სამარხვო ბლოგი


11 Comments

სურეალისტების ერთი თამაში

ლაშა ბუღაძეს აქვს ასეთი პოსტი “ლიბერალის” ბლოგზე, ძველი სურეალისტური თამაში ყოფილა, რომლის მიხედვითაც წერ საყვარელ თუ საძულვევლ თემებს, ჟანრებს, ადამიანეს, საკვებს და ასე შემდეგ. ლაშას კარგად გამოუვიდა, მეც შევეცდები იგივე გავიმეორო ჩემ ბლოგზე.

like_dislike1იქიდან გამომდინარე რომ უფრო მეტი რამე – არ მიყვარს, ვიდრე მიყვარს, ბევრად ადვილი იქნება ჯერ ასეთი თემები “ჩამოვყარო”. მაშ ასე, არ მიყვარს:

უპრინციპო ადამიანები. გარემო სადაც სიმწვანის ნაკლებობაა. სიბნელეში ყოფნა ღამის ზღვაზე, როდესაც არ ჩანს ჰორიზონტის ხაზი ზღვასა და ცას შორის. ყეყეჩი ადამიანები. წამქეზებლები. ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თავისი თავის რეკლამირებას ეწევიან.  თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა. ერთფეროვანი პეიზაჟები. ხისტი (რიგიდული) ადამიანები. რელიგიური ფანატიკოსები და ზოგადად რაიმე იდეოლოგიით შეპყრობილები. უზრდელი ბავშვები რომლებსაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ისინი ვინც ვინმეს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ფამილარული ტიპები.  შემგეულებლები და მორჩილები (კონფორმისტები). ადამიანები რომლებიც ყიდულობენ არასაჭირო ნივთებს. ავტორიტეტები. ადამაინები, რომლებიც ავტორიტეტული ტიპების ციტატებს იმეორებენ და “აშეარებენ” სოციალურ ქსელებში. მიმბაძველები. სუბტიტრებიანი ფილმები. აფორიზმები. როდესაც ინგლისურ სიტყვებს ურევენ ქართულად საუბრის დროს. Continue reading

Advertisements


6 Comments

სალვადორ დ(ლ)ალი

დალი კი არა და ლალი დანილუკი ახალგარდზა ქართველი მხატვარია. მისი ნამუშევრების გამოფენაზე გუშინ ვიყავი, მაგრამ „ახალი 7 დღისათვის“ მასალა გავაკეთე ამ გამოფენის შესახებ და იქ დაბეჭდვას ველოდებოდი, აქ რომ მომეთხრო თქვენთვის.  მხატვარიც და ნამუშევრებიც ძალიან მომეწონა. თუმცა, კომენტარი ძლივს წავართვი, ხანს გარბოდა და ხან სად გამორბოდა. ამის გამო ჩემთან ბოდიშების მოხდის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

Continue reading