვადასხვა პლანეტაზე,  სადაც ყველაფერი სხვანაირი იქნება. უზარმაზარ, წყლით დაფარულ პლანეტებზე დავსვამ ჩემ ვარსკვლავთმფრენს, ტალღებზე ვიტივტივებ და მილიონი გალაკტიკით დაშორებულ მანძილზე დავწერ იულიასთვის წერილს.

მე და იულიას, ორივეს გვჯერა უცხოპლანეტელების არსებობის. შარშან ერთ ახალმთვარეობაზე იულიას აივანზეold_hands1 ვიდექით, დედამისმა გვითხრა რომ თუ ახალმთვარეობაზე სურვილს ჩავიფიქრებდით – აუცილებლად აგვისრულდებოდა. ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელები და ჩავიფიქრეთ რომ ოდესმე უცხოპლანეტელები ვნახოთ. იულიამ სამი სურვილი ჩაიფიქრა. უცხოპლანეტელების ნახვის გარდა, უნდოდა რომ მისი ბაბუა გამოჯანმრთელებულიყო და ახალი  ბატინკები ჰქონოდა. ბაბაუამისს  ხის ფეხი აქვს და ოპერაციის შემდეგ მეორე ფეხსაც ხის ჯოხით შეუცვლიან.  მე და იულიას გვეშინია მის ოთახში შესვლის, მაგრამ ერთხელ დედამისმა იულიას სთხოვა ჩაი შეეტანა ბაბუისთვის. იულიამ კი მე მთხოვა. ოთახი ცივი იყო და ცარიელი. საწოლზე მოკრუნჩხული ბაბუამისი იწვა. საწოლის გვერდით ტუმბოზე დავუდგი ფინჯანი და როცა საბნიდან თავისი გრძელი, დამჭკნარი ხელები ამოყო, სასწაფოდ გამოვვარდი იქიდან.

761291f4f273262240716cf32201f411იულიას ნუშის ნამცხვარი უყვარს. ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან მაღაზიაში მე ვყიდულობ ხოლმე მისთვის ნამცხვრებს ყოველთვის, როცა ჩემთვის ფუნთუშების ყიდვის შემდეგ საკმარისი ხურდა მრჩება. რამდენჯერმე ფუნთუშების სანაცვლოდაც კი ვუყიდე ნამცხვარი, ისე რომ ჩემთვის ფული აღარ დამრჩა, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ვიზამ.

მე და იულია, ორივე ბუზანტარიანელები ვართ, ანუ ბუზების უფლებებს ვიცავთ. როცა ჩემი ან მისი ოჯახის წევრები ოთახში შემოფრენილი ბუზის მოკვლას დააპირებენ, ჭიქით ვიჭერთ ბუზებს და აივნიდან ვუშვებთ. ეზოში, ცაცხვის ხესთან, ჩვენი ბუზები გვყავს. ზაფხულობით სახლიდან შაქარს ვიპარავთ და  ბუზების გამოსაკვებად ჩაგვაქვს. ოღონდ, მარტო ჩვენს ბუზებს ვუყრით, იულია მეუბნება რომ ჩვენი ბუზების გარჩევა შეუძლია სხვებისგან, თუმცა მე აქამდე ვერ ვისწავლე.

რამდენიმე დღის წინ დედამისი იყო მოსული დედაჩემთან ფულის სასესხებლად. როცა თოვლიან ამინდში სკოლაში მივდივართ, იულიას ბატინკებში წყალი შესდის. ამ დროს იულიას სახე საშინლად ემანჭება და ტირილს იწყებს.  დედაჩემმა ფული მისცა იულიას დედას. მეორე დღეს იულია ახალი წითელი ბატინკებით მოვიდა და სკოლის შემდეგ მასთან ავედით სახლში. როცა შევედით ბაბუის ოთახის კარი ღია დაგვხვდა, ოთახში კი არავინ იყო. იულიას  დედა სამზარელოში ტიროდა, იულიას მამა კი ეუბნებოდა რომ  წამლები ზუსტად ერთი წყვილი ბატინკი ღირდა. მე და იულია ისევ ეზოში ჩავბრუნდით, იულიას აღარ სციოდა.


9 Comments

რატომ არის საჭირო განათლების რეფორმა

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმებიდან ცოტა მათგანი მომწონდა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად იყო საგანმანათლებლო რეფორმა. სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია რა ცვლილებების გატარებას აპირებს ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით, მაგრამ იმ მეთოდის შედეგად ნელ-ნელა ჩნდებოდა განათლების ლიბერალური მოდელის ნიშნები, რაც მორალურად ჯანსაღი თაობის აღზრდას განაპირობებდა და არა იმ ბრბოსი, რომელსაც მანამადე ყოველწლიურად უშვებდა  “საგანმანათლებლო ქარხანა” .

თანამედროვე სამყარო განათლების სამ ძირითად მოდელს იცნობს, ესენია ავტორიტარული, ლიბერალური და ქაოტური მოდელები.

3-74_School56_Y2_Russian

ავტორიტარული მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეებისთვის მენტორს. მისი მოსაზრება განხილვას არ ექვემდებარება, ის ტუალეტში არ დადის. საკლასო ოთახში მერხები განლაგებულია მწკრივებად და დისტანცია არის დაცული მასწავლებლის სამუშაო მაგიდასა და მერხებს შორის, რათა სივრცულადაც იყოს გამოხატული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული გავლებული ზღვარი. მასწავლებლის გამოჩენისთანავე კლასში სიწყნარე მყარდება, როგორც კი მასწავლებელი საკლასო ოთახიდან გადის ბავშვები იწყებენ ხმაურს. ასეთი მოდელის მიზანია მოსწავლეებს მისცეს ინფორმაციული განათლება. მოსწავლეები ცოდნას იღებენ არა იმიტომ რომ აცნობიერებენ ამის საჭიროებას, არამედ იმიტომ რომ მასწავლებლის ეშინიათ.

class2england3ლიბერალური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს. ის მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის წარმართვაში. მერხები განლაგებულია ისეთი ფორმით, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს დისკუსიის წარმართვა. ზოგიერთ შემთხვევაში ოთხ-ოთხი მერხი ქმნის კუბის ფორმას და ამ მერხების ირგვლივ შემომსხდარი მოსწავლეები ჯგუფურად მიშაობენ დავალებაზე.  მასწავლებელი აქ არ წარმოადგენს დიქტატორს, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ, მიუხედავად იმისა მასწავლებელი იმყოფება თუ არა საკლასო ოთახში მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებას. განათლების ეს მოდელი ფოკუსირებია, ბავშვებს ჩამოუყალიბოს ანალიტიკური აზროვნება.

ქაოტური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ვერ ახერხებს გახდეს ბავშვებისთვის ავტორიტეტი, ამ მოდელში შერეულია ორივე დანარჩენი მოდელის ნიშნები, საბოლოო ჯამში კი ვერ ხერხდება ვერც ავტორიტარული მოდელისთვის დამახასიათებელი დიდი ინფორმაციის მიღება და ვერც ლიბერაული მოდელისთვის დამახასათებელი ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება.

ლიბერალური მოდელის მთავარი უპირატესობა დანარჩენ ორ მოდელთან ის არის, რომ ბავშვები, საკლასო ოთახში არიან ჩუმად არა იმის გამო, რომ მასწავლებლის ეშინიათ, არამედ, ისინი თანდათობით “სწავლობენ” პასუხიმგებლობას თავიანთ საქციელზე, ისინი აცნობიერებენ იმ შედეგებს რაც შეიძლება მათ უპასუსხმგებლობას მოყვეს.  იზრდებიან თავისუფალ მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დასჭირდებათ ვიღაც ჯოხით შეიარაღებული მმართველი, ვისი შიშითაც შეასულებენ სამუშაოს.

ჩვენ ვინც თანამედროვე საქართველოს ვქმნით, ყველანი უკლებლივ ამ ავტორიტარული საგანმანათლებლო მოდელის შვილები ვართ, ვისაც მასწავლებელი, უმრავლეს შეთხვევაში, იმას კი არ სთხოვდა ეაზროვნა, არამედ იმას რომ ტექსტი სწორად მოეყოლა, უარეს შემთხვევაში კი დაზუთხული ჩამოერაკრაკებინა. ჩვენ კარგ ნიშანს გვიწერდნენ არა იმ შემთხვევაში ჩვენს თემაში რაიმე ახალი, ახლებურად დანახული იქნებოდა თუ არა, არამედ იმაში რომ გადგვეკოპირებინა ვინმე გადაღრძუებული ვაიკრიტოკოსის სიტყვები e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839de183a1-e183a1e18390e18391e183ade1839de18397e18390-e183a1e1839de183aae18398იმის შესახებ, რომ  ამა და იმ მწერლის შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს ესა და ეს თახვობა Continue reading


35 Comments

როცა დავბერდები

2011 წელი! წელს 24 წლის გავხდები. ისე უცბად გავიზარდე ვერც გავიგე. მხატვრულ ფილმებში როდესაც რომელიმე ზრდასრული და წარმატებული პერსონაჟის ასაკს გავიგებ, რომელიც ჩემი ტოლი აღმოჩნდება, გაოცებისაგან თვალები მიფართოვდება. ისინი სერიოზული, თეთრპერანგიანი

და ჰალსტუხიანი, ზედმიწევნით გულმოდგინედ გადავარცხნილი ქოჩრით. მე… მე მაგიდაზე საპნის ბუშტების გასაშვები პატარა კონტეინერი მიდევს. ჩემი ოცნება – ამ დაბადების დღეზე სათამაშო კრაკაძილ გენა მაჩუქონ (წინა დაბადების დღიდან ჩიბურშკა მყავს უკვე).

საათის ისრები ისე სწრაფად ბზრიალებენ, მათი შემყურე თავბრუ მეხვევა. და ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად გადის დრო. ეს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს შევამჩნიე, რომ ყოველ წელს სასწავლო წელი თითქოს უფრო და უფრო მალე მთავრდებოდა.  დრო ისე გავიდა… ისე სწრაფად.

რა იქნება როდესაც დავბერდები. Continue reading


8 Comments

სწავლა, სწავლა და ადმინისტარციული ერთეულები

გუშინ მეტროთი მგზავრობისას ვაგონში ორი ქალი შევნიშნე, რომელიც წიგნს კითხულობდა. არა, აქამდეც მინახავს თბილისის მეტროპოლიტენში წიგნით ხელში ადამიანები, მაგრამ ორი ერთად აქამდე არასდროს. ამასთანავე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არცერთს არ ჰქონდა სლავური გარეგნობა. (გუშინდელ დღემდე ვინც კი მყავდა მეტროში მკითხველი ნანახი ყველა სლავური გარეგნობისა იყო). ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არ ვკითხულობთ ქართველები ტრანსპორტში? ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. 1. ჩვენთან მგზავრობის ხანგრძლოვობა იმდენად ხანმოკლეა (თბილისი ჩვენ გვეჩვენება დიდი, თორემ…), რომ რიგიანად ერთი ქვეთავის წაკითხვასაც ვერ მოასწრებ. 2.ჩვენთან მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი ისე კალიასავით დახტის და გვაჯანჯღარებს, რომ კითხვა შეუძლებელია. 3. ჩვენ არც შინ ვკითხულობთ და რა გასაკვირია ტრანსპორტში რომ არავის ეჭიროს წიგნი ხელში?

Continue reading