სამარხვო ბლოგი


11 Comments

ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური პროგრამა

ინტერნეტში ბოდიალისას ერთ ძალიან საინტერესო საიტს წავაწყდი, ეს არის ონლაინ პროგრამა ინგლისური ენის შესასწავლად. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია, ეს ენა ვერც შევიყვარე და შესაბამისად ვერც შევისწავლე. როგორც კი სწავლას ვიწყებ ხოლმე, მაშინვე სულ ნაირ-ნაირი პრობლემები ჩნდება, ჩემი ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელი სიტყვების წარმოთქმის დროს  იმდენად სასაცილოდ ამოძრავებდა ტუჩებს, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი და ვხვდებოდი, რომ ამას ინგლისურთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. ხოლო, რაც სასაცილოა, ის სარგებელს ვერ მოგიტანს, ვეღარასდროს მოეკიდები სერიოზულად.

ახალი ენის შესწავლასთან დაკავირებით, ყოველთვის არის ერთი მთავარი პრობლემა, ძალიან მოსაწყენი და შრომატევადია, შედეგი კი ძალიან გვიან მოდის, უფრო სწორად გვიან ვამჩნევთ, მანამდე კი სანამ შევამჩნევთ, რომ თურმე რაღაც გვისწავლია გვბეზრდება და თავს ვანებებთ. მასწავლებლები უამრავი სრულებით უსარგებლო რამის სწავლას გვავალებენ და ჩვენც იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხვდებით ეს რაში შეიძლება გამოგვადგეს, უარს ვამბობთ ენის შესწავლაზე. ასე მაგალითად, დაახლოებით 3 თვის წინ ვცადე გერმენული ენის შესწავლა, რამდენიმე გაკვეთილზე მივედი, მასწავლებელი ძალიან ავტორიტეტული იყო და რეკომენდაციაც ისეთმა ადამიანმა გაუწია, ვისაც ვენდობოდი. მეორე თუ მესამე გაკვეთილზე მეუბნება დას თელეგრაფერ (მგონი, ასე იყო), ეს სიტყვა ტელეგრაფისტს ნიშნავსო. -ჰა? რა ტელეგრაფისტი?! რაღადროს ტელეგრაფისტია, ქართულადაც არ გამომიყენებია ეს სიტყვა არასდროს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიტყვის გერმანულ ენაზე ცოდნა გამომადგეს ოდესმე. მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დასრულდა რომ მეცადინეობას შევეშვი.

ეხლა ვაპირებ ისევ ინგლისურს მოვკიდო ხელი, ამჯერად teach.ge-ს პროგრამით. რით არის ეს პროგრამა სხვებზე უკეთესი:

1.      გაგიტაცათ;
2.      ჩაგითრიათ;
3.      გაგიჩინათ აზარტი;
4.      გაგიჩინათ რწმენა, რომ თქვენ შეძლებთ ინგლისურის შესწავლას;
5.      მოგგვარათ კმაყოფილების გრძნობა, რომ დღეს იცით  იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე იცოდით გუშინ.
გარდა ამისა, თქვენ არ გეძლევათ საშინაო დავალება, სწავლობთ მაშინ, როდესაც ამის სურვილი გაქვთ და რა თქმა უნდა, როდესაც გაქვთ ხელმისაწვდომლობა ინტერნეტზე.

ეს კი ლინკი ამ პროგრამის ფბ გვერდზე.


27 Comments

მოიპოვე ფული იმისათვის, რომ ისწავლო. ისწავლე, – რათა მოიპოვო ფული

რაც საქართველოს ბანკმა სტუდენტური კონკურსი დაიწყო, მას შემდეგ გაფაციცებით ვადევნებ თვალს საკონკურსო ვიდეოებს. ამ დროისათვის სულ 21 ვიდეოა ატვირთული istudy.ge-ზე. რატომ ვგულშემატკივრობ ამ კონკურსს,- იმიტომ, რომ ეს კონკურსი ტარდება ტიპებისთვის, ვინც თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლა იღებს. ნამდვილად არ მინდა, საქართველოს ბანკისგან ასეთი საჩუქარი მიიღოს ისეთმა, ვისაც დიპლომი დედამთილისთვის საჩვენებლად უნდა. არა, არა, არც შემედავოთ, ზუსტად ვიცი რომ ბევრი ქართველი სტუდენტი სწორედ ამის გამო “იღებს აკადემიურ განათლებას”. სწორედ ეს არგუმენტი ჰქონდა ჩემს ერთ-ერთ ჯგუფელს, როდესაც ჩემმა ლექტორმა ჰკითხა, რატომ დადიხარ უნივერსიტეტშიო. ნამდვილად არ მინდა, უფასო განათლება საჩუქრად მიიღოს, იმან, ვინც საკოკნურსო ვიდეოს რომელიმე ეკლესიის ან ისტორიული ძეგლის ფონზე იღებს და თავდაჯერებული ტონით მიმტკიცებს, რომ განათლება იმისთვის უნდა, რომ სამშობლოს გამოადგეს. არავის ვარიგებ ჭკუას, არ გეუბნებით რომ არ უნდა მოიტყუოთ, ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმეა, მაგრამ მეც მაქვს უფლება უფრო გულწრფელი და ნიჭიერი ტიპები მომწონდეს.

ძალიან არ მინდა, მორიგი გაბრაზებული პოსტი გამომივიდეს. მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ კოკნურსს ეხება, რომელიც  ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს უფასოდ განათლების მიღების საშუალებას. ეხლა ერთ უცნაურობაზე მინდა გითხრათ. რა აქვთ ქართველებს,- დიახ მათ გარკვეულ ნაწილს აქვს განათლება. თუმცა, რაღაც მართლაც აკლია. რუსულ ენაში არის ორი ასეთი სიტყვა “просвещение” და “образование”. “просвещение”-ს ქართული შესატყვისი ნამდვილად “განათლებაა”, თუმცა რა ვუყოთ ამ უკანასკნელს, ანუ “образование”-ს, რომლის აღმნიშვნელი ტერმინი ენაშიც კი არ გვაქვს ქართველებს, არა თუ ის, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს.

ადრე სადღაც წავიკითხე, რომ ევროპაში ერთ სულ მოსახელზე შომასვლის მიხედვით პირველ ადგილზე ნორვეგია ყოფილა. აბა, ბავშვებო ვინ იცის მთელს მსოფლიოში წელიწადში ყველაზე მეტ წიგნს ვინ კითხულობს? ნორვეგიელები? დიახთ! მათ აქვთ წეღან უკვე ნახსენები  “просвещение”-ც და “образование-ც”. და არა ის დიპლომები, რომლებიც მხოლოდ დედამთლის გულის გასახარებლად სჭირდებათ ქართველებს. Continue reading


8 Comments

სწავლა, სწავლა და ადმინისტარციული ერთეულები

გუშინ მეტროთი მგზავრობისას ვაგონში ორი ქალი შევნიშნე, რომელიც წიგნს კითხულობდა. არა, აქამდეც მინახავს თბილისის მეტროპოლიტენში წიგნით ხელში ადამიანები, მაგრამ ორი ერთად აქამდე არასდროს. ამასთანავე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არცერთს არ ჰქონდა სლავური გარეგნობა. (გუშინდელ დღემდე ვინც კი მყავდა მეტროში მკითხველი ნანახი ყველა სლავური გარეგნობისა იყო). ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არ ვკითხულობთ ქართველები ტრანსპორტში? ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. 1. ჩვენთან მგზავრობის ხანგრძლოვობა იმდენად ხანმოკლეა (თბილისი ჩვენ გვეჩვენება დიდი, თორემ…), რომ რიგიანად ერთი ქვეთავის წაკითხვასაც ვერ მოასწრებ. 2.ჩვენთან მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი ისე კალიასავით დახტის და გვაჯანჯღარებს, რომ კითხვა შეუძლებელია. 3. ჩვენ არც შინ ვკითხულობთ და რა გასაკვირია ტრანსპორტში რომ არავის ეჭიროს წიგნი ხელში?

Continue reading