სამარხვო ბლოგი


10 Comments

ის რაც ბავშვობას გვახსენებს

ჩემმა ბავშვობამ, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობისა, ამ ტელეჟურნალთან ერთად გავიდა. ეს ტელეჟურნალი, რა თქმა უნდა, ამერიკულ Tom & Jerry-სთან ერთად აყალიბებდა ჩვენს იუმორის გრძნობას. მაშ ასე, თქვენ წინაშეა მისი უდიდებულესობა –  Ералаш! თქვენი არ ვიცი და აი ჩემთვის კი ტელეარხ ОРТ-ს გათიშვა ნამდვილი ტრაგედია იყო, აბა სად მქონდა მაშინ youtube, რომ დავმჯდარიყავი და მიყოლებით მენახა სხვადსხვა სერიები.

ერალაში დღემდე ჩემი მთავარი სატელევიზიო სისუსტეა, რომელმაც ნეტშიც მომაგნო და ღამ-ღამობით შემიტყუებს ხოლმე ბავშვური სილაღით აღსავსე სამყაროში.  სხვათაშორის, ამ ტელეჟურნალში მონაწილეობის მიღება ჩემი მთავარი ბავშვობის ოცნებაც იყო. ამ ჟინს ნაწილობრიც მიკლავდა მეზობლების გარაჟების უკან მოწყობილ სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა ეს იმ ფერად სამყაროს რომელიც ჩემი შავ-თეთრი ტელევიზორიდანაც კარგად ჩანდა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.

ერალაში ნამდვილი ოაზისი იყო იმ ყველაფრის ფონზე, რასაც იმ დროს ცისფერ თუ ნაცრისფერ ეკრანებზე უჩვენებდნენ. ვისაც არ გახსოვთ რას უჩვენებდნენ არ შეგახსენებთ, ხოლო ვისაც უბრალოდ არ გინახავთ ჯობია არც იცოდეთ. სხვათაშორის, მოგვიანებით ამ ტელეჟურნალის ქართული ანალოგიც შექმნეს, მაგრამ იმდენად უნიჭო პლაგიატი იყო, რომ ნამდვილად არ ღირდა ნახვად. Continue reading


8 Comments

ვინ არის კაშპიროვსკი

ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წლის 11 აგვისტოს დაიბადა პროსკუროვში (უკრაინა). იგი ცნობილია როგორც ფსოქოთერაპევტი და საერთოდაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს ტერმინი, სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის აღარსად ჩანს, მაინც არ წყდება დავა იმის შესახებ ვინ არის კაშპიროვსკი, -მაგი, КГБ-ს მიერ შექმნილი კაცი, რომელსაც თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებდა, გენიალური ადამიანი რომელსაც შეუძლია ტელეეკრანიდან განკურნოს სნეულები, თუ თაღლითი.

1988 წლის 31 მარტს მთელი საბჭოთა მოსახლეობა გაფაციცებით უყრებდა გადაცემას  «Взгляд», სადაც შუქდებოდა ტელეხიდი მოსკოვი-კიევი. პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მკერდის სიმსივნის ოპერაციას. ამ ყველაფერში საოცარი კი ის იყო, რომ ოპერაცია მიმდინარეობდა ანესთეზიისა და საერთოდ ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლის გარეშე. კაშპიროვსკიმ პაციენტს “უბრძანა” არ ეგრძნო ტკივილი და მართლაც ეს ასე მოხდა. ამანასთანავე,  კაშპიროვსკი იმყოფებიოდა მოსკოვის სტუდიაში, პაციენტი კი კიევში. მეორე დღეს მოხდა სამი მოვლენა, პაცინტმა ლუბოვ გრაბოსკაიამ გაიღვიიძა სრულებით ჯანმრთელმა, საბჭოთა კავშირში გაჩნდა ახალი ტერმინი – ფსიქოთერაპევტი და მესამე, ანატოლი კაშპიროვსკიმ საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

მის მასობრივ სეანსებს 89 წელს ას მილიონზე დიდი აუდიტორია ჰყავდა  (!) ამ სეანსებზე რა ხდებოდა, Continue reading


16 Comments

Why not Russian

ალბათ, უკვე იცით რომ ტელევიზორს მაინცდამაინც არ ვწყალობ, მაგრამ გუშინ მაინც მომიწია რამდენიმე წუთით ამ ყუთის წინ მოხვედრა და ქართული ტელეეთერისთვის თვალის შევლება. 10-15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომესმინა ისეთი ფრაზები/აზრები, რომლებსაც ბუნებრივად ვერაფრით მივიღებ და ჩემ პროტესტს ამ მოწყობილობისა და მასში მოქცეული ტიპების მიმართ უფრო გააძლიერებს.

აი, ერთ-ერთ მათგანი,- “ის რუსული ენის მასწავლებელია! დიახ, მე ხაზგასმით ვამბობ ამას და ის ჩვენთან არის, რადგან ქართველი ერი ტოლერანტულია ყველა ენის მიმართ”. ეს “ენის მიმართ ტოლერანტობა”, რომ ცოტა ბუნდოვანი ცნებაა და ვერაფრით გავიგებ როგორ უნდა იყო ამა თუ იმ ენის მიმართ ტოლერანტული ან პირიქით, მაგრა დროებით დავეხსნათ ამას. მაინც რას ნიშნავს, როცა ამას ვინმე “ხაზგასმით აცხადებს”? რატომ სჭირდება ამას გაოცება და ხაზგასმა? ამასთანავე, თურმე ტოლერანტულებიც ყოფილან, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ასე რომ არ ყოფილიყო, რუსულის ყველა მასწავლებელს, ალბათ, იმათაც, ვინც საშუალო დონეზე მაინც ფლობს ამ ენას ან უყვარს მაინც ერთად შეკრიბავდნენ და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ეს ბოლო, რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თორემ, ამ ტოლერანტ ერს ეგ როგორ მოუვა :> Continue reading


8 Comments

გიგანტური ციგნის ბავშვის ამბავი, ანუ ჩემი ტელევიზორის ანიმიზმი

ადრე ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ოცნებობდა ლიფტში გაეუპატიურებინათ. რატომ მაინც და მაინც ლიფტში არ ვიცი, ალბათ დიდ ფსიქოანალიტიკოსად ვერ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა. ამ ამბის შესახებ მარტო მე ვიცოდი და იქიდან გამომდინარე, რომ არა თუ ფსიქოანალიტოკოსად, ჯეროვან მოძალადედაც ვერ ვივარგებ, მისი ეს ოცნება აუხდენელი დარჩა. Continue reading